მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7108.6
0.0142
flag
AZN 1.6078
-0.0013
flag
CNY 38.038
0.0012
flag
EUR 3.0861
-0.0123
flag
GBP 3.6838
-0.0089
flag
KZT 53.79
0.0036
flag
TRY 0.0699
-0.0001
flag
USD 2.7342
-0.0007

„ყველაფერი საკუთარი ხელით შევქმენით“ – კიკეთის ფერმა 1 ივნისს საქართველოს ბანკის კამპანიაში ერთვება

news image

თბილისიდან სულ რაღაც 25 კილომეტრში, ტყის პირას, კიკეთის ფერმა დედაქალაქისგან მოწყვეტის, ბუნებასთან სიახლოვისა და სუფთა ჰაერზე დასვენების მსურველებს უკვე ორ წელზე მეტია, მასპინძლობს. თუმცა ფერმის ისტორია წინასწარ გამზადებული ბიზნეს გეგმით არ დაწყებულაყველაფერი ერთმა ადამიანურმა სურვილმა განაპირობა:

ფერმის იდეა დაიბადა ფიქრიდან, ჩვენს ოჯახებთან ერთად, თბილისთან ახლოს, დრო სასიამოვნოდ და საინტერესოდ გაგვეტარებინა. ვფიქრობთ, შევძელით ამ სურვილის ასრულებადღეს არა მარტო ჩვენ, არამედ ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია იპოვოს საინტერესო აქტივობა ფერმაში“, – ამბობს ანა მოსიაშვილი, კიკეთის ფერმის სახელოსნოს თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი.

ფერმა წლიდან წლამდე განვითარდა და მულტიფუნქციურ, სარეკრეაციო, კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცედ გადაიქცა. აქ, ბუნებასთან ჰარმონიაში ერთდროულად ფუნქციონირებს მარანი, სახელოსნოები, თავლა, ოდა სახლების კომპლექსი, კაფე და სხვა ფერად-ფერადი, შთამაგონებელი სივრცეები. მართალია, ფერმა განვითარდა, თუმცა მისი ფილოსოფია უცვლელი დარჩარაც გარემოს პატივისცემით, ეკოტურიზმის ხელშეწყობითა და ადამიანების, განსაკუთრებით კიბავშვების ბუნებასთან დაახლოებით გამოიხატება.

ჩვენ ყველაფერი საკუთარი ხელით შევქმენით, არავისთვის დაგვიკვეთავს ფერმის აშენება წინასწარ გამზადებული გეგმით. რაც მთავარია, დღესაც ვცდილობთ, ასე მივყვეთ პროცესს“, – ამბობს ანა და ამატებს: „როდესაც საკუთარი საქმე გიყვარს და სრულად ხარ მასში ჩართული, მომხმარებელიც უფრო მეტ სიამოვნებას იღებს და ჩვენგან დადებითი ენერგიით ბრუნდება სახლში.“

ფერმა განსაკუთრებულად ოჯახურ გამოცდილებაზეა ორიენტირებული. „ჩვენი სისტემა ოჯახებზეა მორგებული. ფერმაში როგორც ბავშვებს, ისე ზრდასრულებს არაერთ საინტერესო აქტივობაში ჩართვა შეუძლიათ.თუმცა, კიდევ ბევრი სურვილი და მიზანი გვაქვს ამ კუთხით და ნელნელა, იმედია, ყველაფერს მოქმედებაში მოვიყვანთ”, — ამბობს ანა.

ამ იდეის გაგრძელებაა 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებული ინიციატივაკიკეთის ფერმა საქართველოს ბანკის კამპანიას შეუერთდა და Ads მენეჯერით ოჯახებისთვის სპეციალური შეთავაზებები შექმნა.

ყოველი დღე ბავშვებს ეკუთვნით, თუმცა პირველ ივნისს განსაკუთრებით ავღნიშნავთ ხოლმე. საქართველოს ბანკი ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო პროექტებით, შესაბამისად, გადავწყვიტეთ, ბავშვებს ზღაპრული დღე ერთად შევუქმნათ ”, — ამბობს ანა.

ფერმამ Ads მენეჯერით sCool Card-ის მფლობელებისთვის 30%-იან ქეშბექის (მაქსიმუმ 20 ლარამდე), ხოლო PLUS მომხმარებლებისთვის 20%-იან ქულების ქეშბექის (მაქსიმუმ 25 ლარამდე) შეთავაზებები შექმნა, ხარჯებს კი სრულად ბანკი აფინანსებს.

Ads მენეჯერი საქართველოს ბანკის ციფრული პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას, შექმნან შეთავაზებები და გამოაქვეყნონ ისინი ბანკის მობილბანკში, sCoolApp-ში და offers.bog.ge-ზე – 1.6 მილიონამდე მომხმარებლისთვის

ვფიქრობთ, რომ ამ შეთავაზებით მეტ ადამიანს დავაინტესებთ. ისინი უფრო ახლოს ეზიარებიან ხელოვნებას და შეიგრძნობენ ბუნების ძალას, რაც ყოველთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად“, – ამბობს ანა.

ფერმაში 1 ივნისს რამდენიმე განსაკუთრებული აქტივობაა დაგეგმილიკერამიკის ვორკშოფი, არქეოლოგიური პროგრამა მოზარდებისთვის და ჭილოფის ქუდების გაფორმების ვორკშოპი ბავშვებისა და უფროსებისთვის. როგორც ანა ამბობს, „ფანტაზიას საზღვარი არ აქვს და 3 წლიდან ზემოთ ნებისმიერი მსურველი, ბავშვი თუ დიდი, შეძლებს საკუთარი ქუდი გააფორმოს”.

რაც მთავარია, კიკეთის ფერმა მომავალშიც განვითარდება. „ჩანაფიქრი დიდია, მთავარია, შევძლოთ საკუთარი ძალებით განხორციელება. თუმცა მჯერა, როცა გულით მოინდომებ და იშრომებ, ყველაფერი გამოვა”, — დასძენს ანა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბიზნეს ლაუნჯი პირველ ეტაპზე 70 მგზავრზე იქნება გათვლილი - ლევან მოსეშვილი

29.05.2025.19:00

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში VISA-ს ბიზნეს ლაუნჯი მგზავრებს დეკემბრიდან უმასპინძლებს. როგორც რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა, აეროპორტში ლაუნჯი 270 კვ/მ ფართობს დაიკავებს და VISA-ს ფერებში იქნება დაბრენდილი.
 
როგორც მოსეშვილმა განმარტა, თუ კი აქამდე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მოიაზრებოდა, როგორც „ლოუკოსტ“ აეროპორტი, ბიზნეს ლაუნჯი უკვე მას მეორე სიცოცხლეს შესძენს.
 
„რამდენიმე დღის უკან ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბიზნეს ლაუნჯის განვითარებასთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასოცირდებოდა, როგორც დაბალბიუჯეტიანი მგზავრების მომსახურე აეროპორტი. ბიზნეს ლაუნჯის დაანონსება კი აეროპორტისთვის ეს უკვე მეორე სიცოცხლეა და ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს. სტატუსის ამაღლებაა. ახალი ეპატია.
 ლაუნჯის მოწყობაზე ჩვენ ხელი მოვაწერეთ საერთაშორისო პარტნიორ VISA-თან. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბიზნეს ლაუნჯი 270 კვ/მ-ზე იქნება განთავსებული და ასევე, დაბრენდილი იქნება VISA-ს ფერებში. ის ასევე ქართული ეთნო ელემენტებით იქნება გაფორმებული. მინიმალისტურ სტილში იქნება, რომელიც მომსახურებას გაუწევს ბიზნეს მგზავრებს.  სერვისებს გავწევთ ჩვენი სტაფით. მინდა ასევე აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ნებისმიერ მგზავრს, რომელსაც ექნება Visa Platinum ბარათი სრულად უფასოდ შეძლებს ამ სერვისებით სარგებლობას. მოთხოვნაც იყო მგზავრებისგან, ხშირად მოგზაური პირებისგან, რომ არ ჰქონდათ შესაბამისი სივრცე, არ ჰქონდათ შესაბამისი რეკრეაციული ადგილი, სადაც შეძლებდნენ დასვენებას, ან საქმიანი შეხვედრების გამართვას. ველოდებით, რომ ლაუნჯში პირველ მგზავრებს დეკემბერში მივიღებთ. ბიზნეს ლანჯის გახსნა დაანონსებულია სწორედ 2025 წლის დეკემბერში. ჩვენს ბიზნეს პარტნიორთან Visa-სთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე, რომ რაც შეიძლება მალე ეს სივრცე მივიღოთ და ახალი სერვისები შევთავაზოთ ჩვენს მგზავრებს და კმაყოფილები გავუშვათ. იმის სურვილი ჰქონდეთ, რომ ჩვენს აეროპორტში კვლავ დაბრუნდნენ“, - აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.
 
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საწყის ეტაპზე ლაუნჯი 70 მგზავრზე იქნება გათვლილი, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში განიხილება მისი კიდევ უფრო განვითარება.
 
„დიდი ხანი ვმუშაობთ ჩვენს გუნდთან ერთად. დიდი ხანი მიმდინარეობდა სწორი კონცეფციის შერჩევა. საკმაოდ ლამაზი და ტევადი სივრცე იქნება. პირველ ეტაპზე 70 მგზავრზე იქნება გათვლილი. რეალურად 70 მგზავრი კარგი მაჩვენებელი იქნება პირველ ეტაპზე, მოთხოვნა თუ იქნება შემდეგ ვიზრუნებთ გაფართოებაზე“, - აცხადებს ლევან მოსეშვილი.
 
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა აეროპორტს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს, რაც საშუალებას მისცემს მოიზიდოს სრული სერვისის მქონე ავიაკომპანიები, ამავდროულად დააკმაყოფილოს განსხვავებული ხასიათისა და მოთხოვნის მქონე მგზავრების სურვილებიც.
სივრცეში ძირითადად აქტიური ფერებისა და მშვიდი ხის ტექსტურის შერწყმა იქნება წარმოდგენილი. სივრცე დაყოფილი იქნება რამდენიმე ზონად: მოსასვენებელი, საბავშვო სივრცე, სამუშაო და კვების ზონა, რაც აეროპორტის მგზავრებს შესაძლებლობას მისცემს, დრო გაატარონ მათი საჭიროებებისა და განწყობას შესაფერისად.
ლაუნჯის ინტერიერის თემატიკა ლოკალურ ნარატივზე იქნება აგებული. კედლებზე წარმოდგენილი იქნება შუქ-პროექციები არგონავტების შესახებ მითოლოგიიდან, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ქუთაისის, როგორც ისტორიული ქალაქის, იდენტობას. მოცემული დეტალები ოდნავ მინიმალისტურად, მაგრამ ემოციურად მოქმედებს მგზავრზე და ქმნის კავშირს ადგილსა და ისტორიას შორის.
პროექტის საინვესტიციო ღირებულებაა მილიონ ლარზე მეტია. VISA-ს პრემიუმ კატეგორიის ბარათების მქონე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს, ლაუნჯით სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ.
 
 
 
 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა