„კრისტალი“ საერთაშორისო კონკურისის Gender and Green Innovation Awards 2025-ის გამარჯვებულია
მიკრობანკი „კრისტალი“ საერთაშორისო კონკურისის Gender and Green Innovation Awards 2025 -ის გამარჯვებული გახდა.
კონკურსი ორგანიზებული იყო აზიის განვითარების ბანკის (ADB) და ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) მიერ, რომლის მიზანიც გენდერული თანასწორობისა და გარემოსდაცვითი მდგრადობის მიმართულებით გამორჩეული ინიციატივების აღიარება იყო.
კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი ორგანიზაცია მონაწილეობდა. აქედან, გამარჯვებული სულ 10 კომპანია გახდა. სწორედ ამ 10 გამარჯვებულ კომპანიას შორისაა მიკრობანკი “კრისტალი”, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის მაღალ კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ინივაციურ მიდგომას.
შეფასების კრიტერიუმი იყო ინოვაციურობა, სისტემური მიდგომა, კორპორაციული სოციალური გავლენა და მნიშვნელოვანი წვლილი გენდერული და მწვანე განვითარების მიმართულებით.
„კრისტალისთვის ეს გამარჯვება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ადასტურებს, რომ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა სცდება მხოლოდ საბანკო მომსახურებას და პოზიტიურ გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე და გარემოზე. გვჯერა, რომ ფინანსურ სექტორს შეუძლია ითამაშოს უდიდესი როლი გენდერული თანასწორობისა და მწვანე ინოვაციების გზაზე. ეს გამარჯვება კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვმატებს იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ინოვაციური ნაბიჯები და ვიყოთ სანდო პარტნიორი საზოგადოების, ქვეყნისა და რეგიონის განვითარებაში,” - აღნიშნავს კრისტალის გენერალური დირექტორი, ილია რევია.
CAREC-ის შესახებ:
Central Asia Regional Economic Cooperation (CAREC) წარმოადგენს მრავალმხრივ პარტნიორობას, რომელიც აერთიანებს ცენტრალურ აზიისა და მეზობელი ქვეყნებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, რათა ხელი შეუწყოს ეკონომიკურ განვითარებას, რეგიონულ თანამშრომლობასა და მდგრად ინიციატივებს. CAREC-ის კოორდინაციას ახორციელებს აზიის განვითარების ბანკი (ADB).
აღსანიშნავია, რომ „კრისტალს“ უკვე აქვს წარმატებული გამოცდილება ADB-თან თანამშრომლობის მიმართულებით: 2023 წელს კომპანიამ გამოუშვა 25 მილიონი ლარის გენდერული ობლიგაციები, რომლებიც მიზნად ისახავდა ქალ მეწარმეთა მხარდაჭერას საქართველოში.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია CAREC-ის ოფიციალურ პლატფორმებზე:
მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:
მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება დავითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.
დღის ტოპ 10 სიახლე
მარიამ ქვრივიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან ორმხრივი ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა
სხვა სიახლეები
02.10.2025.20:26
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო ტურის ფარგლებში სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი ქვეყნების წამყვანი დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ესტუმრნენ.
ინვესტორები საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვივნენ, სადაც ქვეყნის წამყვანი დეველოპერული პროექტები მოინახულეს, დეტალურად გაეცნენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ადგილობრივ კულტურულ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა.
აღნიშნული ტურის ფარგლებში, რომელსაც „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდი მასპინძლობდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. მათ შორის, მაღალი რანგის შეხვედრა შედგა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან, “აჭარის ეკონომიკური განვითარების ხედვის” ღონისძიების ფარგლებში.
დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ისეთი ცნობილი კომპანიის წარმომადგენლები, როგორებიცაა: „Asas Makeen Real Estate Development“, „TAM Group“ „Capital Club Dubai“, „Sports District“ და სხვ.
აღნიშნული ტური ინვესტორებისთვის, ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრულყოფილად წარმოჩენას ისახავდა მიზნად. ინვესტორთა მიერ გამოხატული მაღალი ინტერესი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის ისტორიულ მნიშვნელობას.