„კრისტალი“ მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვის მხარდამჭერია
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა (NORAD) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ადგილობრივი მეწარმე ქალების პროდუქციის ყველაზე დიდი გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიებას საგამოფენო ცენტრმა „ექსპო ჯორჯიამ“ წელს უკვე მეოთხედ უმასპინძლა. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 200-მდე მეწარმე ქალმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ღონისძიების მხარდამჭერებს შორის იყო მიკრობანკი „კრისტალი“, რომელიც უკვე მრავალი წელია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას საკუთარი სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად განსაზღვრავს.
„კრისტალი“ უკვე მრავალი წელია ახორციელებს და მხარს უჭერს იმ პროექტებს, რომლებიც ქალთა ფინანსური განათლების, ლიდერობისა და მეწარმეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. კომპანიის მხარდაჭერა გამოფენის მიმართ ხაზს უსვამს მის პასუხისმგებლობას, ხელი შეუწყოს არა მხოლოდ ინდივიდუალურ წარმატებებს, არამედ მეწარმე ქალების მხარდაჭერას და მათ ჩართულობას ქვეყნის ეკონომიკის გაძლირებაში,
გამოფენის ფარგლებში გამართული პანელური დისკუსია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროცესში ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას მიეძღვნა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო მიკრობანკი „კრისტალის“ გენერალურმა დირექტორმა, ილია რევიამ, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეწარმე ქალთა ფინანსური გაძლიერება არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ საზოგადოებრივ და ეკონომიკურ განვითარებაზე პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს.
„ჩვენთვის ქალთა გაძლიერება მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი არ არის. ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ბიზნესის განვითარებაზე, ისე ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. როდესაც ქალებს ვაძლევთ ფინანსურ შესაძლებლობებს, მათ ვაძლევთ შანსს, საკუთარი პოტენციალი სრულად გამოიყენონ. მათი წარმატება კი ქმნის უფრო სამართლიან და ძლიერ ეკონომიკურ გარემოს,“ - აღნიშნა „კრისტალის“ გენერალურმა დირექტორმა, ილია რევიამ.
ღონისძიება განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ის ხელს უწყობს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას, მათ ჩართულობას ბიზნეს გარემოში და ადგილობრივი წარმოების პოპულარიზაციას. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი პროდუქცია: საკვები და სასმელი, ხელნაკეთი აქსესუარები, სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებები, სათამაშოები, დეკორი და სხვა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მწვანე პროდუქტებზე, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა მასალებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით არის შექმნილი. გამოფენის მონაწილეთა შორის იყვნენ ძალადობაგამოვლილი, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები, უკრაინიდან იძულებით გადაადგულებული ქალებიც.
მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით.
სხვა სიახლეები
16.09.2025.16:09
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის სანდო პარტნიორი, აქტიურად უწყობს ხელს ტექნოლოგიური, ტურიზმის, განათლებისა და სხვა სფეროების განვითარებას. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ტურიზმის სამიტის „ტურისტერის” თანაორგანიზებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებაზე – ზამთრისა და სამთო-სათხილამურო ტურიზმზე კონფერენცია ჩატარდება.
ღონისძიება 2025 წლის 19 სექტემბერს გაიმართება და იგი ყურადღებას საქართველოს ზამთრის კურორტების პოტენციალზე, მათ კონკურენტულ უპირატესობებსა და განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილებს.
მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ უახლეს ტენდენციებს, ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსა და საკანონმდებლო სიახლეებს, რაც მათ ბიზნესის მოდერნიზაციასა და კონკურენტუნარიანობის ზრდაში დაეხმარება.
ღონისძიებაზე განხილული იქნება:
• პირდაპირი ჯავშნების ზრდა;
• ციფრული მარკეტინგის გამოყენება ადგილობრივი ტურისტების მოსაზიდად;
• კურორტების ოთხივე სეზონზე ვიზიტირებადობის ზრდის სტრატეგიები;
• საერთაშორისო ტურისტების მოზიდვა რეგიონული კონკურენციის პირობებში;
• ახალი ტურიზმის კანონის გავლენა სექტორზე.
ღონისძიება თბილისში, 19 სექტემბერს 14:00 – 18:00 საათზე სასტუმრო მუზეუმში გაიმართება. დეტალური დღის წესრიგი იხილეთ ტურისტერის ვებგვერდზე. დასწრება თავისუფალია. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://tourister.ge/ka/registration-190925