მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
შაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7029.3
-0.0405
flag
AZN 1.5873
-0.0034
flag
CNY 37.706
0.0028
flag
EUR 3.1536
0.017
flag
GBP 3.6399
0.0124
flag
KZT 50.38
0.0006
flag
TRY 0.0658
-0.0002
flag
USD 2.6984
-0.0067

Le Méridien Batumi ახალი ტრადიციის საწყისში - კლასიკა, კულტურა და ქველმოქმედება ერთ სივრცეში

news image

28 აგვისტოს, ბათუმში, ზღვისპირა შთაგონებით სავსე სივრცეში, სასტუმრო Le Méridien Batumi, ბათუმის მერიასთან პარტნიორობით, უმასპინძლებს გამორჩეულ კულტურულ საღამოს. კლასიკური მუსიკის მაგიურ ატმოსფეროს შექმნიან გამოჩენილი ქართველი შემსრულებლები — სანდრო გეგეჭკორი და ლიზა რამიშვილი.

ეს საღამო მხოლოდ ხელოვნების ზეიმი არ არის — ის გულისხმობს თანადგომას და ჰუმანურ ღირებულებებს. მიღებული შემოსავალი გადაეცემა საქველმოქმედო კამპანიას „ანათე სითბოს“, რომელიც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მეშვეობით მხარს უჭერს მარტოხელა, ხანდაზმულ  ადამიანებს.

ღონისძიება ეძღვნება მათ, ვისაც ყოველდღიურობაში მეტი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდება.

Le Méridien Batumi, როგორც Marriott-ის ბრენდის წევრი და მდგრადი განვითარების აქტიური მხარდამჭერი, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ხელოვნება, გარემოზე ზრუნვა და სოციალური პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს ჰარმონიულად შერწყმული.

ღონისძიებას მხარს უჭერენ: ტოიოტა ბათუმი, ლუტეცია, პსპ, მარდი ჰოლდინგი, ისი პარი, გაგრა პლუსი და ჯეო ქარი — კომპანიები, რომლებსაც სჯერათ პოზიტიური ცვლილების ძალის.

ეს არ არის მხოლოდ ერთჯერადი ღონისძიება - Le Méridien Batumi იწყებს კულტურული საღამოების სერიას, რომელიც მომავალშიც გააგრძელებს კლასიკურ ხელოვნებასა და ქველმოქმედებას შორის ხიდის გაბმას.


ეს ინიციატივა აერთიანებს ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს, ვინც მზად არიან იყვნენ კულტურული ცხოვრებისა და ქველმოქმედების ნაწილი.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „როგორც მე მსურს“ – საკუთარი გზის შექმნის ისტორია „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ახალ ვიდეორგოლში

27.08.2025.11:55

„ჩემი გზა ისე სრულდება, როგორც მე მსურს“ - ამ მთავარი გზავნილით შექმნა  „ტოიოტა ცენტრიბათუმმა“ ახალი თაობის Land Cruiser Prado-ს საიმიჯო ვიდეორგოლი. ეს არის ისტორია, რომელიც Prado-ს შესაძლებლობებით იწყება იქ, სადაც სტანდარტული გამოცდილება სრულდება, რაც ხაზს უსვამს როგორც ავტომობილის გამძლეობას, ისე მომხმარებლის თავისუფალ არჩევანს.

ვიდეორგოლის მთავარი გმირი მთამსვლელია – ადამიანი, რომელიც სხვის კვალს არ მიჰყვება და თავად ქმნის საკუთარ გზას. პარალელურად, კადრებში ჩნდება Toyota Land Cruiser Prado, რომელიც ისეთივე შეუჩერებელი და გამძლეა, როგორიც თავად გმირი. 

https://www.youtube.com/watch?v=z8Zjx7yKDGw&t=1s

ვიდეოში განსაკუთრებული ადგილი მაღალმთიან აჭარას უკავია. აღსანიშნავია, რომ კადრების სრულყოფის მიზნით, სპეციალურად გადაღებისთვის 6-კილომეტრიანი გზა გაიყვანეს, რომელმაც თითოეულ სცენას საუცხოო ხიბლი შესძინა. კულმინაცია სოფელ ვერნებში ვითარდება – აჭარის უმაღლეს წერტილში, სადაც გმირები მიუწვდომელ გზას ასრულებენ. 

გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი: „ახალი თაობის Toyota Land Cruiser Prado არის უსაფრთხოების, სანდოობისა და გამძლეობის სიმბოლო. ვიდეორგოლში შევძელით, შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც აერთიანებს ბრენდის ღირებულებებს, ემოციასა და ჩვენს რეგიონთან დაკავშირებულ შთამბეჭდავ ისტორიას. მონაცვლე სიუჟეტი ქმნის იდენტობის განცდას – ერთი მხრივ, ადამიანის სულიერი სიმტკიცე, მეორე მხრივ კი, ავტომობილის შეუდრეკელი ძალა, რომლებიც ერთმანეთის პარალელურად ავსებენ მთის სირთულეებით სავსე გარემოს. ჩვენთვის ეს ბევრად მეტია, ვიდრე ავტომობილის დემონსტრაცია – ეს არის თავისუფლებისა და ნდობის სიმბოლო, რომელიც იქ იწყება, სადაც სხვებისთვის მთავრდება“.

ვიდეორგოლის უნიკალურობა ემოციურ თხრობასა და ავტომობილის ტექნიკურ სრულყოფილებას შორის სინქრონიზაციაშია. Land Cruiser Prado ახალი თაობის SUV-ის ეტალონია, რომელიც აერთიანებს უსაფრთხოებას, სანდოობასა და მრავალფეროვან, ინოვაციურ ფუნქციონალს. ძლიერი ჩარჩო, დახვეწილი ოფროუდ სისტემები და მაღალი კლირენსი Prado-ს შეუდარებელ დინამიკასა და მოქნილობას ანიჭებს, შესაბამისად, უნიკალურს ხდის როგორც ოფროუდზე, ისე გზატკეცილზე, რაც მძღოლს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და ნებისმიერი დაბრკოლება თავდაჯერებულად გადალახოს. აღსანიშნავია ავტომობილის განახლებული ინტერიერი, რომელიც თანამედროვე კომფორტის ახალ სტანდარტებს აყალიბებს და თითოეულ მგზავრობას განსაკუთრებულ გამოცდილებად აქცევს, როგორც ეს ვიდეორგოლშია წარმოჩენილი.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ მომხმარებლებს სთავაზობს სრულ მომსახურებას — ახალი ავტომობილის შეძენიდან დაწყებული, კონსულტაციებით, ტესტდრაივითა და მაღალი ხარისხის სერვისით დასრულებული. კომპანიის მიზანია, თითოეულ მომხმარებელს შეუქმნას ერთიანი სივრცე, სადაც თავისივე საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებულ გამოცდილებას მიიღებს, რათა საკუთარ გზას გაუდგეს ისე, როგორც მას სურს.

 

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა