სახლის შეძენისათვის ახლა საუკეთესო პერიოდია - რა შეთავაზებები მოქმედებს პროექტში „m² მთაწმინდის პარკთან“
„m² მთაწმინდის პარკთან“ ოქროყანაში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება. ახალი პროექტი მოიცავს 6 ხუთ სართულიან შენობას, სხვადასხვა დაგეგმარების სახლებით, ეზოებით, ტერასებითა და დუპლექსებით.
პროექტი გათვლილია მათთვის, ვისაც უფრო მეტ სიმწვანესა და სიმშვიდეში სურთ ცხოვრება, ვინც უპირატესობას ანიჭებს საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების სიჯანსაღესა და კეთილდღეობას. „m² მთაწმინდის პარკთან“ დასვენების, სიმყუდროვის და „საკუთარი ცხოვრებით ცხოვრების“ ადგილია.
როგორც გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას m²-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიტა კიკნაძემ განაცხადა, ამ დროისათვის პროექტში უძრავი ქონების მსურველთათვის საკმაოდ კარგი შეთავაზებებია, მოქმედებს აქციაც.
„m² მთაწმინდის პარკთან თავისუფლების მოედნიდან 13 წუთის სავალზე, მთაწმინდის პარკის მიმდებარედაა. კომპლექსი 6 ცალ ხუთ სართულიან შენობას მოიცავს, სხვადასხვა დაგეგმარების სახლებით, ეზოებით, ტერასებითა და დუპლექსებით. თითოეული სახლიდან განსაკუთრებული, პანორამული ხედი იშლება.
პროექტი გათვლილია მათთვის, ვისაც უფრო მეტ სიმწვანესა და სიმშვიდეში სურს ცხოვრება. კომპლექსში მოეწყობა ეზო და გამწვანებული სარეკრეაციო ზონა, ბავშვებისათვის გასართობი სივრცე, ხოლო მათთვის, ვისაც სურს სისტემატურად მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს, განთავსდება სავარჯიშო დარბაზი.
ფუნიკულიორის საბაგიროსთან მარტივად წვდომისთვის მაცხოვრებლებს მოემსახურებათ ელექტრომობილი.
კომპლექსში სახლის შეძენისათვის ახლა საუკეთესო პერიოდია, რადგან დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ როგორც 30%-მდე ფასდაკლებას ერთიანი გადახდისას, ასევე გრძელვადიან შიდა განვადებას წინასწარი შენატანის გარეშე“, - აცხადებს მარიტა კიკნაძე.
კომპლექსის მაცხოვრებლებისთვის აქ განთავსდება სავარჯიშო დარბაზი, სადაც ექნებათ შესაძლებლობა სისტემატიურად მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს.
პროექტის მახასიათებლები:
• ტერიტორიის საერთო ფართობი - 20,000 კვ.მ.
• კორპუსების რაოდენობა - 6
• სართულების რაოდენობა - 5
• სახლების რაოდენობა - 190
• მიწისქვეშა ავტოსადგომების რაოდენობა - 212
• კომპლექსი აღჭურვილი იქნება სახანძრო წყლის და სასმელი წყლის ავზებით, ასევე, გენერატორით, რომელიც უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების
სისტემების, სახანძრო წყლის ტუმბოების, ლიფტების, პარკინგის, სადარბაზოების, საზოგადოებრივი სივრცის და ტერიტორიის საევაკუაციო და ავარიულ განათებას.
• კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ენერგოეფექტურობა, რაც დაგიზოგავთ კომუნალურ გადასახადებს.
• კომპლექსში დაცული იქნება მისაწვდომობის საერთაშორისო სტანდარტი.
კომპლექსის მომსახურება:
• კომპლექსის მენეჯერი
• 24 საათიანი დაცვა
• დასუფთავება
• გამწვანების მოვლა
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
16.07.2025.18:00
ლოგისტიკური კომპანია ULC terminal - იუ ელ სი ტერმინალ-ი საკუთარ ინფრასტრუქტურას აფართოებს. როგორც Business Insider Georgia-სთან ULC terminal-ის დირექტორმა და ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი ჯანყარაშვილმა განაცხადა, გაფორმების ეკონომიკური ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საწყობის მშენებლობა, რომელიც საქართველოს ბანკის დახმარებით ხორციელდება, აქტიურ ფაზაში გადავიდა.
„სამშენებლო პერიოდი რამდენიმე თვეს გასტანს და წლის ბოლომდე აუცილებლად დასრულდება. პროექტს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ვახორციელებთ და არსებული გათვლებით ინვესტიციის მოცულობა 10 მლნ ლარამდეა. პროექტი 10 000 კვ/მ-მდე სივრცის მშენებლობას ითვალისწინებს და გააერთიანებს სასაწყობე მეურნეობას, საბაჟო საწყობს, კომერციულ და საოფისე ფართებს“, - აცხადებს გიორგი ჯანყარაშვილი.
კომპანიის თანადამფუძნებლის განმარტებით, პროექტის განხორციელების შემდეგ, ULC terminal-ის ტვირთბრუნვა 30-40%-ით გაიზრდება და ლოგისტიკური კომპანია უფრო მეტი ტვირთის მომსახურებას შეძლებს. ახალი საწყობის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, კომპანიაში დამატებით 25 ადამიანის დასაქმება მოხდება.
გიორგი ჯანყარაშვილი აცხადებს, რომ ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე ქვეყანაში მოთხოვნა გაზრდილია და ULC terminal-ის მაგალითზე ზრდა 20%-მდეა. მისივე თქმით, გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად ტარიფების ზრდა არ მომხდარა.
„ქვეყანაში მსგავსი ტიპის სერვისებზე მოთხოვნა გაზრდილია. ზრდა არის დაახლოებით 15-20%-ი. ტარიფებს რაც შეეხება, იგივეა რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გვქონდა. სასაწყობე მეურნეობები შენდება და ვითარდება და შესაბამისად კონკურენცია იზრდება. ფასების ზრდას ჯერჯერობით არ განვიხილავთ“, - ამბობს ჯანყარაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ULC terminal-ის საკუთრებაშია 3,5 ჰა ტერიტორიაა და რომლის ათვისებაც A კლასის სასაწყობე მეურნეობების მშენებლობით ეტაპობრივად ხდებოდა. ULC Terminal-ის საბაჟო საწყობით სარგებლობა შეუძლიათ როგორც საერთაშორისო გადამზიდ კომპანიებს ასევე კერძო კომპანიებს რომლებიც ახორციელებენ ტვირთის იმპორტ/ექსპორტის და რეექსპორტის პროცედურებს, ასევე საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებს საქართველოს ტერიტორიაზე.
როგორც ULC terminal-ის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანიის შექმნის მიზანი არსებულ ბაზარზე მომსახურების დონის ამაღლება, ევროპული სტანდარტის დანერგვა და ერთგვარი ჰაბის შექმნაა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის ტვირთბრუნვის გაზრდას და გაამარტივებს ურთიერთობას გადამხდელსა და სახელმწიფოს შორის.
სასაწყობო მეურნეობა საშუალებას იძლევა დამუშავდეს ყველა ტიპის და სირთულის როგორც საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ასევე კომერციული დანიშნულების ტვირთები და განხორციელდეს ყველა სახის საბაჟო პროცედურა.