ყველაფერი, რაც მასშტაბური AI სამიტის - Change Inspire-ის შესახებ უნდა იცოდეთ
ტექნოლოგიური სცენა, რომელიც გლობალურ ტრენდებსა და ადგილობრივ ინოვაციებს აერთიანებს — სწორედ ასე შეიძლება მოკლედ შევაფასოთ Change Inspire, ტექ. კონფერენცია, რომელიც ნიშური შეხვედრიდან საქართველოსა და რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ მოვლენად იქცა. წელს ღონისძიების Game Changer პარტნიორი საქართველოს ბანკია — ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც AI ინოვაციების მხარდამჭერია და მას ბიზნესის ტრანსფორმაციისთვისაც აქტიურად იყენებს.
Change Inspire კი უკვე მეექვსედ იმართება და კიდევ ერთხელ გვპირდება, რომ იქნება ადგილი, სადაც ინოვატორები შეხვდებიან ერთმანეთს,გაცვლიან გამოცდილებას და ერთად უპასუხებენ შეკითხვას — როგორი უნდა იყოს ტექნოლოგიური პროგრესი რეალურ სამყაროში.
2025 წლის კონფერენციის მთავარი თემა — „AI ჩემპიონთა ლიგა“ — ყურადღებას ამჯერად სრულად ხელოვნურ ინტელექტზე ამახვილებს. სცენაზე კი ერთმანეთს გლობალური და ადგილობრივი კომპანიების ლიდერები შეხვდებიან.
და მაინც, რა დაგხვდებათ Change Inspire-ზე? ამას ამ ბლოგით გაიგებთ.
რა არის Change Inspire?
Change Inspire — საქართველოს ყველაზე მასშტაბური ტექ კონფერენციაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება და ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და ბიზნესის გადაკვეთის წერტილებზე კონცენტრირდება. ღონისძიება HT Solutions-ის ორგანიზებით ტარდება და წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება. წელს კონფერენციაზე 40-ზე მეტ სპიკერსა და 600-ზე მონაწილეს ელოდებიან.
საქართველოს ბანკის რვა სპიკერი სცენაზე
საქართველოს ბანკი წელს რვა გამომსვლელით წარსდგება, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას ფართო აუდიტორიას გაუზიარებენ და მიმოიხილავენ, როგორ ეხმარება AI ბიზნესის ზრდას, ეფექტიანობას თუ ციფრულ ტრანსფორმაციას.
საქართველოს ბანკის სპიკერები იქნებიან
• ვაჟა მანტუა – Where BoG Tech Strategy Meets AI
• მიხეილ ნადარეიშვილი – Disrupting Ourselves through AI: the Case of Bank of Georgia
• ედგარ ბრუტიანი – Human-Led, AI-Powered: Inside Our Generative AI Integration Journey
• თამარ გრიგალაშვილი, ნიკა ჭონიშვილი & ალექსანდრ ბერნადსკი (AWS) – Elevating Customer Support Productivity with GenAI
• ალექსანდრე ხორბალაძე – AI Code Reviewer
• ნინო სასანია – The Power of Data Literacy
• გიორგი მერკვილაძე – Enterprise Data Repository
სამი სცენა
კონფერენცია რამდენიმე სცენას აერთიანებს— თითოეული სხვადასხვა სიღრმესა და ინტერესს ეხმიანება:
Champions Stage - ბიზნესის ლიდერების სცენაა, სადაც AI-ს მეშვეობით ინდუსტრიების გარდაქმნის ინოვაციური სტრატეგიები და ხედვები იქნება განხილული.
Tech Deep Dive Stage ტექ. პროფესიონალებისთვისაა — ამ სცენაზე ისაუბრებენ საუკეთესო საინჟინრო მიდგომებზე, AI-ს რეალურ გამოყენებასა და IT პროფესიონალებისთვის საინტერესო ქეისებზე.
Workshop Stage კი ინტერაქტიური და პრაქტიკული სივრცეა, სადაც მონაწილეები უშუალოდ გაეცნობიან AI ხელსაწყოებს, ჩარჩოებს და მათი დანერგვის სტრატეგიებს.
რატომ უნდა დაესწრო?
• ნახავ, როგორ იყენებენ AI-ს წამყვანი კომპანიები პრაქტიკაში;
• გაიცნობ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან ტექნოლოგიურ მომავალს;
• მოისმენ რეალურ ქეისებს საქართველოს ბანკის კულტურიდან;
• მიიღებ შთაგონებას და კონკრეტულ რჩევებს შენი კომპანიის ან იდეის განვითარებისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს: https://changeinspire.ge/
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
03.07.2025.11:36
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი ოლიმპიადა ევერესტის მხარდამჭერია.
წელს, ყველაზე მასშტაბური მათემატიკის სამტურიანი ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ:
შეგახსენებთ, რომ წელს ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადაზე 14 000-ზე მეტი მონაწილე დარეგისტრირდა. ტესტი კი II, III, IV, V და VI კლასის 12 000-ზე მეტმა მოსწავლემ წერა.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge