Leonidas-მა საქართველოში ასორტიმენტი გააფართოვა - მენიუში ცხელი შოკოლადი და ახალი პროდუქტები გამოჩნდა
ბელგიური შოკოლადის ლეგენდარული ბრენდი Leonidas, რომელიც საქართველოს ბაზარზე უკვე ერთ თვეზე მეტია შემოვიდა, ასორტიმენტს აფართოებს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია Leonidas Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, მარიამ ჩაჩავამ განაცხადა, მენიუს შოკოლადის ნაირსახეობებთან ერთად დაემატა ცხელი შოკოლადიც.
„გავაფართოვეთ როგორც პრალაინების და სნექების ასორტიმენტი, ასევე დავამატეთ ცხელი შოკოლადი და მარშმელოუები.
გეტყვით, რომ დეკემბრიდან გვექნება საახალწლო advent calendars და პროდუქცია საახალწლო შეფუთვებით. თავისთავად პრალაინების ასორტიმენტიც კიდევ უფრო გაფართოვდება“, - აღნიშნა მარიამ ჩაჩავამ.
Leonidas-ი, რომელიც მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ოფიციალურად არის წარმოდგენილი, სამომავლოდ ქართულ ბაზარზე გაფართოებას და ბაზრის მეტი წილის ათვისებას გეგმავს.
„ბელგიური შოკოლადი ქართველი მომხმარებლისთვის ყოველთვის ასოცირდებოდა პრემიუმ ხარისხის უგემრიელეს შოკოლადთან, თუმცა Leonidas-ის პირდაპირი წარმოდგენა საქართველოში სრულიად ახალი გამოცდილებაა. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ გემოების გაცნობა, არამედ ბელგიური ტკბილეულის კულტურის გაზიარება. აქტიურად ვმუშაობთ ცნობადობის გაზრდაზე, ვაორგანიზებთ დეგუსტაციებს, ვმონაწილეობთ კორპორატიულ ღონისძიებებში, ვთანამშრომლობთ ბიზნესებთან, რომლებიც ეძებენ დახვეწილ საჩუქრებს თანამშრომლებისა და პარტნიორებისთვის.
ჩვენი მთავარი მისიაა შევქმნათ ბედნიერების მომენტი ყველასთვის. Leonidas-ის მთავარი უპირატესობა მისი 100%-ით ბელგიური წარმომავლობაა. ყველა პროდუქტი მზადდება მხოლოდ ბელგიაში, ტრადიციული ბელგიური მეთოდებით და უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით, მხოლოდ 100% სუფთა კაკაოს კარაქით, პალმის ზეთის გარეშე.
ჩვენი შოკოლადი არ იყინება და მზადდება ყოველთვის ახალი ინგრედიენტებით. კაკაო განადან და კოტ-დ’ივუარიდან მოდის, ნუში - ესპანეთიდან და ასე შემდეგ.
ამასთან, 2013 წლიდან Leonidas ბელგიის სამეფო სასახლის ოფიციალური მომწოდებელია, რაც ხარისხისა და ნდობის უმაღლესი დადასტურებაა“, - ამბობს Leonidas Georgia-ს გენერალური მენეჯერი.
თბილისში Leonidas-ის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ბრენდის ოფიციალურ მაღაზიაში - დავით აღმაშენებლის გამზირის #12-ში, სადაც სრული ასორტიმენტია წარმოდგენილი. გარდა ამისა, Leonidas Georgia პროდუქციას ყიდის ონლაინ.
„საქართველო ნამდვილად მზარდი ბაზარია პრემიუმ სეგმენტისთვის. მომხმარებლები უფრო და უფრო მეტად აფასებენ ხარისხს, ბუნებრივ ინგრედიენტებსა და ევროპულ სტანდარტებს.
ამასთან, ბიზნეს სექტორიც ვითარდება - კომპანიები ეძებენ დახვეწილ გზებს თანამშრომლებისა და პარტნიორების დასაფასებლად. სწორედ აქ ვხედავთ დიდ პოტენციალს Leonidas-ის კორპორატიული ხაზისთვის.
ჩვენ გვჯერა, რომ ბელგიური ტრადიციისა და ადგილობრივი ხედვის შერწყმით Leonidas Georgia შეძლებს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტის შეთავაზებას, არამედ თანამშრომლობის ახალი კულტურის შექმნას ქართულ ბიზნეს გარემოში“, - განმარტავს მარიამ ჩაჩავა.
Leonidas მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი შოკოლადის ბრენდია. 1913 წლიდან იგი ანიჭებს ბედნიერებას მილიონობით ადამიანს 50-ზე მეტ ქვეყანაში და 1300-ზე მეტ მაღაზიაში.
სხვა სიახლეები
Leonidas-მა საქართველოში ასორტიმენტი გააფართოვა - მენიუში ცხელი შოკოლადი და ახალი პროდუქტები გამოჩნდა
26.11.2025.16:00