მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7108.6
0.0142
flag
AZN 1.6078
-0.0013
flag
CNY 38.038
0.0012
flag
EUR 3.0861
-0.0123
flag
GBP 3.6838
-0.0089
flag
KZT 53.79
0.0036
flag
TRY 0.0699
-0.0001
flag
USD 2.7342
-0.0007

ყველაფერი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის შესახებ - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

news image

ხშირად გვავიწყდება, რომ მასწავლებლის შრომა არ ემსახურება მხოლოდ ცოდნის გადაცემას. პედაგოგის გავლენა მოზარდის ცხოვრებაზე გაცილებით უფრო ღრმა და მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ზედაპირულად ჩანს. თუმცა, მათი შრომა უმეტესად შეუმჩნეველი რჩება. ამიტომ, მასწავლებლების პროფესიის დაფასებისა და პოპულარიზაციის მიზნით, 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ინიციატივით შეიქმნა მასწავლებლების კონკურსი,  რომელიც გამორჩეული პედაგოგების გამოვლენას და განათლების სფეროში შეტანილი წვლილისთვის მათ დაფასებას ისახავს მიზნად. პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო უკვე მე-9 წელია ტარდება. კონკურსის შესახებ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დირექტორი - თამუნა გურგენიძე გვესაუბრება, რომელიც პროექტში პირველივე დღიდანაა ჩართული და ამ დროის განმავლობაში ბევრი სათქმელიც დაუგროვდა გასაზიარებელი.

ჯილდოს მიზანი

როგორც თამუნა გურგენიძე აღნიშნავს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ამ პროექტმა მოიტანა არის ის, რომ ჯილდომ შეცვალა სტერეოტიპული წარმოდგენები მასწავლებლის პროფესიის შესახებ და კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი.

,,კონკურსი არ არის მხოლოდ ჯილდოს გადაცემის ცერემონია - ეს არის კამპანია, რომელიც თანამოაზრე მასწავლებლებს აერთიანებს, აძლევს განვითარების, კოლეგებთან ურთიერთობისა და საკუთარი საქმიანობის წარმოჩენის შესაძლებლობას.  სწორედ ამ მიზნით შეიქმნა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბი - სივრცე, სადაც საუკეთესო ათეულში მოხვედრილი მასწავლებლები ერთად აგრძელებენ მუშაობას განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად, მონაწილეობენ კამპანიის აქტივობებში და გვიზიარებენ საკუთარი წარმატების ისტორიებს, რაც სხვა მასწავლებლებისთვისაც დიდი მოტივაციაა. “

 

განსაკუთრებული მასწავლებლები

მასწავლებლობა არ გულისხმობს მხოლოდ საგნის სიღრმისეულ ცოდნას. ეს პროფესია მოითხოვს მაღალ ემოციურ ინტელექტს, რათა პედაგოგმა შეძლოს თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად მიუდგეს და ყველაზე რთული, ერთი შეხედვით უინტერესო მასალაც კი ისე მიაწოდოს, რომ მოსწავლეში ცნობისმოყვარეობა და სწავლის წყურვილი გააღვიძოს.

 

,,წლების განმავლობაში მართლაც ძალიან ბევრ გამორჩეულ მასწავლებელთან მქონია და მაქვს ურთიერთობა - თითოეულს თავისი ისტორია, ხასიათი და პროფესიული გზა აქვს, მაგრამ ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებს: მათთვის ეს პროფესია უბრალოდ სამუშაო არაა. ეს არის ადამიანური დამოკიდებულება, გულწრფელი ზრუნვა და პასუხისმგებლობა საკუთარ მოსწავლეებზე. ისინი მარტო საგანს არ ასწავლიან, ისინი ხედავენ თითოეული ბავშვის შესაძლებლობებს და მათი ძლიერი მხარეების გამოვლენაზე ზრუნავენ.”

 

კონკურსის დეტალები

კონკურსის შესარჩევი ტური უკვე დაწყებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ 30 მაისის ჩათვლით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა შეიტანოს განაცხადი - ნომინირება გაუწიოს საყვარელ მასწავლებელს ან თავად წარადგინოს აპლიკაცია ვებგვერდზე - https://www.tprize.ge/.  

 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საბოლოო გამარჯვებული 5 ოქტომბერს - მასწავლებლის მსოფლიო დღეს გამოვლინდება. 

,,ჩემი აზრით, ისეთი მასშტაბური და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტისთვის, როგორიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოა პარტნიორების მხარდაჭერა მართლაც უმნიშვნელოვანესია. ზოგადად, ასეთი პროექტები მაშინ არის მდგრადი და შედეგიანი, როცა ბიზნეს სექტორი, განათლების სფერო და სამოქალაქო საზოგადოება ერთიანდებიან. სწორედ ასეთი თანამშრომლობით და ერთიანობით შევძლებთ გავაძლიეროთ მასწავლებლების პროფესია და გავაჩინოთ კიდევ მეტი მოტივაცია ამ სფეროში მომუშავეადამიანებისთვის”, - განმარტავს თამუნა გურგენიძე. 

 

ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილია, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერი – საქართველოს ბანკი.

 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენი მიზანია მომხმარებლებისთვის დაზღვევა მაქსიმალურად მარტივი, ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი გავხადოთ - Magnus Insurance Brokers

30.05.2025.10:00

ქართული სადაზღვევო კომპანია Magnus Insurance Brokers-ის აღმასრულებელი დირექტორი მაია კახიანი მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Goergia-ს ესაუბრა

 

ჩვენი მიზანია მომხმარებლებისთვის დაზღვევა მაქსიმალურად მარტივი, ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი გავხადოთ. ვგეგმავთ მუშაობის დაწყებას მობილურ აპლიკაციაზე, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს დაზღვევა შეიძინოს სწრაფად და კომფორტულად

მაისში ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს კომპანია Strada Motors-თან. ჩვენს მომხმარებლებს ექნებათ ექსკლუზიური პირობები  მათ მიერ წარმოდგენილ საავტომობილო ბრენდებზე “, - ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მაია კახიანი.

 

მიმდინარე წელს კომპანიაში დაინერგა მწვანე ბარათის ელექტროუნული წესით გაცემის პროცესი 

„2025 წლიდან დაინერგა მწვანე ბარათის (საზღვარგარეთის ქვეყნებში მოქმედი სავალდებულო დაზღვევის) ელექტრონული გაცემის პროცესი. ეს განსაკუთრებით კომფორტულია მათთვის, ვინც ქვეყნის გარეთ იმყოფება და სჭირდება აღნიშნული დაზღვევის სახეობა.

ჩვენ ვაერთიანებთ საქართველოს ბაზრის წამყვან სადაზღვევო კომპანიებს ერთ სივრცეში, რაც მომხმარებლებს აძლევს არჩევანის თავისუფლებას და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას “, - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მაია კახიანი.

 

ცნობისთვის, კომპანიის გუნდი შედგება პროფესიონალი კადრებისაგან, რომლებმაც წლების განმავლობაში დააგროვეს საკმაოდ დიდი გამოცდილება სადაზღვევო სფეროში. გუნდი არის ორიენტირებული მომხმარებლის კმაყოფილებაზე და გრძელვადიან ურთიერთობაზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა