მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7107.9
-0.009
flag
AZN 1.6056
0.0005
flag
CNY 38.006
0.0008
flag
EUR 3.1602
0.0201
flag
GBP 3.7073
0.0136
flag
KZT 53.21
-0.0002
flag
TRY 0.0693
0.0001
flag
USD 2.7288
-0.0008

„კრისტალმა“ საბანკო პროდუქტების შეთავაზება დაიწყო

news image

“კრისტალმა” მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ მომხმარებლებისთვის საბანკო პროდუქტების და სერვისების შეთავაზება დაიწყო. სიახლე მნიშვნელოვან ცვლილებებსა და შესაძლებლობებს მოუტანს როგორც თავად კომპანიას, ისე მომხმარებლებსა და მთლიანად ქართულ საფინანსო ბაზარს.

16 ივნისიდან „კრისტალის“ საბანკო პროდუქტები და სერვისები ეტაპობრივად ამოქმედდა. დღეიდან, კომპანიის მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, გახსნან საბანკო ანგარიშები, ისარგებლონ გადარიცხვებით, დეპოზიტებითა და  “კრისტალის” გამორჩეული და მიმზიდველი საინვესტიციო პროდუქტებით. 

მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს სასესხო ლიმიტის ზრდა, რაც დამატებითი შესაძლებლობა იქნება “კრისტალის” მომხმარებლებისთვის, ისარგებლონ კიდევ უფრო მრავალფეროვანი, თანამედროვე და ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურებით. საგულისხმოა, რომ უკვე სექტემბრიდან ბანკი მომხმარებლებისთვის პლასტიკური ბარათების შეთავაზებასაც გეგმავს. 

“16 ივნისი კრისტალისთვის ისტორიული თარიღი და ჩვენი შესაძლებლობების სრულიად ახალ საფეხურზე გადასვლის დღეა. მოხარულები ვართ, რომ ერთგულ თუ ახალ მომხმარებლებს მეტად მრავალფეროვან, მათზე მორგებულ სერვისებს შევთავაზებთ და კიდევ უფრო გავზრდით ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ “კრისტალი” ოპერირების ამ გარდამტეხ ეტაპს კარგად მომზადებული შეხვდა. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ჩვენი გუნდის წვლილი, რომლის გარეშეც ამ წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. აქვე, მინდა საჯარო მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, ყველას, ვინც  აქტიურად გვიჭერდა მხარს ამ მნიშვნელოვან პროცესში”, - აღნიშნავს კრისტალის გენერალური დირექტორი ილია რევია. 

მიკრობანკის ლიცენზიის მიღებიდან ოპერირების დაწყებამდე, 4 თვის განმავლობაში კრისტალმა მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელა. კერძოდ, განახლდა პროცესები, სისტემები, მიდგომები, ახალი ცოდნის მიღების მიზნით,  გადამზადდა ყველა ფილიალის თანამშრომელი, განსაკუთრებული მოცულობის სამუშაო ჩატარდა რისკების მართვისა და რეგულაციებთან შესაბამისობის, ინფორმაციული უსაფრთხოების, თუ სხვა მიმართულებებით.  

მომხმარებლებისთვის ახალი, საინტერესო და კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და მოქნილი პირობების შეთავაზებას, ციფრული მომსახურებების განვითარებას და გამრავალფეროვნებას კრისტალი კვლავაც გააგრძელებს და ეტაპობრივად საბანკო პროდუქტების კუთხით მნიშვნელოვან სიახლეებს შეთავაზებს მომხმარებელს. კომპანიის მთავარ ორიენტირად კვლავაც რჩება მომხმარებლებთან სიახლოვე და მათი შესაძლებლობების გაძლიერება, პერსონალიზებული მომსახურება და ტექნოლოგიური განვითარება, რაც საფინანსო ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის ახალ ფორმას ქმნის და  სარგებელს მოუტანსროგორც “კრისტალს”, ისე მის მომხმარებლებს.

მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება დავითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 520 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები. 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბრენდების ჩამონათვალი, რომელთა მაღაზიებიც თბილისი მოლში მალე გაიხსნება

16.06.2025.19:00

თბილისი მოლი • Tbilisi Mall, რომელიც საქართველოში პირველი მულტიფუნქციური შოპინგ ცენტრია, მიმზიდველობას არ კარგავს და ახალი ბრენდებით ივსება. მიმდინარე წელს მოლში რამდენიმე ახალი ობიექტის გაიხსნა.

როგორც Business Insider Georgia-ს თბილისი მოლის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ბოლო 3 თვის განმავლობაში თბილისი მოლში გაიხსნა: 

1-ელი სართული

  • ნუკი კოსმეტიქს (კოსმეტიკა)
  • ვუდთინსი (ხელნაკეთი აქსესუარები)
  • დახლი (ტექნიკა)


მე-2 სართული

  • კედდო (ფეხსაცმელი, აქსესუარები)
  • ჟაკადი (საბავშვო ტანსაცმელი)
  • ვორტმან (ფეხსაცმელი)
  • დიოლი (ქალის თეთრეული)

მე-3 სართული

  • შესაფუთი კუთხე (სერვისი)

თბილისი მოლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მალე სავაჭრო ცენტრში გაიხსნება: 

1-ელი სართული

  • იორ ქოსმეთიქს (კოსმეტიკა)

მე-2 სართული

  • მუსტანგი (ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი)
  • ჯე ქიდს (საბავშვო ტანსაცმელი)
  • კატოვა (სათვალეები)

მე-3 სართული

  • ქოლექშენ ჰოუმი (სახლის აქსესუარები)
  • თოი ქინგ (სათამაშოები)
  • სთრობერო (კვება)
  • ტრენდიბოქსი (საჩუქრები)
  • დრო ბოქსი (საკანცელარიო)

თბილისი მოლი 2012 წელს გაიხსნა და ის ქვეყნის მასშტაბით პირველი შოპინგ ცენტრის სტატუსის მატარებელია.  მოლის ტერიტორიაზე კომერციული ფართები სამ სართულზეა განაწილებული და 74 000 კვ.-ს იკავებს. აქ წარმოდგენილია ცნობილი, საერთაშორისო ბრენდები და ქსელები, ასევე პოპულარული ბრედ-კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები. 15 000 კვ.მ-ზე განთავსებულია ჰიპერმარკეტი, ხოლო 400 კვ.მ-ზე - საბავშვო გასართობი ობიექტი და კონტაქტური ზოოპარკი. მოლის ზედა სართულზე ფუნქციონირებს მრავალდარბაზიანი კინოთეატრი. მიწისქვეშ, სამ სართულზე, მოწყობილია 2000-ადგილიანი ავტოსადგომი. სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია ისეთი სერვისები, როგორიც არის უფასო პარკირება, ქიმწმენდა, მანქანის რეცხვა, სამკერვალო და სხვა, რაც მომხმარებელს მეტ კომფორტს უქმნის და დროის დაზოგვაში ეხმარება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა