მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7163.9
0.0229
flag
AZN 1.5868
0
flag
CNY 39.293
0.0098
flag
EUR 3.1153
0.0013
flag
GBP 3.5711
-0.0007
flag
KZT 58.16
0.0019
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.697
-0.0005

კურორტ „გოდერძიზე“ არსებული სასტუმროები, კოტეჯები და საოჯახო ტიპის განთავსების ობიექტები აქტიურად არის დატვირთული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მზარდ მოთხოვნასა და მის ტურისტულ პოტენციალს - სულხან თამაზაშვილი

news image

აჭარის ოთხივე სეზონზე ტურისტულად მიმზიდველ მიმართულებად ჩამოყალიბების პროცესი წარმატებით გრძელდება, – ამის შესახებ Business Insider Georgia-ს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ამ პროცესში კურორტ „გოდერძის“ განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„კურორტ „გოდერძიზე“ ზამთრის ტურისტული სეზონი აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ზოგადად მაღალმთიან აჭარაში ტურისტული სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით დადებითი დინამიკა გვაქვს. 2025 წელს მთიან აჭარაში ვიზიტორთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს მიაღწია. კურორტ „გოდერძიზე“ ვიზიტორთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით კი საშუალოდ 19 პროცენტით გაიზარდა. კურორტის პოპულარობა მზარდია, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ვიზიტორთა შორის.

ეს სტატისტიკური მონაცემები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ აჭარის ოთხივე სეზონზე ტურისტულად მიმზიდველ მიმართულებად ჩამოყალიბება წარმატებით გრძელდება.

ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია კურორტ „გოდერძის“ განვითარება, მათ შორის სასტუმრო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ  ზამთრის მიმდინარე ტურისტულ სეზონზე რამდენიმე ახალი ობიექტი გაიხსნა. 

დღეს არსებული სასტუმროები, კოტეჯები და საოჯახო ტიპის განთავსების ობიექტები აქტიურად არის დატვირთული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კურორტის მზარდ მოთხოვნასა და ტურისტულ პოტენციალს.

მაღალმთიანი აჭარის განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტები და დაგეგმილი ინიციატივები წარმოადგენს სახელმწიფოს გრძელვადიანი ხედვის განუყოფელ ნაწილს. აღნიშნული პოლიტიკა მიზნად ისახავს რეგიონის გაძლიერებას, ტურიზმის მდგრად განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას“, - განაცხადა Business Insider Georgia-სთან სულხან თამაზაშვილმა.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image "გროსსმანნი“ გაფართოებას აგრძელებს - როგორია კომპანიის 5 წლიანი გეგმა და ზრდის სტრატეგია

07.04.2026.16:00

Grossmann • გროსმანნ-ი სამშენებლო, სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტების მაღაზიათა ქსელია, რომელიც ბაზარზე დაახლოებით ორი წლის წინ გამოჩნდა. არსებულ სიახლეებზე და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, ვახტანგ კაჭარავას, ესაუბრა.

როგორ აფასებთ წლის დასაწყისს?

ჩვენ უკვე მეორე წელია ვაწარმოებთ ბიზნესს. დაახლოებით, ერთი კვირის წინ გავხსენით მეოთხე ფილიალი. ყოველთვიურად მიზნად ვისახავთ კომპანიის ზრდასა და განვითარებას. თანამშრომელთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. წელს დამატებით ორი ფილიალის გახსნაც გვაქვს დაგეგმილი, რაც ნიშნავს, იმას რომ სულ ექვსი ფილიალი გვექნება.

ჩვენი პროდუქციის პორტფელიც მუდმივად იზრდება - ამჟამად 10 000-ზე მეტი უნიკალური დასახელების პროდუქტი გვაქვს. მომხმარებელთა რაოდენობაც სულ უფრო მატულობს. გვახარებს, რომ ბაზა დივერსიფიცირებულია და მოიცავს, როგორც კორპორატიულ, ისე საცალო მომხმარებლებს. ეს გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო ამ ბიზნესში ჩართვა. მიღებული შედეგები კი ჩვენს მოტივაციას აძლიერებს და გუნდს მეტ შემართებას ჰმატებს.

⁠ხომ არ გაქვთ რაიმე სიახლე ასორტიმენტის ზრდის მიმართულებით?

ბოლო პერიოდში ჩვენს ასორტიმენტს სხვადასხვა ბრენდი დაემატა, როგორც პრემიუმ ხარისხის კომპანიის ბრენდები, ისე ბიუჯეტური. ზოგადად, ვცდილობთ მომხმარებლებს ყველა საფასო კატეგორიის პროდუქტი შევთავაზოთ, თუმცა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის ხარისხია: არ აქვს მნიშვნელობა, პროდუქტი ბიუჯეტური ფასის იქნება თუ პრემიუმ ფასის, ჩვენთვის მთავარი მაღალი ხარისხია და აქცენტს სწორედ ამაზე ვაკეთებთ.

ამჟამად, მომხმარებელს 3–4 სხვადასხვა საფასო კატეგორიის პროდუქტს ვთავაზობთ. თითოეული კატეგორია გამოირჩევა მაღალი ხარისხით. როგორც აღვნიშნე ამ მიმართულებას მაქსიმალურად დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ამ ეტაპზე, პირდაპირ იმპორტს საქართველოში არ ვახორციელებთ - კავკასიაში არსებულ მაკროდისტრიბუტორებთან ვმუშაობთ და ვაკვირდებით ბაზარს, რათა გავიგოთ, რომელი პროდუქტები იქნება ჩვენთვის საინტერესო. გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე ჩვენი ძალებით დავიწყებთ ამ ბრენდების შემოტანას.

ჩვენს კომპანიას 6 მთავარი მიმართულება აქვს, რომელშიც ათეულობით წარმატებული და ცნობილი ბრენდი შედის. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ ბრენდებთან ახლო ურთიერთობა გვქონდეს და ჩვენი ფილიალების ინფრასტრუქტურის საშუალებით პროდუქტები უფრო ახლოს მივიტანოთ მომხმარებლამდე.

ამ ეტაპზე რამდენი ფილიალით ხართ წარმოდგენილი და თბილისის გარდა სხვა ქალაქებშიც ხომ არ ოპერირებთ ან ხომ არ გეგმავთ გაფართოებას?

ამ ეტაპზე 4 ფილიალით ვართ წარმოდგენილი, რაც დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოვახერხეთ. რეგიონებში ჯერ არ გავსულვართ. ბოლო ფილიალი ცოტა ხნის წინ გავხსენით სოფელ შინდისში, რომელიც ადმინისტრაციულად თბილისს ეკუთვნის.
ჩვენი 5 წლიანი სტრატეგიული გეგმის მიხედვით, ფილიალების რაოდენობა 30-მდე უნდა გავზარდოთ. აქედან დაახლოებით 10–12 ფილიალი დედაქალაქში იქნება, ხოლო დანარჩენი საქართველოს ისეთ დიდ ქალაქებში როგორიცაა : ბათუმი, ქუთაისი, თელავი, რუსთავი, ზუგდიდი და სხვა.

წინა ინტერვიუში გუნდის ფორმირების პროცესზე ვსაუბრობდით - დაასრულეთ თუ არა ეს ეტაპი?

ეს არის უწყვეტი პროცესი, რადგან კომპანია მუდმივად იზრდება. ჩვენი მიზანია, ხარისხიანი პროდუქციის გარდა, მომხმარებელს დამატებითი სერვისიც შევთავაზოთ კვალიფიციური რეკომენდაციებისა და პროფესიული რჩევების სახით.

როგორც უკვე აღვნიშნე, დღეს გუნდში დაახლოებით 20-მდე თანამშრომელია. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ადამიანები, რომლებიც პირველ ფილიალში საწყის პოზიციებზე - გაყიდვების სპეციალისტებად მუშაობდნენ, დღეს უკვე ფილიალების მენეჯერები არიან. გვიხარია, რომ მათ განვითარების შესაძლებლობას ვაძლევთ.

თანამშრომლები ერთმანეთის წარმატებას ხედავენ, იღებენ პრაქტიკულ მაგალითებს და აცნობიერებენ, რომ შესაძლებელია მოკლე დროში პროფესიული ზრდა და მეტი პასუხისმგებლობის აღება. ეს მათ მოტივაციას მნიშვნელოვნად ზრდის.
მუდმივი განვითარება და წინსვლა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რაც გვინდა, რომ „გროსმანში“ ყოველთვის არსებობდეს.

⁠რა არის კომპანიის 2026 წლის მთავარი პრიორიტეტი?

ჩვენი მთავარი მიზანია, ყოველდღიურად და ყოველთვიურად გავზარდოთ გაყიდვები და მომხმარებლებს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის მომსახურება, რაც საშუალებას მოგვცემს ბაზარზე არსებული სხვა მოთამაშეებისგან გამოვირჩეოდეთ.

ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ ის ტემპი და დინამიკა, რომელიც პირველივე დღეებიდან დავნერგეთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ იგი და მუდმივად განვითარების და სწავლის პროცესში ვიყოთ. ჩვენი ამოცანაა, ეს პროცესი არასოდეს შენელდეს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა