მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

ქვეყანაში ადრეული გაფრთხილების სისტემების სრულყოფილი გამართვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია - ოთარ შამუგია

news image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ფინეთის ელჩმა სამხრეთ კავკასიაში კირსტი ნარინენმა და ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული რისკებისა და კატასტროფების შემცირების, ასევე, წყლის რესურსებისა და ჰაერის ხარისხის მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

„ქვეყანაში ადრეული გაფრთხილების სისტემების სრულყოფილი გამართვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია; ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა წლებია მიმდინარეობს. ფინეთის მეტეოროლოგიურ ინსტიტუტთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება. აუცილებელია, რაც შეიძლება მოკლე დროში შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც მაქსიმალურად დააზღვევს კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეულ რისკებს. საქართველომ გასულ წელს მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად მუშაობს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმართულებით. ამ პროცესებში ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შეხვედრაზე მინისტრმა ყურადღება გაამახვილა წყლის რესურსების მართვის, ასევე, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მიმართულებით ქვეყნის მიერ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე. ოთარ შამუგიამ ფინურ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც ფინეთის ელჩმა სამხრეთ კავკასიაში კირსტი ნარინენმა განაცხადა, ფინეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, სადაც გარემოსდაცვითი საკითხები მნიშვნელოვან როლს ასრულებს და მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ქვეყანას დასახული მიზნების მიღწევაში.

შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image განჯინა - ბებიის ინსპირაციით შექმნილი ბიზნესი

13.03.2026.18:16

ბავშვობა ბებიის გარეშე წარმოუდგენელია. ხშირად, სწორედ ბებიები არიან ის ადამიანები, რომლებიც უპირობო სიყვარულითა და უკომპრომისო ერთგულებით გვაჯილდოებენ. წლევანდელი საგაზაფხულო კამპანია საქართველოს ბანკმა ბებიებს მიუძღვნა.

ცხადია, ეს კამპანია ნოსტალგიური გემოს გარეშე ვერ ჩაივლიდა, ამიტომაც საკონდიტრო ბრენდ განჯინას დამფუძნებელს, სოფო ჩიქოვანს ვესაუბრეთ. კამპანიის ფარგლებში, ის სტუმრებს განსაკუთრებულ სიახლეს შესთავაზებს – ბავშვობის მონატრებული გემოს, ატმის ნამცხვრის დაგემოვნება განჯინაში მხოლოდ მარტის თვეში იქნება შესაძლებელი. ასევე, თუ განჯინას 31 მარტის ჩათვლით ეწვევით, 10-ჯერ მეტი PLUS ქულა დაგერიცხებათ PLUS ბარათით გადახდისას.

გემო და მეხსიერება

სოფო გვიყვება, რომ ბავშვობასთან ყველაზე მეტად დესერტები, განსაკუთრებით კი ბებიის რეცეპტები აკავშირებს. დღემდე ვერ ივიწყებს ბებიის მომზადებულ ვანილის ტორტს შოკოლადის გედებით და ნამცხვარს სახელად ატმები, რომელსაც მისთვის განსაკუთრებით ნოსტალგიური გემო აქვს. ცხობის მიმართ მისი განსაკუთრებული სიყვარულიც ბებიის მიერ მომზადებულ ნუგბარს უკავშირდება.

მარტის თვეში სოფო ბავშვობის გემოებს განჯინაში გაგვიზიარებს. ბებიის რეცეპტით მომზადებული ატმებით სტუმრებისთვის იმ ზრუნვის, სიყვარულისა და სითბოს გაზიარებას ეცდება, რომელიც მისთვის ამ დესერტთან ასოცირდება. ნუგბარი ნოსტალგიურ გემოსთან ერთად უნივერსალურობითაც გამოირჩევა.

როგორც სოფოსგან შევიტყვეთ, დღეს მსოფლიოში და უკვე საქართველოშიც ძალიან პოპულარულია ე.წ. კორპუსიანი, ანუ რეალისტური დესერტები, რომლებიც ვიზუალურად ნამდვილ ხილს ჰგავს, შიგნით კი ბისკვიტის, კრემისა და მუსის რთულ კომპოზიციას მალავს. განჯინაში მსგავსი ტექნიკით შექმნილი რამდენიმე ნუგბარი უკვე აქვთ, ახლა კი მათ რიგებს ტრადიციული ატმებიც შეუერთდება.

“რაც თავი მახსოვს, ბებიაჩემი ამ ნამცხვარს სულ ამზადებს და ეს გემო მასთან ერთად გატარებულ ძვირფას დროს მახსენებს. გვინდოდა, ეს ემოცია სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა. დარწმუნებული ვარ, ატმები უფროს თაობას ბავშვობის ტკბილ ნოსტალგიას გაუღვიძებს, ახალგაზრდებს კი თავისი ტრენდულობითა და გამორჩეული ვიზუალით მოხიბლავს”, – აღნიშნავს განჯინას დამფუძნებელი.

განჯინას შესახებ

განჯინა საკონდიტრო ბრენდია, რომლის ისტორიაც პანდემიის პერიოდიდან იწყება. სოფო ჩიქოვანი პანდემიამ მიახვედრა, რომ ცხობა საყვარელ საქმიანობასთან ერთად, დიდი პოტენციალის მქონე პროფესიადაც შეეძლო ექცია. პირველივე ნაბიჯებიდან მხარში დედა ედგა და ზუსტად ამიტომ, არასდროს დაუკარგავს იმის რწმენა, რომ ყველაფერი გამოუვიდოდა.

ღუმელის საყიდლადაც მე და დედა ერთად წავედით ლილოში. ვიყიდეთ 120-ლარიანი ღუმელი და განჯინას ისტორიაც ამ ღუმელით დაიწყო“, – იხსენებს განჯინას დამფუძნებელი, სოფო ჩიქოვანი.

სულ მალე განჯინა ძალიან პოპულარული გახდა. ბიზნესის ზრდისთვის ფეხი რომ აეწყო, სოფომ გადაწყვიტა, ესპანეთში, კერძოდ კი ბარსელონაში, საუკეთესო საკონდიტრო უნივერსიტეტში ჩაებარებინა.

“სპეციალურად ამისთვის ესპანური ენა სამ თვეში ვისწავლე და უნივერსიტეტში ჩავაბარე. იქ 1 წელი ვსწავლობდი და ამ პერიოდის განმავლობაში განუწყვეტლივ თბილისში ჩამოსვლასა და საკუთარი საკონდიტროს გახსნაზე ვფიქრობდი”, – ამბობს სოფო

დღესდღეობით განჯინა მზარდი ბიზნესია, რომელსაც 25 ადამიანისგან შემდგარი გუნდი აძლიერებს. ბრენდის უკან ძირითადად ქალები დგანან, რომლებიც ძალას არ იშურებენ, რათა საკონდიტრო გამორჩეული დესერტებით ყოველდღიურად დახუნძლონ.

განჯინას სამომავლო გეგმები

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ სიახლეებისა, რომლებსაც განჯინა მიმდინარე წელს გვპირდება. სოფო აღნიშნავს, რომ სულ მალე ბრენდი სტუმრებს ახალ ფილიალში მიიღებს, სადაც მათ ახალი გემოებითაც გაუმასპინძლდებიან. ამასთან, წლის განმავლობაში განჯინას ტკბილეულის გასინჯვა სხვადასხვა pop-up კუთხეშიც იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სოფოს ოცნებაა, განჯინა ესპანეთის რომელიმე ქალაქშიც გახსნას და უგემრიელესი დესერტები ადამიანებს საზღვრებს გარეთაც გააცნოს. მას სჯერა, რომ ეს ჩანაფიქრი ადრე თუ გვიან ხორცს შეისხამს და ჟინი, ისევე როგორც ადრე, მომავალშიც ყველაფერს შეაძლებინებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა