მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152
0.0064
flag
AZN 1.5871
-0.0005
flag
CNY 39.209
0.0078
flag
EUR 3.115
0.0067
flag
GBP 3.5707
0.0098
flag
KZT 57.48
0.0035
flag
TRY 0.0605
-0.0002
flag
USD 2.6981
-0.0008

Le Méridien Batumi ტურიზმის ეპიცენტრში – მზარდი მოთხოვნა, მრავალფეროვანი სერვისი, საერთაშორისო აღიარება და ჯილდოები

news image

Le Méridien Batumi, Marriott International-ის პრემიუმ ბრენდი, ზაფხულის ტურისტულ სეზონს აჭარაში გამორჩეული აქტივობითა და მაღალი დატვირთულობით ხვდება. სასტუმრო უკვე მყარად არის პოზიციონირებული როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი განთავსების ობიექტი როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტებისთვის.

მზარდი მოთხოვნა და დივერსიფიცირებული ბაზარი

როგორც სასტუმროს გაყიდვების დირექტორი ნონა შოთაძე Business Insider Georgia-სთან განმარტავს, ბათუმი დღეს უკვე ოთხსეზონიანი ტურისტული დანიშნულების ადგილი გახდა, რასაც მოწმობს სასტუმროს მაღალი დატვირთულობა მთელი წლის განმავლობაში.

„ძალიან აქტიური საზღვაო ტურისტული სეზონი გვაქვს. წლის ბოლომდე ვიზიტორთა რაოდენობა სავარაუდოდ 5 მილიონს გადააჭარბებს. უკვე 1.4 მილიონზე მეტია. 42%-ით გაზრდილია საერთაშორისო ფრენები, რაც პირდაპირ აისახება სასტუმროების დატვირთულობაზე“, 

Le Méridien Batumi სტუმრებს მასპინძლობს როგორც ადგილობრივი ბაზრიდან, ასევე საერთაშორისო ტურისტებიდან – განსაკუთრებით ისრაელიდან, თურქეთიდან, გალფის ქვეყნებიდან და ა.შ. 

საერთაშორისო აღიარება და ჯილდოები

Le Méridien Batumi თავისი მაღალი სტანდარტებითა და ინოვაციური მიდგომებით არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელი გახდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ხარისხს და ბრენდის გლობალურ რეპუტაციას.

Georgia’s Leading Hotel 2023 – გამარჯვებული კატეგორიაში საქართველოს წამყვანი სასტუმრო, World Travel Awards

Georgia’s Leading Hotel 2024 – კვლავ აღიარებულია ქვეყნის საუკეთესო სასტუმროდ, World Travel Awards

Golden Brand Award – პრემიუმ მომსახურების, მაღალი სტანდარტისა და მომხმარებელთა ერთგულების აღიარება, როგორც ბათუმის საყვარელი ზღვისპირა სასტუმრო
 

ინოვაციური სერვისები და ინტერიერის დიზაინ

Le Méridien Batumi-ის წარმატების საფუძველი მისი უნიკალური შეთავაზებები და ღირებულებებზე ორიენტირებული მომსახურებაა:

  • 105 ოთახი, რომელთა 80%-ს აქვს აივანი ზღვის ან ქალაქის ხედით
  • შიდა და გარე აუზები, სრულად აღჭურვილი სპა და ფიტნესცენტრი
  • ორიგინალური რესტორნები – ქართული და საერთაშორისო მენიუთი
  • რეგიონში გამორჩეული საკონფერენციო სივრცე ზღვისა და ქალაქის ხედებით (12-ე სართულზე)
  • კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებები: არტ-გამოფენები, ცოცხალი მუსიკა, სახელოვნებო აქტივობები ლობიში
  • ექსკლუზიური შესაძლებლობა სტუმრებისთვის – უფასო შესვლა ბათუმის მუზეუმებში.

„ეს არის ადგილი, სადაც დასვენება ემოციად იქცევა. ჩვენი სტუმრებისთვის განტვირთვა ხელოვნებასა და მაღალი კლასის კომფორტში ინაცვლებს,“ – განმარტავს შოთაძე.

 ზრდადი ტურისტული მაჩვენებლები და ეკონომიკური გავლენა

აჭარის ტურიზმის ზრდა უკვე აისახა სასტუმრო სექტორის შედეგებზე:

  • ზაფხულის სეზონზე საშუალო ღამისთევის ხანგრძლივობა 4-5 ღამემდე გაიზარდა;
  • დატვირთულობა 70-80%-ს აჭარბებს, განსაკუთრებით აგვისტოსთვის;
  • ფასები სეზონურად მორგებულია ბაზრის მოთხოვნაზე, რაც აძლიერებს შემოსავლიანობას;
  • აქტიური ღონისძიებები და ფესტივალები ზრდის რეგიონის მიმზიდველობას;

აჭარაში, ზღვის ტურიზმთან ერთად, მკვეთრად იზრდება მთის ტურიზმიც სადაც 25-ზე მეტი მარშუტია მიმდინარე წელს– ბოტანიკური ბაღი, დაცული ტერიტორიები, ჩანჩქერები და კულტურული ძეგლები უკვე ტურისტული მარშრუტების ნაწილი გახდა.

სასტუმროს განსაკუთრებული მიდგომა სერვისზე და დეტალებზე ორიენტაცია არის ის, რაც მას გამოარჩევს. დიზაინი სეზონურად იცვლება – ფერები, ინტერიერი და განწყობა, რაც სტუმრებს ყოველი ვიზიტისას ახალ გამოცდილებას სთავაზობს.

ასევე, სასტუმროს გამორჩეული ელემენტია ბრენდის ექსკლუზიური ქანდაკება – "დაბადება", რომელიც არქიტექტურულადაც ქმნის ემოციურ კავშირს.

"ეს არის ადგილი, სადაც დასვენება ემოციად იქცევა. აქ ადამიანი არ მხოლოდ კომფორტს, არამედ შთაგონებას იღებს,"

მცირე დროში Le Meridien Batumi გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სასტუმრო საქართველოში,  რომელიც არა მხოლოდ ადგილობრივ მოთხოვნას პასუხობს, არამედ ღირსეულად წარადგენს ქართულ ტურიზმს გლობალურ რუკაზე.

სწორედ ამიტომ არის Le Meridien Batumi დღეს ბათუმის ტურიზმის ეპიცენტრში – იქ, სადაც კომფორტი, ხელოვნება და ბიზნესმიმზიდველობა ერთიანდება.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ტრადიციული და გემოთი მდიდარი პასკები - Castello Mare-ს სააღდგომო ასორტიმენტი

03.04.2026.18:00

Castello Mare-ში წელს სტუმრებს ტრადიციულ სააღდგომო პასკებს ვთავაზობთ, რომლებიც გამოირჩევიან მდიდარი გემოთი , - ამის შესახებ Business Insider Georgia - ს სასტუმროს აღმასრულებელმა დირექტორმა, ზანდა მესხიძემ განაცხადა.

როგორია Castello Mare-ს სააღდგომო პასკების ასორტიმენტი წელს, რა ტიპის პასკებს სთავაზობთ მომხმარებელს?

Castello Mare-ში წელს სტუმრებს ვთავაზობთ ტრადიციულ სააღდგომო პასკებს, რომლებიც გამოირჩევა მდიდარი გემოთი, ნაზი ტექსტურითა და სადა, ელეგანტური გაფორმებით - ზუსტად ისეთი, როგორიც სააღდგომო სუფრას უხდება.

აღდგომის პერიოდი ჩვენს სასტუმროში ყოველთვის განსაკუთრებულად თბილი და საზეიმოა: ჯეჯილი, წითელი კვერცხები, საგანგებოდ მომზადებული პასკები და ის სადღესასწაულო ატმოსფერო, რომელსაც წლებია ერთგულად ვინარჩუნებთ. ჩვენთვის ეს მხოლოდ კულინარიული შეთავაზება არ არის - ეს არის ტრადიცია, ემოცია და სტუმრისთვის შექმნილი განსაკუთრებული გამოცდილებაა.

სწორედ ამიტომ, სააღდგომო დღეებში Castello Mare-ში სტუმრობა ბევრი ადამიანისთვის სასიამოვნო ტრადიციად იქცა.

რა ინგრედიენტებით და ტექნოლოგიით მზადდება თქვენი პასკები - იყენებთ თუ არა ტრადიციულ რეცეპტებს ან განსაკუთრებულ მეთოდებს?

ჩვენი პასკები მზადდება ტრადიციული ინგრედიენტებითა და კლასიკური სააღდგომო რეცეპტით. განსაკუთრებულობას მათ ანიჭებს არა მხოლოდ სწორად შერჩეული შემადგენლობა, არამედ მომზადებისადმი დამოკიდებულება - პროცესი, რომელსაც ჩვენი შეფ-კონდიტერი ჯეირან ცეცხლაძე თავისი კონდიტრებით განსაკუთრებული სიფრთხილით, გამოცდილებითა და გულით უძღვება.

პასკის მომზადება საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია საბოლოო შედეგი იყოს გამორჩეულად არომატული, გემოთი მდიდარი, დახვეწილი ტექსტურის და სწორედ ისეთი, როგორსაც ნამდვილი ტრადიციული პასკისგან ელიან. ეს არის გემო, რომელშიც იგრძნობა როგორც ხარისხი, ისე მზრუნველობა. ცალკე ისტორიაა ცომის მომზადების საკითხი, რომელიც მრავალ ეტაპიანია და ხანგრძლივ პროცესს მოიცავს.

რა ფასის დიაპაზონშია წარმოდგენილი პასკები და რა ზომის/წონის არჩევანია ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის?

წელს მომხმარებლებს შევთავაზებთ ორ ზომას: 1 კგ-სა და 1.3 კგ-იან პასკებს. ფასები განისაზღვრება დაახლოებით 35-40 ლარის ფარგლებში. ვფიქრობთ იდეალურია როგორც ოჯახური სუფრისთვის, ასევე სასაჩუქრედ სააღდგომო დღეებში.

არის თუ არა შესაძლებელი პასკების წინასწარი შეკვეთა და რა არხებით შეუძლიათ მომხმარებლებს მისი შეძენა?

დიახ, Castello Mare-ში სააღდგომო პასკებზე წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია. მომხმარებლებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ სოციალური ქსელების ან საკონტაქტო ნომრის მეშვეობით.

ვცდილობთ, შეკვეთის პროცესი მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული იყოს, რათა ყველამ შეძლოს სააღდგომო სუფრის წინასწარ დაგეგმვა და ჩვენი საფირმო პასკების დროულად შეძენა.

ცნობისთვის, Castello Mare აჭარაში, ციხისძირში მდებარეობს, ზღვის სანაპიროსთან ახლოს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა