მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.8
-0.0487
flag
AZN 1.5931
-0.0049
flag
CNY 39.244
-0.0176
flag
EUR 3.1402
-0.0081
flag
GBP 3.6286
-0.0122
flag
KZT 56.06
-0.0029
flag
TRY 0.061
-0.0003
flag
USD 2.7075
-0.0091

„ლაიმი“ ბათუმში ახალ ფილიალს ხსნის

news image

„ლაიმი“ ქალაქ ბათუმში ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს საკონდიტროს დამფუძნებელმა, ქრისტინე ბუბუნაშვილმა განუცხადა.

როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

ჩვენთვის მიმდინარე პერიოდი განსაკუთრებით აქტიური და მნიშვნელოვანი ეტაპია. კომპანია განვითარების ახალ ფაზაში გადავიდა - ვხსნით ახალ ფილიალს ბათუმში, რაც ჩვენს რეგიონულ გაფართოებასა და მომხმარებლებისთვის უფრო ხელმისაწვდომობას ნიშნავს.

ეს ნაბიჯი არა მხოლოდ გეოგრაფიულ ზრდას, არამედ ბრენდის პოზიციონირების გაძლიერებასაც ემსახურება, რადგან ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი და ტურისტულად დატვირთული ქალაქია საქართველოში.

როგორია ამჟამინდელი ასორტიმენტი - ხომ არ გაფართოვდა პროდუქციის ხაზი ან დაემატა ახალი პროდუქტები?

ბოლო პერიოდში ჩვენი ასორტიმენტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მომხმარებლის მოთხოვნებისა და ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებით, დავამატეთ ახალი პროდუქტები და გავამრავალფეროვნეთ არსებული ხაზები.

დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია მომხმარებელს შევთავაზოთ ბევრად უფრო ფართო არჩევანი, რაც მოიცავს როგორც პოპულარულ, ისე ახალ, ინოვაციურ პოზიციებს.

როგორ აფასებთ მომხმარებელთა ინტერესსა და მოთხოვნას - რამდენად მზარდია ტენდენცია?

მომხმარებელთან ინტერესი ჩვენს პროდუქტებზე სტაბილურად მზარდია. ეს ტენდენცია განსაკუთრებით იგრძნობა ბოლო პერიოდში, როდესაც ბაზარზე გაიზარდა მოთხოვნა ხარისხიან და მრავალფეროვან პროდუქციაზე.

რა სამომავლო გეგმები აქვს კომპანიას, განსაკუთრებით გაფართოებისა და
განვითარების მიმართულებით?

კომპანიის განვითარების სტრატეგია მოიცავს როგორც გეოგრაფიულ გაფართოებას, ისე პროდუქციისა და სერვისის მუდმივ გაუმჯობესებას. ბათუმში ფილიალის გახსნა ამ სტრატეგიის პირველი ეტაპია რეგიონული განვითარების მიმართულებით.

სამომავლოდ ვგეგმავთ:

• ასორტიმენტის კიდევ უფრო გაფართოებას;
• მომხმარებელზე მორგებული სერვისების დანერგვას;
• ლოგისტიკისა და ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაციას, რათა პროდუქცია უფრო სწრაფად და ეფექტურად მივაწოდოთ მომხმარებელს.

ჩვენი მიზანია, კომპანია ეტაპობრივად ჩამოყალიბდეს როგორც ერთ-ერთი ყველაზე ფართო არჩევანის მქონე და მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი ქვეყანაში.

ინფორმაციისთვის: საკონდიტროს მისამართებია: თბილისი, ბახტრიონის ქ. N11 ბ და აბაშიძის ქ. N35. სამუშაო საათებია ყოველდღე 10:00–22:00.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „არ გადაყარო, ჩააბარე!“ - „თეგეტა მოტორსის“ გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში

26.03.2026.13:16

„თეგეტა მოტორსი“ „ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღეს“ უერთდება და 30 მარტიდან გარემოსდაცვით კამპანიას - „არ გადაყარო, ჩააბარე!“ - ამჯერად ბათუმში იწყებს. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, საავტომობილო ნარჩენები - აკუმულატორი, საბურავი და ზეთი - სპეციალურ პუნქტში მიიტანონ. ჩაბარების პუნქტი  „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ფილიალის ტერიტორიაზე (იური გაგარინის ქ. 1) 30 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით (ორშაბათი-შაბათი: 10:00-18:00 საათი, კვირა: 10:00-16:00 საათი) მოეწყობა. 

მოქალაქეები, რომლებიც  გარემოსდაცვით კამპანიაში ჩაერთვებიან, კომპანიისგან  სპეციალურ შეთავაზებებსა და სიმბოლურ საჩუქრებს მიიღებენ. რაც შეეხება ჩაბარებულ საავტომობილო ნარჩენებს, შეგროვებული მეორადი აკუმულატორების, საბურავებისა და ზეთების ლიცენზირებულ გადამმუშავებელ ქარხნებამდე ტრანსპორტირებასა და ტექნიკური რეგლამენტით გადამუშავებას „თეგეტა გრინ პლანეტი“  უზრუნველყოფს.

„თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი„კამპანია „არ გადაყარო, ჩააბარე!“ გასულ წელს დავიწყეთ. ინიციატივას თბილისსა და ქუთაისში დიდი დაინტერესება მოჰყვა და გადავწყვიტეთ, კამპანია კიდევ უფრო მასშტაბური გაგვეხადა. ამჯერად ჩაბარების პუნქტი ბათუმში მოეწყობა.

გარემოზე ზრუნვა წლებია, ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და ამ კუთხით მომხმარებლებს არაერთ საინტერესო ინიციატივას ვთავაზობთ. გარემოს დაცვა „თეგეტა მოტორსის“ კულტურისა და ბიზნესოპერაციების განუყოფელი ნაწილია. კომპანია, „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში საავტომობილო სპეციფიკური ნარჩენების გადამუშავებაზე მუშაობს“.

„თეგეტა მოტორსი“, როგორც გარემოზე მზრუნველი კომპანია, „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად, წლებია, ხელს უწყობს საავტომობილო ნარჩენების ეფექტიან მართვასა და ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავებას, რის შედეგადაც  ბოლო სამი წლის განმავლობაში 18 ათას ტონაზე მეტი საავტომობილო ნარჩენი გადამუშავდა. „თეგეტა გრინ პლანეტს“ საქართველოს მასშტაბით საავტომობილო ნარჩენების ჩაბარების 45 პუნქტი აქვს გახსნილი.

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „თეგეტა გრინ პლანეტის“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად საავტომობილო ნარჩენების საქართველოს მასშტაბით სწორად მართვაა.„თეგეტა მოტორსთან“ ერთად, წლებია, შესაბამისი ბიზნესპრაქტიკების დამკვიდრებას ვცდილობთ კომპანიის შიგნით და ამ შესაძლებლობას  ჩვენს პარტნიორებსაც ვაძლევთ. პარალელურად, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ.

გვიხარია, რომ გარემოსდაცვით აქტივობებში მოქალაქეები აქტიურად ერთვებიან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ კამპანიით - „არ გადაყარო, ჩააბარე!“ - მთელი საქართველო მოგვეცვა. ბათუმი მხოლოდ ერთ-ერთი ეტაპია - გარემოსდაცვითი აქტივობებით სხვა  ქალაქებსაც ვეწვევით. გვჯერა, რომ გარემოზე ერთად უკეთესად ვიზრუნებთ“.

სწორედ გარემოზე ზრუნვის წასახალისებლად კამპანიაში ჩართული პირები, რომლებიც 30 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით ბათუმში „თეგეტა გრინ პლანეტის „ჩაბარების პუნქტში მიიტანენ და ჩააბარებენ აკუმულატორებს, საბურავებს ან/და ზეთებს, „თეგეტა მოტრსისაგან“  მიიღებენ:

  • 25%-იან ქეშბექს თეგეტას ბარათზე საავტომობილო პროდუქტების სრულ ასორტიმენტზე (საბურავები, აკუმულატორები და ზეთები)
  • „თეგეტა გრინ პლანეტის“ ბრენდირებულ საჩუქრებს, რომლებიც თეგეტას კამპანიების ბანერების გადამუშავებით დამზადდა
  • ყველაზე მეტი აკუმულატორის/საბურავის ჩამბარებელი კი „თეგეტა მოტორსის“ 300-300-ლარიანი ვაუჩერებით დასაჩუქრდება

ადგილზე მისულ სტუმრებს ასევე დახვდებათ „თეგეტა მოტორსის“ იმ ბრენდების პროდუქტების სტენდი, რომლებიც წარმოებისას გარემოზე ზრუნვის კომპონენტს ითვალისწინებს, მათ შორის არის  VartaPetronas, Bridgestone. 

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500000-მდე საცალო და 35000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა