მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7092.8
0.0025
flag
AZN 1.5911
-0.0001
flag
CNY 38.179
0.0111
flag
EUR 3.1204
-0.0019
flag
GBP 3.5503
0.0081
flag
KZT 52.19
0.0014
flag
TRY 0.0637
0
flag
USD 2.7052
-0.0004

კრწანისის ტყე-პარკი ისედაც საჭიროებდა რეაბილიტაციას, რომლის სავარაუდო ღირებულება იქნებოდა 158 მილიონი ლარი, რაც უნდა დახარჯულიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რეალურად, რაც უნდა დაეხარჯა ბიუჯეტს, იმას გააკეთებს Eagle Hills - ირაკლი კობახიძე

news image

„იგლ ჰილსის" პროექტის ფარგლებში არათუ არ შემცირდება გამწვანების არეალი, პირიქით, გაიზრდება მწვანე სივრცეების მოცულობა კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ თემაზე ოპონენტების მხრიდან მრავალი სპეკულაციური განცხადება გაკეთდა.

„ათასი სპეკულაციური განცხადება მოვისმინეთ, თითქოს თბილისი დაკარგავს თავის ფილტვებს და ა.შ. ჩვენ შეგვიძლია, მკაფიოდ განვუმარტოთ საზოგადოებას, რომ არათუ არ შემცირდება გამწვანების არეალი, პირიქით, გაიზრდება მწვანე სივრცეების მოცულობა კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ. რაც შეეხება გონიოს, გონიო საერთოდ არ არის გამწვანებული და ის სივრცე, სადაც არ არის მწვანე ნარგავები დღეს, გამწვანდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოეწყობა. აქედან გამომდინარე, არათუ არ შემცირდება მწვანე სივრცეების მოცულობა გონიოში და კრწანისში, არამედ პირიქით, ეს სივრცეები გაიზრდება. რაც შეეხება კრწანისის ტყე-პარკს, რომელსაც ჰყავდა ძალიან ცოტა სტუმარი, ტყე-პარკში 90-იანი წლებიდან მოყოლებული შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე. ტყე-პარკი ისედაც საჭიროებდა რეაბილიტაციას, თბილისის მერიას ჰქონდა წინასწარი გაანგარიშება რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის და სავარაუდო ღირებულება იქნებოდა 158 მილიონი ლარი, რაც უნდა დახარჯულიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან. რეალურად, რაც უნდა დაეხარჯა ბიუჯეტს, იმას გააკეთებს კომპანია იგლ ჰილსი იმ პროექტის ფარგლებში, რომელთან დაკავშირებითაც საინვესტიციო ხელშეკრულება დაიდო. არათუ არსებულის რეაბილიტაცია განხორციელდება, ამ სივრცეს დაემატება ახალი მწვანე სივრცეები და თუ ადრე ძალიან ცოტა თბილისელი და ჩვენი თანამოქალაქე სტუმრობდა კრწანისის ტყე-პარკს, ეს სივრცე იქნება ღია ჩვენი ყველა თანამოქალაქისთვის და ესეც მნიშვნელოვანი ასპექტია. დღევანდელი მდგომარეობის ნაცვლად, იქ მისვლა იქნება ძალიან სასიამოვნო თითოეული თბილისელისთვის და ესეც იქნება ამ ხელშეკრულების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი გვერდითი ეფექტი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის განმარტებით, გარემოს ეროვნული სააგენტო და სხვა შესაბამისი უწყებები ასევე განახორციელებენ პროექტის სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას და აქაც დაცული იქნება კანონით დაცული შესაბამისი პროცედურები, მათ შორის საჯარო განხილვების კუთხით.

„ამიტომ, ეკოლოგიის ნაწილშიც ყველანაირად იქნება უზრუნველყოფილი სახელმწიფო ინტერესების დაცვა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image იანვარ-სექტემბრში სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა პრემია 12%-იან ზრდას აჩვენებს

26.11.2025.13:00

2025 წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა პრემიამ 1 098 მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 272 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 113 მილიონი ლარი.  სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 696 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 517 მილიონ ლარს. 

2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. 

უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის 9 თვის სტატისტიკით, სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემია პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 098 მლნ. ლარი, მაშინ როდესაც 2024 წლის 9 თვეში ეს მაჩვენებლები 983 მლნ. ლარს შეადგენდა. ზრდა 12%-მდეა.

სექტორის მიერ მოზიდული სადაზღვევო პრემია დაზღვევის სახეობების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევა - 478.1
  • სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა) - 226.6
  • ქონების დაზღვევა - 128.4 მლნ ლარი;
  • სიცოცხლის დაზღვევა - 94.1 მლნ ლარი;
  • სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო - 67.1 მლნ ლარი;
  • სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა - 25.8 მლნ ლარი;
  • უბედური შემთხვევის დაზღვევა - 15.9 მლნ ლარი;
  • ტვირთების დაზღვევა - 13.6 მლნ ლარი;
  • სამოგზაურო დაზღვევა - 12.1 მლნ ლარი;
  • საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა (კორპუსის დაზღვევა) - 12.1 მლნ ლარი;
  • ვალდებულებათა შესრულების დაზღვევა - 10.8 მლნ ლარი;
  • საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა გამოყენებასთან დაკავშირებული - 7.9 მლნ ლარი;
  • დაზღვევა საფინანსო დანაკარგებისაგან - 5.2 მლნ ლარი;
  • მცურავი სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა (კორპუსის დაზღვევა) - 0.5 მლნ ლარი;

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ანაზღაურებული სადაზღვევო ზარალების მიხედვით კომპანია ჯიპიაი ლიდერობს, ხოლო 9 თვის განმავლობაში გამომუშავებული პრემიის მიხედვით ლიდერი თიბისი დაზღვევაა, ხოლო დამდგარი სადაზღვევო ზარალებში კომპანია ჯიპიაი არის პირველ ადგილზე. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა