მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.6
-0.004
flag
AZN 1.5892
-0.0006
flag
CNY 38.208
0.0009
flag
EUR 3.14
0.0152
flag
GBP 3.572
0.0023
flag
KZT 52.74
-0.0007
flag
TRY 0.0636
0
flag
USD 2.702
-0.0009

„კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს

news image

ევროპაში წამყვანი სამედიცინო, ველნეს და სპა-ოპერატორი Ensana ქართულ ბაზარზე შემოდის და საირმეში იწყებს ოპერირებას. Ensana 2026 წლიდან „კურორტი საირმის" სამ ობიექტზე დაიწყებს ოპერირებას: New Sairme, Sairme Resort და Sairme Public Spa.

„კურორტ საირმეს" ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, ნიკა კოხოძის განმარტებით, მსოფლიო დონის ბრენდის ქართულ კურორტზე გამოჩენითა და Ensana-სთან თანამშრომლობით საირმე განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.

ნიკა კოხოძე, „კურორტ საირმეს" ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი: „Ensana-სთან თანამშრომლობა საირმისთვის განვითარების ახალ ეტაპს ნიშნავს. ამ თანამშრომლობისადმი ჩვენი ძლიერი ნდობისა და რწმენის დასტურად, მნიშვნელოვან ინვესტიციას ვახორციელებთ ინფრასტრუქტურაში, რათა შევძლოთ სხვადასხვა სეგმენტის სტუმრების მომსახურება. Ensana-ს ჩართულობით საირმეში შეიქმნება მსოფლიო დონის დასვენების პირობები და დაინერგება საერთაშორისო სტანდარტები. პროექტი ქმნის ახალ შესაძლებლობებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და პირდაპირ უწყობს ხელს რეგიონის სოციალური კეთილდღეობის ზრდას".

Ensana გეგმავს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, სამედიცინო ველნეს მომსახურებების გაფართოებასა და საირმის, როგორც რეგიონული მნიშვნელობის ჯანმრთელობისა და რეკრეაციის ცენტრის გაძლიერებას. კომპანია ყურადღებას გაამახვილებს ბუნებრივი მინერალური წყლების უნიკალურ თვისებებზე, თანამედროვე სამედიცინო პროგრამების ინტეგრირებასა და მომსახურების ხარისხის სისტემურ გაუმჯობესებაზე.

Ensana-ს აღმასრულებელი დირექტორი, ფრენკ ჰალმოში აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის ქართულ ბაზარზე შემოსვლა და საირმეში ოპერირება გარდამტეხი მნიშვნელობისაა. მისი თქმით, „კურორტი საირმე" თავისი მდებარეობით, ბუნებითა და მინერალური წყლებით იდეალურად ერწმის Ensana-ს ექსპერტიზასა და ფილოსოფიას ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესახებ.

ფრენკ ჰალმოში, Ensana-ს აღმასრულებელი დირექტორი: „ეს ნაბიჯი გვაძლევს საშუალებას. შევათავსოთ საქართველოს მდიდარი ისტორია და კულტურა ჩვენს საუკუნოვანი ტრადიციის მქონე მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სპა-თერაპიებთან. გვსურს, საერთაშორისო მოგზაურებს გავაცნოთ კიდევ ერთი ტურისტული დანიშნულების ადგილი, რომელიც სულ უფრო იპყრობს გლობალური აუდიტორიის ყურადღებას. არ არის საიდუმლო, რომ ჩვენ სხვა ლოკაციებსა და სასტუმროებსაც ვაკვირდებით, ასე რომ, Ensana-ს ბრენდი მალე იმედია, ძალიან ცნობილი გახდება საქართველოში".

Ensana გეგმავს „კურორტ საირმეს" პოპულარიზაციას ინოვაციური განახლებების გზით, როგორებიცაა გაფართოებული ბალნეოთერაპიის პროგრამები, ეკოლოგიურად სუფთა ობიექტები და ადგილობრივებთან პარტნიორობა კულტურული ტრადიციების შესანარჩუნებლად. სამუშაო ადგილების შექმნის, საზოგადოების კეთილდღეობის ინიციატივებისა და საერთაშორისო მარკეტინგის ხელშეწყობით, კომპანიის მიზანია საქართველოს და საირმის პოზიციონირება, როგორც გლობალური ველნესისა და ჯანმრთელობის სპა-ცენტრის წამყვანი ადგილისა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და, ამავდროულად, პატივს სცემს მის ბუნებრივ და კულტურულ საგანძურს.

Ensana-ს შემოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში ველნეს ტურიზმის სწრაფ ზრდას. ასეთი მასშტაბის საერთაშორისო ბრენდის გამოჩენა მნიშვნელოვნად გააძლიერებს საირმის პოზიციას ევროპულ ბაზარზე და გააჩენს ახალ შესაძლებლობებს როგორც ადგილობრივი ეკონომიკისთვის, ისე ქვეყნის ტურისტული იმიჯისთვის.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისი ლიზინგი გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმების წევრი გახდა

01.12.2025.17:17

თიბისი ლიზინგი მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის უმსხვილესი ინიციატივის - გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) საქართველოს ქსელს შეუერთდა. აღნიშნული ფაქტი ადასტურებს კომპანიის მისწრაფებას, აწარმოოს საქმიანობა ერთის მხრივ, მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობით, მეორეს მხრივ კი, დაიცვას ადამიანის და შრომის უფლებები, ასევე მდგრადობის და კორუფციასთან ბრძოლის ძირითადი პრინციპები.ქსელში გაწევრიანება გააძლიერებს კომპანიის სტრატეგიულ მიდგომას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მისაღწევად, განსაკუთრებით თანამშრომლობისა და ინოვაციების ნაწილში.

გაეროს გლობალური შეთანხმება მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას. ამჟამად, გაეროს გლობალური შეთანხმება აერთიანებს 23,000+ მონაწილეს 160-ზე მეტი ქვეყანიიდან.

აღნიშნულის მისაღწევად, გაეროს გლობალური შეთანხმება მოუწოდებს ბიზნესს, რომ:

  • განახორციელოს საკუთარი საქმიანობა ადამიანის უფლებების, შრომის, გარემოსა და კორუფციასთან ბრძოლის ათი პრინციპის შესაბამისად;
  • განახორციელოს სტრატეგიული ქმედებები უფრო ფართო საზოგადოებრივი მიზნების განსავითარებლად, ისეთების, როგორიცაა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები, განსაკუთრებით, თანამშრომლობისა და ინოვაციის ნაწილში.

 „მოხარულები ვართ, რომ გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმების წევრები გავხდითთიბისი ლიზინგი, როგორც საქართველოს ბაზრის მოწინავე სალიზინგო კომპანია, გრძნობს მაღალ პასუხისმგებლობას, აწარმოოს საქმიანობა ეთიკის, ადამიანისა და შრომის უფლებების მაქსიმალური დაცვით. ამავდროულად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი ინიციატივები. საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად მუდმივად ვმუშაობთ მწვანე პროდუქტების განვითარებაზე, განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერასა და პოპულარიზაციაზე. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვუთმობთ ისეთი მიმართულებების ხელშეწყობას, როგორიცაა მზის პანელების ელექტროსადგურები და ელექტრომობილების დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ვფიქრობთ, რომ გაეროს გლობალური შეთანხმების 10 პრინციპი სრულად თანხვედრაშია თიბისი ლიზინგის კორპორაციულ პოლიტიკასთან და განვითარების ხედვასთან, და სიამოვნებით ვუერთდებით ამ ინიციატივას“ , - ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი.

„გაეროს გლობალური შეთანხმება ეფუძნება ათ პრინციპს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. პლატფორმაში გაწევრიანება ნიშნავს, რომ კომპანია იღებს პასუხისმგებლობას, საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს აღნიშნულ პრინციპებთან და ხელი შეუწყოს მათ პრაქტიკულ განხორციელებას საკუთარ ოპერაციებში. ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა კიდევ უფრო გააძლიერებს კერძო სექტორის ჩართულობას მდგრადი განვითარების პროცესში დახელს შეუწყობს გლობალური მიზნების მიღწევას”,- სალომე ზურაბიშვილი, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა