ყველაფერი, რაც კარტელური შეთანხმების შესახებ უნდა იცოდეთ - „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადების თანახმად, ქართულ სუპერმარკეტებში სასურსათო პროდუქციის ფასების მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, შესაძლოა ბაზრის მოთამაშეები კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ, რისი დადასტურების შემთხვევაშიც გამოიყენება შესაბამისი ანტიმონოპოლიური მექანიზმები. კარტელური შეთანხმების არსსა და მის სამართლებრივ შედეგებზე საუბრობს იურიდიული ფირმა "ბი ვი ქონსალთინგის" მმართველი პარტნიორი - ვახტანგ შურღაია.
რა არის კარტელური შეთანხმება?
კონკურენციის შემზღუდველი (ე.წ. კარტელური) შეთანხმებები აკრძალულია საქართველოს კანონით „კონკურენციის შესახებ“. კანონის თანახმად, დაუშვებელია, დადებულ იქნეს ისეთი ხელშეკრულება, მიღებულ იქნეს ისეთი გადაწყვეტილება ან განხორციელდეს ისეთი შეთანხმებული ქმედება, რომლის მიზანი ან შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა. მაგალითისათვის, ასეთი შეთანხმებაა: ფასების ფიქსირება, ბაზრების ან მიწოდების წყაროების სხვადასხვა ნიშნით განაწილება, იდენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული პირობების დაწესება, არარელევანტური დამატებითი პირობების ან ვალდებულებების დადგენა ხელშეკრულების მხარისათვის და ა.შ.
იმისათვის, რომ დადგინდეს კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების არსებობა, საჭიროა, სახეზე იყოს მინიმუმ შემდეგი ელემენტები:
ამასთან, კონკურენციის სამართალი კრძალავს კარტელურ შეთანხმებებს ეკონომიკურ აგენტებს შორის, რომლებიც საქმიანობენ ბაზრის როგორც ერთ დონეზე („ჰორიზონტალური შეთანხმება“), ისე - სხვადასხვა დონეზე („ვერტიკალური შეთანხმება“). მაგალითისათვის, ვერტიკალური შეთანხმების გავრცელებული ფორმებია: სარეალიზაციო ფასის ფიქსირება, ექსკლუზიური შესყიდვები, ექსკლუზიური დისტრიბუცია, შერჩევითი სადისტრიბუციო სისტემა და ა.შ.
როგორ ხდება კარტელური შეთანხმების იდენტიფიცირება?
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო უფლებამოსილია, განახორციელოს საქმის მოკვლევა წარდგენილი საჩივრის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით. საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სააგენტო იწყებს საქმის მოკვლევას და არაუგვიანეს 6 თვისა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
სააგენტო უფლებამოსილია, ეკონომიკურ აგენტებს მოსთხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენას. სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის ან არასწორი/არასრული ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში იურიდიულ პირს ეკისრება ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით.
დამატებით, სააგენტო უფლებამოსილია, ჩაატაროს სხდომა მხარეთა მონაწილეობით და მიიღოს მათგან ახსნა-განმარტები. სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია, სრულად გადასინჯოს სააგენტოს გადაწყვეტილება, მათ შორის, ჯარიმის ოდენობის ნაწილში.
რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება კარტელური შეთანხმების დადასტურებას?
რაც შეეხება ეკონომიკურ აგენტთა პასუხისმგებლობას, კონკურენციის შემზღუდველი (კარტელური) შეთანხმების დადასტურების შემთხვევაში მხარეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი ერთობლივი შემოსავლის 5%-ს, ხოლო დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან აღნიშნული დარღვევის განმეორების შემთხვევაში მხარეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი ერთობლივი შემოსავლის 10%-ს.
სხვა სიახლეები
პრემიუმ საინჟინრო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამყარებს ბიზნესს: ICE-ის 2025 წლის შედეგები და 2026 წლის ხედვა
25.12.2025.18:00
თანამედროვე ბიზნეს გარემოში შენობები აღარ არის მხოლოდ ფიზიკური სივრცე. მათი უსაფრთხოება, ენერგოეფექტურობა და უწყვეტი ფუნქციონირება პირდაპირ უკავშირდება ორგანიზაციების ოპერაციულ სტაბილურობასა და რისკების მართვას. სწორედ ამიტომ, საინჟინრო სისტემები - ლიფტები და HVAC სისტემები დღეს ბიზნესისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია.
2025 წელი ამ ტენდენციის მკაფიო დასტური გახდა საქართველოს დეველოპერული და ინფრასტრუქტურული ბაზრისთვისაც.
2025 წლის შედეგები: მასშტაბური პროექტები და ტექნიკური მიღწევები
გასულ წელს არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტი შევიდა აქტიურ ექსპლუატაციაში, სადაც განსაკუთრებული მოთხოვნები იყო უსაფრთხოებაზე, გამტარობაზე და სისტემების საიმედო მუშაობაზე. ასეთ პროექტებს შორისაა ვარკეთილი მოლი, ორბი ბაგრატიონი, არსენალ რეზიდენსი, პოლიციის ქალაქი ჯიქიაზე, ფიგურები და ნიუ გრუპის პროექტები.
წლის ერთ-ერთ გამორჩეულ ტექნიკურ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ორბი ბაგრატიონისა და ფიგურების პროექტები, სადაც დამონტაჟდა Otis-ის პრემიუმ ბრენდის ლიფტები 100 მეტრამდე სვლის სიმაღლით - გადაწყვეტილება, რომელიც საჭიროებს ზუსტ საინჟინრო გათვლებსა და მაღალ პროფესიონალურ მონტაჟს.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს არსენალ რეზიდენსის პროექტიც, სადაც გამოყენებულია Otis-ის პრემიუმ კლასის ლიფტები Porsche Studio-ს დიზაინერების მიერ სპეციალურად Otis-ისთვის შექმნილი კაბინებით. ეს მაგალითია იმისა, როგორ ერწყმის საინჟინრო ფუნქციონალი დიზაინსა და მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებას.
საჯარო სექტორში განხორციელებულ პროექტებს შორისაა პოლიციის ქალაქი ჯიქიაზე, სადაც დამონტაჟდა 14 ერთეული LG-ის ბრენდის ლიფტი - ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომლისთვისაც უსაფრთხოება და უწყვეტი მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ზრდა, რომელიც ასახავს ბაზრის მოთხოვნას
2025 წელს კომპანიის ბრუნვა ორჯერ გაიზარდა. ეს მაჩვენებელი არ არის მხოლოდ ფინანსური შედეგი — ის ასახავს ბაზარზე მზარდ მოთხოვნას პრემიუმ, სანდო და გრძელვადიან საინჟინრო გადაწყვეტილებებზე.
დეველოპერები და ორგანიზაციები სულ უფრო ხშირად აკეთებენ არჩევანს იმ კომპანიებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ არა მხოლოდ ინსტალაციას, არამედ სისტემების გამართულ მუშაობას მთელი ექსპლუატაციის პერიოდში.
ვინ არის ICE და რა როლს ასრულებს პარტნიორთა წარმატებაში?
ICE საინჟინრო კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ლიფტებისა და HVAC სისტემების იმპორტს,
მონტაჟს, ტექნიკურ მომსახურებასა და მოდერნიზაციას. კომპანიის მთავარი მიდგომა სრულ
ციკლზე პასუხისმგებლობის აღებაა - დაგეგმვიდან და მონტაჟიდან, შემდგომ სერვისსა და
სისტემების განახლებამდე.
ICE თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან, მათ შორის Otis, Carrier, Mitsubishi Heavy Industries, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, საქართველოს ბაზარზე დანერგოს გლობალური უსაფრთხოების და ხარისხის სტანდარტები. ამ თანამშრომლობის ღირებულება რეალურად აისახება სისტემების საიმედოობაზე, ენერგოეფექტურობასა და ტექნიკურ
პროგნოზირებადობაზე.
რატომ არის ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი 2026 წელს?
თანამედროვე შენობებში საინჟინრო სისტემების როლი მუდმივად იზრდება. უსაფრთხოების რეგულაციები მკაცრდება, ენერგოეფექტურობის მოთხოვნები მატულობს, ხოლო ბიზნესისთვის ოპერაციული რისკების შემცირება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
პრემიუმ საინჟინრო მიდგომა ამ კონტექსტში გულისხმობს სწორ დაგეგმვას, რეგულარულ ტექნიკურ მომსახურებას, მოდერნიზაციის შესაძლებლობას და სისტემების გრძელვადიან მართვას — ფაქტორებს, რომლებიც ბიზნესს სტაბილურობასა და პროგნოზირებადობას სთავაზობს.
2026 წლის ხედვა
მომავალი წლისთვის კომპანია ზრდის ტენდენციის გაგრძელებას და გაუმჯობესებას გეგმავს. ძირითადი ფოკუსი გაკეთდება პრემიუმ დეველოპერულ პროექტებზე, მოდერნიზაციის მიმართულების გაძლიერებასა და გრძელვადიანი სერვის კონტრაქტების გაფართოებაზე.
ICE-ის ხედვა ეფუძნება პასუხისმგებლიან საინჟინრო მიდგომას - შექმნას ინფრასტრუქტურა, რომელიც იქნება უსაფრთხო, ეფექტური და მდგრადი არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც.
საინჟინრო სისტემები ხშირად შეუმჩნეველია, სანამ ისინი გამართულად მუშაობს. სწორედ ეს სტაბილურობა ქმნის ბიზნესის სიმშვიდეს. 2025 წლის შედეგებმა ცხადყო, რომ ბაზარი სულ უფრო მეტად აფასებს იმ კომპანიებს, რომლებიც პასუხისმგებლობას იღებენ ამ „უხილავი“, მაგრამ კრიტიკული სისტემების გრძელვადიან ფუნქციონირებაზე.