მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.3
-0.0297
flag
AZN 1.603
-0.0004
flag
CNY 37.924
-0.0051
flag
EUR 3.1254
-0.0181
flag
GBP 3.6479
-0.0316
flag
KZT 52.19
0.0007
flag
TRY 0.0686
-0.0001
flag
USD 2.726
-0.0008

კრისტალმა Triple Jump-სგან 4 მილიონი აშშ დოლარის სუბორდინირებული სესხი მიიღო

news image

კრისტალმა 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრო ბანკის ლიცენზია მიიღო და საფინანსო ბაზარზე ოპერირებას ახალი სტატუსით აგრძელებს. გაბანკების შემდეგაც, კომპანია აქტიურად  თანამშრომლობს საერთასორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ამით ხელს უწყობს შესაბამისი ფინანსური რესურსების მობილიზებას, რომელიც ძირითადად ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერას და ბიზნესების გაძლიერებას ხმარდება

ამჯერადკრისტალმაგრძელვადიანი პარტნიორისგან - Triple Jump-სგან 4 მილიონი აშშ დოლარის სუბორდინირებული სესხი მიიღო. რესურსი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კრისტალის კაპიტალის გაძლიერებაში და საშუალებას მისცემს კომპანიას გაზარდოს საფინანსო სერვისებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში. მიღებული თანხა მიმართული იქნება მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების დაფინანსებაზე

როგორც კრისტალის გენერალური დირექტორი, ილია რევია აღნიშნავს:მოხარულები ვართ, რომ ტრიპლ ჯამპთან მორიგი გარიგება შედგა. კრისტალმა ბოლო წლებში გამორჩეული ფინანსური მაჩვენებლები, მაღალი მომგებიანობა და ზრდა აჩვენა. Triple Jump-თან სუბორდინირებული სესხის სახით ჩვენი პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს გავაგრძელოთ ჩვენი ზრდა, შევთავაზოთ მცირე და საშუალო ბიზნესს მორგებული ფინანსური სერვისები და გავზარდოთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა.

გვეამაყება, რომ კრისტალთან ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობა ამ სუბორდინირებული სესხის მეშვეობით კვლავ გრძელდება და მხარს უჭერს კომპანიის მიკრობანკად ტრანსფორმაციას, ამავე დროს, აძლიერებს მისი კაპიტალის სტრუქტურას. ეს ინვესტიცია გამოხატავს ჩვენს ერთგულებას, ხელი შევუწყოთ იმ პასუხისმგებლიან საფინანსო ინსტიტუტებს, რომლებიც საქართველოში  ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას ემსახურებიან.“ - აღნიშნავს Triple Jump-ის საინვესტიციო ოფიცერი, თათია ჯაჯანაშვილი. 

კრისტალსა და ტრიპლ ჯამპს შორის პარტნიორობა 2016 წლიდან იღებს სათავეს. მას შემდეგ, მხარეებს შორის 15-მდე წარმატებული გარიგება შედგა.

ინფორმაციისთვის, კრისტალმა  2024 წელს ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან 90 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მიიღო. 2025 წლის პირველ კვარტალში კი კომპანიამ 40 მლნ-მდე ფინანსური რესურსი მოიზიდა.

გასულ წელს კრისტალმა ფინანსური რესურსი მოიზიდა ისეთი გავლენიანი და მსხვილი ფინანსური ინსტიტუტებისგან, როგორებიცაა, საფრანგეთის განვითარების სააგენტო (Proparco), ჰოლანდიის განვითარების ბანკი (FMO) BlueOrchard Finance Ltd, responsAbility Investment AG, Bank im Bistum Essen eG, Triple Jump B.V., Kiva, Developing World Markets (DWM) და Symbiotics Asset Management SA.

მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:

მიკრობანკიკრისტალისაქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 566 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები

Triple Jump-ის შესახებ: 

Triple Jump ჰოლანდიური საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც ფოკუსირებულია გავლენიან და მდგრად ინვესტიციებზე განვითარებად ბაზრებში. კომპანიის წარმომადგენლობები მოქმედებს ლიმაში, მეხიკოში, ნაირობიში, თბილისში და ბანგკკოკში. Triple Jump უზრუნველყოფს საინვესტიციო შესაძლებლობებს ისეთ სექტორებში, რომლებიც ხელს უწყობს უფრო პასუხისმგებლიანი და ინკლუზიური ფინანსური სისტემების ჩამოყალიბებასრაც თავის მხრივ, გლობალური გამოწვევების გადაჭრის ერთ-ერთი გზა შეიძლება გახდეს. კომპანია მართავს 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტ აქტივს (Assets Under Management) და მისი მენეჯმენტისა თუ საკონსულტაციო მომსახურების ქვეშ მყოფი ფონდები აფინანსებენ ისეთ სტრატეგიულ მიმართულებებს, როგორიცაა: ფინანსური ჩართულობა, ხელმისაწვდომი საცხოვრებელი, საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსება (Missing Middle Finance), კლიმატის ცვლილებასა და ბუნებრივ რესურსებზე ორიენტირებული ინვესტიციები. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://triplejump.eu

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა

23.06.2025.19:43

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდმა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა. 

ქ. ვარშავაში ადგილობრივი პარტნიორების - BNI-სა და BYD Polska-ს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე “ამბასადორი აილენდ ბათუმის” დელეგაციამ, პოლონელ პარტნიორებთან ერთად, ინოვაციური პროექტი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესებულ აუდიტორიას წარუდგენა. ღონისძიების ფარგლებში შეხვედრები გაიმართა, რომელსაც პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ქალბატონი დიანა ჟღენტი და საელჩოს პირველი მდივანი ბატონი ზურაბ ხუციანიძე ესწრებოდნენ.

BNI (Business Network International საერთაშორისო ბიზნეს ქსელი), როგორც პოლონეთში, ასევე მთელ მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ქსელურ ბიზნეს ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 1984 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა, ხოლო პოლონეთში 2006 წლიდან ოპერირებს. ამგვარი თანამშრომლობა, ქართულ და პოლონურ კომპანიებს შორის, ორივე ქვეყნისთვის მტკიცე, გრძელვადიან ურთიერთობების ხელშეწყობისკენ გადადგმულ, კიდევ ერთ, მტკიცე ნაბიჯს წარმოადგენს.

 

„ჩვენი გუნდი, მოწოდებულია, რომ სათანადოდ მოვახდინოთ ქვეყნის საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობების საერთაშორისო აუდიტორიისთვის წარდგენა. აღსანიშნავია, რომ პოლონეთში გამართული ღონისძიება, ევროპულ ბაზარზე, ჩვენი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის საწყის ეტაპს წარმოადგენს, რომელიც უახლოეს მომავალში არაერთ სტრატეგიულ ლოკაციაზე გაგრძელდება,“- აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ. 

კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს. „ამბასადორი აილენდ ბათუმი,” რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის 84 ჰექტარზე, ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად, მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება. პროექტს, როგორც ტურისტული, ასევე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანიშნულება გააჩნია, რაც ბათუმსა და ზოგადად საქართველოს, მსოფლიოს ახალ საინვესტიციო რუკაზე მოახვედრებს. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა