კუნძული, განვითარების პარალელურად, სრულად მზად არის ბიზნესპროცესების დასაწყებად - „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორი
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად მონაცემებზე დაფუძნებული კომპანია ვართ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას კომპანია „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ განაცხადა.
მისი განცხადებით, პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება დაახლოებით 20 000-მდე ადამიანი, ყოველწლიურად ბიუჯეტში შევა 64 მილიონი დოლარი, ხოლო კუნძულზე ოპერირებას დაიწყებს 500-ზე მეტი დამოუკიდებელი ბიზნესი, რაც პროექტს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდის პლატფორმად აყალიბებს.
„პროექტის მასშტაბებთან ერთად, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად მონაცემებზე დაფუძნებული კომპანია ვართ. Colliers-ს ლონდონისა და თბილისის ოფისების ჩართულობით, პროექტის დაწყებამდე ჩავატარეთ საერთაშორისო კვლევა, რის საფუძველზეც გვაქვს ყველა ის მონაცემი, რაც მომავალში კუნძულზე შეიქმნება.
საზოგადოებისთვის, პირველ რიგში, ალბათ დასაქმების მაჩვენებელი იქნება საინტერესო - კვლევაში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ პროექტის განხორციელების შედეგად, დაახლოებით საქართველოს 20 000 მოქალაქე დასაქმდება. რაც შეეხება საბიუჯეტო და სახელმწიფოებრივ ნაწილს, პროექტი ყოველწლიურად 64 მილიონი აშშ დოლარის გადასახადების აკუმულირებას მოახდენს.
ამასთანავე, პროექტის ფარგლებში ოპერირებას 500-ზე მეტი ბიზნესკომპანია დაიწყებს. მნიშვნელოვანია, რომ მათ არ ექნებათ პირდაპირი შემხებლობა „ამბასადორის“ ჯგუფთან - ისინი დამოუკიდებელ გზას იპოვიან, შექმნიან საკუთარ ბიზნესს და განავითარებენ თავიანთ ისტორიას საქართველოში.
ფაქტობრივად, ჩვენ შევქმენით კონკრეტული ლოკაცია გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივით, რომლის დაგეგმვაზეც მაღალი დონის სპეციალისტებმა იმუშავეს. პროექტის განხორციელების წარმოუდგენელი ტემპი სწორედ იმას ადასტურებს, რომ ჩვენი პროგნოზები გამართლებულია და ყველაფერი თავიდანვე სწორად დაიგეგმა. შესაბამისად, „ამბასადორ აილენდ ბათუმს“, რომელიც ამჟამად აქტიურ ფაზაშია, წინ დიდი წარმატების ისტორია ელოდება“, - განმარტავს კამკია.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, პროექტი უკვე 50%-ით დასრულებულია და კუნძული მზადაა ბიზნეს პროცესების დასაწყებად - ექსპლუატაციაშია შეყვანილი 26 და 21 ჰექტარი, პარალელურად კი მიმდინარეობს როგორც კომპანიის მულტიფუნქციური განვითარება, ისე რამდენიმე მსხვილი დამოუკიდებელი პროექტი, მათ შორის IG Development-ის 120 000 კვ.მ სავაჭრო ცენტრი და „Tonino Lamborghini“-ს კომპლექსი.
„„პირველ რიგში, საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება უშუალოდ პროექტის შედეგებზე საუბარი, რადგან „ამბასადორ აილენდ ბათუმი“ უკვე აღარ არის მხოლოდ ინსპირაცია - ეს არის კონკრეტული შედეგებით წარმოდგენილი პროექტი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სამუშაოების 50% ფაქტობრივად დასრულებულია. კერძოდ, ექსპლუატაციაში შევიყვანეთ ერთი ნახევარკუნძულის 26-ჰექტარიანი და მეორე ნახევარკუნძულის 21-ჰექტარიანი ნაწილი. ეს ნიშნავს, რომ კუნძული, განვითარების პარალელურად, სრულად მზად არის ბიზნესპროცესების დასაწყებად.
ჩვენ საკუთარ თავზე ავიღეთ პირველობის ინიციატივა და დავიწყეთ მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რათა მომავალი პარტნიორებისთვის გვეჩვენებინა, რომ ეს ლოკაცია უკვე ფუნქციონირებს და მზად არის ბიზნესისთვის. ამ თემას თქვენი გადაცემის სხვა ნაწილში უფრო დეტალურად შევეხებით.
ასევე აღსანიშნავია, რომ კუნძულზე ამჟამად ჩვენგან დამოუკიდებელი ოთხი ბიზნესპროექტი ხორციელდება. მაგალითად, ცნობილი ქართული კომპანია IG Development წელს დაიწყებს 120 000 კვადრატული მეტრი ფართობის სავაჭრო ცენტრის მშენებლობას, რომელიც თავისი მულტიფუნქციური დატვირთვით საქართველოში საუკეთესო იქნება.
მეორე მნიშვნელოვანი პროექტია Tonino Lamborghini, რომლის სამშენებლო სამუშაოები გუშინ დაიწყო. ის მსოფლიო ბაზარზე უკვე პოზიციონირებს, როგორც კოლექციური უძრავი ქონება. მესამე თავად ჩვენი პროექტია, ხოლო მეოთხე - კიდევ ერთი გამორჩეული ქართული კომპანია, რომელიც კუნძულზე შემოსვლასა და უმსხვილესი პროექტის დაწყებას სულ მალე დააანონსებს. ვინაიდან ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ ახალია, თქვენი ნებართვით, ერთობლივ განცხადებას მოგვიანებით გავაკეთებთ“, - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი.
სხვა სიახლეები
მერე’ს სააღდგომო შეთავაზებები
06.04.2026.10:38
გაზაფხულზე, განსაკუთრებით კი სააღდგომო დღეების მოახლოებისას, ჩვენი ყოველდღიური საჭიროებები საგრძნობლად იზრდება. ეს ის პერიოდია, როცა სადღესასწაულო სუფრის მომზადება, გარდერობის განახლება, სახლისთვის ტექნიკის შეძენა თუ ქალაქგარეთ დასვენების დაგეგმვა ერთდროულად ხდება აქტუალური. მსგავსი მრავალფეროვანი ხარჯების ერთბაშად დაფარვა ბიუჯეტისთვის ხშირად მნიშვნელოვანი გამოწვევაა და შესაძლოა, დამატებით ფინანსურ სტრესთან იყოს დაკავშირებული. სწორედ ამ მიზნებისთვის Silk Bank-მა მერე ბარათის სპეციალური სააღდგომო შეთავაზებები მოგვიმზადა. ამ ინიციატივის დახმარებით საჭირო ნივთებსა თუ მომსახურებებს გაცილებით მარტივად მიიღებ და ფინანსებს უფრო გონივრულად გაანაწილებ.
სააღდგომო შეთავაზებები ვრცელდება შერჩეულ პარტნიორ ობიექტებზე, სადაც ზოგან - სასიამოვნო ქეშბექები, ზოგან კი განაწილების გაზრდილი თვეები გელოდება. ეს ყველაფერი ხდება ყოველგვარი გაძვირების გარეშე, ეფექტურ 0%-ად, რაც მაქსიმალურ მოქნილობასა და რეალურ ეკონომიას ნიშნავს.

სადღესასწაულო სამზადისი ხშირად საკუთარი თავის გახალისებით იწყება. თუ საგაზაფხულო გარდერობის განახლებას გეგმავ, ეს შეთავაზება ნამდვილად შენთვისაა: 5-იდან 7 აპრილის ჩათვლით, Dressup-ის მაღაზიებსა თუ ონლაინ პლატფორმაზე (dressup.ge) შოპინგისას მერე ბარათით გადახდის შემთხვევაში, თანხის 30% (მაქსიმუმ 150 ლარი) უკან დაგიბრუნდება, ხარჯს კი სრულიად უმტკივნეულოდ 4 თვეზე გაანაწილებ.

გაზაფხული ცვლილებების დროა და შესაძლოა, სწორედ ახლა გადაწყვიტო სახლისთვის, საჩუქრად ან უბრალოდ საკუთარი კომფორტისთვის ახალი ტექნიკის შეძენა. მაღაზიებში ისედაც არსებულ სააღდგომო ფასდაკლებებთან ერთად, მერე ბარათის 30 პარტნიორ კომპანიაში შენაძენის ღირებულებას გაორმაგებულ — 6, 8, 10 და 12 თვეზე გაანაწილებ ეფექტურ 0%-ად. ეს შესაძლებლობა მხოლოდ 3-13 აპრილის შუალედშია აქტიური.

მათთვის, ვინც სადღესასწაულო, გრძელ დასვენებებზე ქალაქგარეთ გასვლას ან სულაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოგზაურობას აპირებენ, სილქ ბანკმა დამატებითი კომფორტი შექმნა. 3-იდან 13 აპრილის ჩათვლით Booking-სა და Airbnb-ზე სასტუმროს ან აპარტამენტის დაჯავშნას მერე ბარათით შეძლებ ნებისმიერი პერიოდისთვის, სრული ღირებულება კი 12 თვეზე ეფექტურ 0%-ად განაწილდება.

თუ გსურს, სადღესასწაულო ვახშამი ევროპული გემოებით გაამდიდრო, ევროპროდუქტი საუკეთესო არჩევანია, რადგან აქ ერთ სივრცეში ყველაზე დიდი ასორტიმენტი დაგხვდება. 6-იდან 15 აპრილის ჩათვლით ნებისმიერ ტერმინალზე მერე ბარათით გადახდისას თანხის 20%-ს (მაქსიმუმ 100 ლარს) ქულების სახით დაიბრუნებ Silk მობაილბანკში. ხარჯს ამ შემთხვევაში 3 თვეზე გაანაწილებ. დაგროვილი ქულების ლარში გადაცვლა კი ნებისმიერ დროს უმარტივესადაა შესაძლებელი (100 ქულა = 1 ლარი).

სადღესასწაულო დღეებში ხშირი მგზავრობა და სტუმრიანობა გარდაუვალია. 6-იდან 15 აპრილის ჩათვლით მერე ბარათით საწვავის ხარჯსაც 3 თვეზე გაანაწილებ, ეფექტურ 0%-ად, საქართველოში სოკარის ნებისმიერ ბენზინგასამართ სადგურზე და დამატებით 20%-ს (მაქსიმუმ 100 ლარს) ქულების სახით დაიბრუნებ.

ეკოლოგიური ტრანსპორტის მფლობელებისთვისაც იდენტური პირობები მოქმედებს: თუ ელექტრომობილი გყავს, 6-იდან 15 აპრილამდე EV power-ის 60 000-ზე მეტ დასამუხტ სადგურზე შეგიძლია ავტომობილის დამუხტვა ნებისმიერ დროსა და ადგილას. უბრალოდ მოძებნე აპლიკაციაში სასურველი მისამართი, გადაიხადე მერე ბარათით და დაიბრუნე 20% (მაქსიმუმ 100 ლარი ქულების სახით), თანხას კი 3 თვეზე გაანაწილებ.
თუ ჯერ კიდევ არ გაქვს მერე ბარათი და გსურს ამ მრავალფეროვანი შეთავაზებებით სარგებლობა, მისი აღება სრულიად უფასოდ შეგიძლია ონლაინ, Silk მობაილბანკში, ბანკის ფილიალებსა და პარტნიორ ობიექტებში.
გაქვს ახლა, იხდი მერე!