ყველაფერი, რაც eCommerce Day Georgia 2025-ის შესახებ უნდა იცოდეთ
ელექტრონული კომერციის სფერო საქართველოში ბოლო წლებია, სწრაფი ტემპით ვითარდება — ჩნდებიან ახალი მოთამაშეები, განვითარების მომდევნო ეტაპებზე გადადიან არსებული ბიზნესები, მომხმარებლები კი სულ უფრო მეტად ირჩევენ კომფორტულ სერვისებს, რითიც ინდუსტრიას ახალ სტანდარტებს უწესებენ.
ასეთ ცვალებად გარემოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ამ კუთხით კი ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა eCommerce Day Georgia 2025 არის.
31 ოქტომბერს, თბილისში, Sheraton Grand Metechi Palace ელექტრონული კომერციის ყველაზე მნიშვნელოვანყოველწლურ ღონისძიებას უმასპინძლებს.
კონფერენცია უკვე მესამედ ადგილობრივ და გლობალურ ბრენდებს აერთიანებს და ქმნის სივრცეს დიალოგისთვის ინოვაციების, მომავლის სტრატეგიების და ტექნოლოგიური ტენდენციების გარშემო.
ვინ არიან ღონისძიების სპიკერები?
საკონფერენციო სცენაზე ისეთი გლობალური და ადგილობრივი კომპანიების ლიდერები წარდგებიან, რომლებიც დღეს ელექტრონული კომერციის მომავალს განსაზღვრავენ. ესენი არიან:
მთავარი თემები
წლევანდელი eCommerce Day Georgia ბიზნესისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებს შეეხება:
ეს ის ტრენდებია, რომელთა ინტეგრაცია ბიზნესს კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.
პანელური დისკუსიები და დემო ლაივ სესიები
ღონისძიება ორ მნიშვნელოვან პანელურ დისკუსიასაც წარუდგენს აუდიტორიას:
თემაზე: როგორ ქმნიან ადგილობრივი ბრენდები ციფრულ მომავალს - კომპანიების Coincasa, Horsetours, Hamo Concept წარმომადგენლები ისაუბრებენ. პანელურ დისკუსიას კი Storera-ს წარმომადგენელი გაუძღვება.
მეორე პანელური დისკუსია კი წარმატების რეალურ ისტორიებს დაეთმობა, სადაც TASS Vision-ის Mazeg-ის, Quissly-ის, Roas Pig-ის, წარმომადგენლები და ECAG-ის მოდერაციით, ელ.კომერციასა და საცალო ვაჭრობაში ხელოვნური ინტელექტის როლს მიმოიხილავენ.
მონაწილეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, დემო ლაივ სესიებს დაესწრონ და პრაქტიკული გამოცდილებამათთვის საინტერესო მიმართულებით მიიღონ:
რატომ არის ღონისძიება მნიშვნელოვანი?
eCommerce Day Georgia 2025 მხოლოდ კონფერენცია არ არის — ეს არის ადგილი, სადაც ადგილობრივიბაზარი გლობალურ ტრენდებს პირდაპირ უკავშირდება. დღეს, როდესაც მომხმარებელთა ქცევაუპრეცედენტო სიჩქარით იცვლება, ბიზნესებს არა მხოლოდ ტექნოლოგიების დანერგვა, არამედ მათისწორად გამოყენება სჭირდებათ.
ამასთანავე, ღონისძიება ხელს უწყობს ახალი თანამშრომლობების, პარტნიორული ქსელების ჩამოყალიბებას, რაც საერთაშორისო გარემოში ადგილობრივი ელ. კომერციის ინდუსტრიას კიდევ უფროკონკურენტუნარიანს ხდის.
ღონისძიების მთავარი პარტნიორი: საქართველოს ბანკი ბიზნესი
ინოვაციების პარტნიორი: Visa
პარტნიორები: AWS, Aversi, Delivo, Google Cloud; Glovo, BDO Digital, Tech School / IE, Web Features, Elite, Acer, Cellfie, MELO Delivery, Dasta Records Management, Tegeta Holding, CityPay.io Georgia, Tether, Johnnie Walker, Wolt, Creatio, TASS vision, Quissly, Mazeg, Roaspig, Storera, Coincasa, Horsetours, Hamo Concept, Azintelecom
კონფერენცია ჩატარდება ქართულ-ინგლისურ ენაზე. მსურველებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სინქრონული თარგმანი.
ბილეთების შესაძენად და დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ Biletebi.ge-ის ვებგვერდი.
სხვა სიახლეები
სილქ როუდ ჯგუფ ჰოლდინგმა წარმატებით განათავსა თავისი პირველი საერთაშორისო 400 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები
30.10.2025.16:30
Ევროობლიგაციების Ყველაზე მსხვილი ემისია საქართველოს კერძო სექტორის ისტორიაში.
სილქ როუდ ჯგუფ ჰოლდინგმა წარმატებით განათავსა თავისი პირველი საერთაშორისო 400 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები, რაც ყველაზე მსხვილი ემისიაა ქვეყნის კერძო სექტორის ისტორიაში.
5-წლიანი ობლიგაციები განთავსდა ირლანდიის ბირჟაზე, წლიური 7.5%-იანი განაკვეთით, რაც ბოლო წლებში კერძო კორპორატიული ემიტენტის ყველაზე კონკურენტუნარიან მაჩვენებელს წარმოადგენს.
ემისიის პროცესს ხელმძღვანელობდნენ J.P. Morgan და UBS, ხოლო თანაწამყვანი მენეჯერები იყვნენ თიბისი კაპიტალი, გალტ & თაგარტი და Oppenheimer.
"ვამაყობთ, რომ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე გავედით ინვესტორების ასეთი ძლიერი მხარდაჭერით. ობლიგაციებზე მოთხოვნამ 3-ჯერ გადააჭარბა ემისიის მოცულობას და მიაღწია 1.3 მილიარდ დოლარს, რაც ნათლად ასახავს საერთაშორისო ინვესტორების ნდობას სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგის და განვითარების სტრატეგიის მიმართ” - გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი.