მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7116.1
0.0004
flag
AZN 1.6116
-0.0002
flag
CNY 38.04
0.0089
flag
EUR 3.109
0.0275
flag
GBP 3.6772
0.0167
flag
KZT 53.69
0.0018
flag
TRY 0.0706
0.0001
flag
USD 2.7397
-0.0004

კრისტალი - ადგილი, სადაც შესაძლებლობები რეალურად იწყება

news image

ჩვენი კომპანიის ახალი სლოგანი – ‘შენი შესაძლებლობების ბანკი’ – მხოლოდ მომხმარებლებისთვის შექმნილი გზავნილი არ არის. HR-ის ხედვით, ის სრულად გადმოსცემს ჩვენს დამოკიდებულებას თანამშრომლების მიმართაც, მუდმივად ვზრუნავთ, რომ ჩვენი კომპანია იყოს ადგილი, სადაც თითოეულ ადამიანს რეალურად აქვს განვითარების, სწავლებისა და ზრდის შესაძლებლობა  - ნინო ფარულავა, ტალანტების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

სულ ცოტა ხნის წინ კრისტალმა მიკრობანკის ლიცენზია მიიღო და უკვე თითქმის სამი თვეა, რაც ბაზარზე ახალი სტატუსით ოპერირებს. თითქმის 27 წლიანი ისტორიის მქონე კომპანია დღეს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია ქვეყანაში. როგორია „კრისტალის“ HR პოლიტიკა და რა შესაძლებლობები აქვს კომპანიას დასაქმების კუთხით, დეტალებზე Business Insider Georgia "კრისტალის" ტალანტების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ნინო ფარულავას ესაუბრა.

ჩემთვის მთავარი წარმატებაა, როდესაც თანამშრომელი გრძნობს, რომ მას აქ ხედავენ, ესმით და აძლევენ რეალურ სივრცეს განვითარებისთვის. ეს არის ის, რაც ჩვენს კომპანიას ღირსეულ დამსაქმებლად აქცევს.

„კრისტალი“, როგორც 27 წლიანი ისტორიის მქონე კომპანია ქვეყნის მასშტაბით 50-მდე ფილიალს აერთიანებს. დასაქმებული გვყავს 1200-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის არიან როგორც ძველი, გამოცდილი თანამშრომლები, ასევე ახალი, ე.წ. ჯენზის თაობა და ეს სინთეზი ქმნის იმ „კრისტალს“, რომელიც დღეს ბაზარზე საკმაოდ წარმატებით ოპერირებს. ახალი სლოგანი „შენი შესაძლებლობების ბანკი“, ეს მხოლოდ მომხმარებლებისთვის შექმნილი გზავნილი არ არის და HR ხედვით, ის სრულად გადმოსცემს დამოკიდებულებას თანამშრომლების მიმართ.  გვინდა, რომ ჩვენი კომპანია იყოს ადგილი, სადაც თითოეულ ადამიანს აქვს განვითარების, სწავლის და ზრდის შესაძლებლობა.

„კრისტალი“ პასუხისმგებლიანი კომპანიაა და გამჭვირვალობა, ხელმისაწვდომობა, ინოვაციები ჩვენი მთავარი ღირებულებებია და ეს ყველაფერი გამოიხატება ჩვენს თანამშრომლებთან მიმართებაშიც. ყოველთვის ვზრუნავთ, რომ ყველა თანამშრომელს ჰქონდეს მხარდაჭერა რესურსების სწორად განაწილებისა და ეთიკური გადაწყვეტილებების მისაღებად. ვცდილობთ, რომ შევქმნათ ისეთი HR სისტემები, იყოს, რაც საბოლოოდ ქმნის ნდობას და მოტივაციას გუნდში.

ასევე შევჩერდები პარტნიორობაზე, რომელიც ჩვენი მთავარი ღირებულებაა. ჩვენთან დასაქმებული ადამიანები უბრალოდ თანამშრომლები არ არიან. ისინი არიან ჩვენი პარტნიორები კომპანიის წარმატებაში და ერთად გავდივართ გამოწვევებით სავსე გზას.  ვითვალისწინებთ მათ ინტერესებს და საჭიროებებს და ვქმნით თანამშრომლებზე ორიენტირებულ კორპორატიულ კულტურას. ვატარებთ სხვადასხვა თიპის გამოკითხვებს და მთ შორის კმაყოფილების კვლევებს, და სწორედ მათზე დაფუძნებით  ყოველთვის ვცდილობთ, რომ თანამშრომლების საჭიროებები გავიგოთ და ზუსტად მათზე მორგებული ცვლილებები გავატაროთ ორგანიზაციაში.

მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ HR გუნდი ვიყოთ ინოვაციურები. ვნერგავთ ახალ პლატფორმებს, ვამუშავებთ ახალ სისტემებს და ვცდილობთ, რომ ახლებურად და ხარისხიანად ვაკეთოთ საქმე.

- რა არის თქვენი, როგორც დამსაქმებელი ორგანიზაციის ძლიერი მხარე? როგორ უმკლავდებით კონკურენციას შრომით ბაზარზე?

- „კრისტალი“ მომხმარებელზე და თანამშრომელზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც მაქსიმალურად ზრუნავს გუნდის წევრების კეთილდღეობაზე. ამ პროცესში კი გვაქვს ჩვენი გამორჩეული მიდგომები, რაც ვფიქრობ, ამ კომპანიის ძლიერი მხარეა. განვითარება, კარიერული ზრიდის შესაძლებლობა, კორპორატიული კულტურა, ზრუნვა, მხარდაჭერა და მეგობრული გარემო არის სწორედ ის, რაც კრისტალს კარგ დამსაქმებლად წარმოაჩენს.  ჩვენთვის პრიორიტეტულია თანამშრრომლების კარიერული ზრდა – ინვესტიცია, რომელიც ყოველთვის ამართლებს. მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია აქტიურად ვითარდება — საბანკო ლიზენზიის მიღების შემდეგ ახალ როლებს ვქმნით, იზრდება გუნდის პასუხისმგებლობა. ამ პროცესში ჩემი, როგორც HR მენეჯერის მთავარი ამოცანაა მაქსიმალური რესურსი ჩავდოთ ადამიანების განვითარებაში, გუნდშივე აღმოვაჩინოთ ახალი ტალანტები და მივცეთ მათ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება, ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევთ შიდა დაწინაურების სისტემას, რადგან  ჩვენთვის შიდა კარიერული პროგრესი მხოლოდ მოტივაციის ინსტრუმენტი არ არის – ეს არის სტაბილურობის და კომპანიის მიმართ ერთგულების კულტურის გაძლიერება .

ვფიქრობ, ეს მიდგომა ერთდროულად აძლიერებს როგორც გუნდის ნდობას HR-ისადმი, ისე კომპანიის რეპუტაციას – როგორც დამსაქმებლის, რომელიც და არა მხოლოდ ვაკანტურ პოზიციებს ავსებს, არამედ  რეალურ ინვესტიციას დებს გუნდის წევრების განვითარებაში.

ასევე, გვაქვს აღიარების არაერთი სამოტივაციო კამპანია იმისთვის, რომ თითოეული გუნდის წევრის შრომა მაქსიმალურად იყოს დაფასებული.

სამუშაო გარემო - არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობა. გადინების მაჩვენებელი არ გაქვს მაღალი და სწორედ ეს განაპირობებს, რომ ის გარემო, რომელშიც ჩვენთან ადამიანი ხვდება, არის მათთვის ერთ-ერთი საუკეთესო. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ეს კმაყოფილება მინიმუმ შევინარჩუნოთ და ამავდროულად, მუდმივად ვიზრუნოთ მის გაზრდაზე.

თანამშრომლები ჩვენთვის მხოლოდ თანამშრომლები არ არიან – ისინი ჩვენი პარტნიორები არიან კომპანიის წარმატებაში. ვუსმენთ მათ ინტერესებს, ვითვალისწინებთ საჭიროებებს და ვქმნით თანამშრომლობის საუკეთესო კორპორატიულ კულტურას.

სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვქმნით ისეთ სამუშაო გარემოს, რომელიც ეფუძნება ურთიერთნდობას და პატივისცემას, სადაც თითოეული კრისტალელი გრძნობს პასუხისმგებლობას ორგანიზაციის საქმიანობასა და  რეპუტაციაზე.

მისი არსებობის მანძილზე კომპანიაში გამორჩეული კორპორატიული კულტურა ჩამოყალიბდა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით - მმართველობის სტილით, ერთმანეთზე ზრუნვით, გუნდურობითა და სხვადასხვა სამოტივაციო ტრადიციებით არის გამოხატული. მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა  კოლეგიურად,  ხდება. კომპანიის  საქმიანობაში მონაწილეობის საშუალება,  საკუთარი მოსაზრებების გამოხატვა, ინიცირება ყველა კრისტალელს  შეუძლია.

წლების მანძილზე კრისტალელების გუნდურობამ დროს გაუძლო. ცხადია, ამ პერიოდის განმავლობაში იცვლებოდნენ თანამშრომლები,  თუმცა უცვლელი რჩებოდა კომპანიის კორპორატიული კულტურა და მუშაობის სტილი - პასუხისმგებლობა  და  განვითარებაზე ორიენტაცია.

 

- რა ძირითად გამოწვევებს აწყდებით რეკრუტინგის დროს. როგორ შეიცვალა შრომის ბაზარი ბოლო წლებში და რა ტენდენციებია საფინანსო სექტორში ამ თვალსაზრისით?

- ჩვენ, ისევე როგორც სხვა დამსაქმებლები, სხვადასხვა გამოწვევას ვაწყდებით ტალანტების მოძიების ნაწილში. თუმცა ვცდილობთ, რომ ამას გავუმკლავდეთ შიდა ტალანტების აღმოჩენით და შიდა პოტენციალის მართვის ხარჯზე. ასევე თანამშრომლების განვითარებით და ზრდით. შესაბამისი სტაჟირების პროგრამები, განვითარების შესაძლებლობები, ტრენინგები - ეს არის ის, რითაც ბაზარზე „შიმშილს“ კადრებთან დაკავშირებით ვავსებთ. თუმცა გარდა ამისა, სტანდარტულ მეთოდოლოგიებსაც მივმართავთ. როდესაც ახალი პოზიცია იქმნება პირველ რიგში ვაფასებთ ვინ არის ჩვენს შიგნით მზარდი ტალანტი და მათ განვითარებაში ვდებთ ინვესტიციას, უკვე ისინი გადაგვყავს ახალ პოზიციზე. ან როგორც მინიმუმ ვამზადებთ ახალი როლისთვის.

- რას აჩვენებს შედეგები, რამდენად კონკურენტუნარიანი დამსაქმებელი ხართ შრომის ანაზღაურების მხრივ?

- ვფიქრობთ, რომ კონკურენტუნარიანი პირობები გაქვს. დასაქმების თვალსაზრისით, ქვეყნის მასშტაბით 50-მდე ფილიალით ვართ წარმოდგენილი და ვამაყობთ, რომ საქართველოს რეგიონებში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი ვარ, რომელიც თანამშრომლებს თავაზობს ღირსეული დასაქმების პირობებს - ანაზღაურებაში იქნება ეს გამოხატული, თუ სხვა დამატებით ბენეფიტებში.

- რა როლი აქვს სწავლებას, თანამშრომელთა მომზადება-გადამზადებას "კრისტალის" HR პოლიტიკაში და როგორ ზრუნავთ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე?

- ჩვენთვის სწავლება-განათლება და განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლის მიზანია კომპანიის სტრატეგიასთან და მიზნების შესრულებასთან შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების მქონე თანამშრომლების მომზადება.

პროფესიული განვითარების სისტემატური და უწყვეტი პროცესი ეხმარება მათ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენაში, ახალი ცოდნისა და უნარ–ჩვევების განვითარებაში და აკმაყოფილებს, როგორც მათ მოლოდინებსა და მისწრაფებებს, ამავე დროს თანხვედრაშია კომპანიის ინტერესებთან.​​​​​​​

კომპანიაში არსებობს სწავლების ისეთი მექანიზმი, რომელიც ახალმიღებულ თანამშრომლებს ეხმარება მოკლე დროში შეძლონ ბიზნეს პროცესებთან და გუნდთან ადაპტაცია, ხოლო დასაქმებულებმა კი - პროფესიული ზრდა. ამ მიზნით კომპანიაში მოქმედებს სხვადასხვა სახის სასწავლო პროგრამები, რომელიც ჩვენს გუნდის წევრებს კარიერული განვითარების თანაბარ შესაძლებლობას აძლევს.

- სარგებლობენ თუ არა სტუდენტები გარკვეული შეღავათებით და რა ტიპის შეღავათები აქვთ მათ?

- ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სტაჟირების პროგრამა, რომელიც უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად აძლევს ახალგაზრდებს პრაქტიკულ ცოდნას და გამოცდილებას. თავისთავად, მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ კრისტალის სტაჟირების პროგრამის ფარგლებში საკმაოდ მოქნილი გრაფიკით ისარგებლონ, იმუშაონ და განვითარდნენ. ჩვენი მიზანია, რომ ეს ადამიანები ჩვენი გუნდის წევრები გახდნენ და ამიტომაცაა, რომ მათ  განვითარებაში გარკვეულ ინვესტიციასაც ვდებთ.  ამასთან, „კრისტალის აკადემიის“ ფარგლებში მოქმედებს მენტორინგის პროგრამა, რომლის წევრებიც არიასნ უკვე გამოცდილი, პროფესიონალი თანამშრომლები, რომლებიც ცოდნას უზიარებენ და ეხმარებიან სტაჟიორებს საორიენტაციო და პროფესიული სტაჟირების გავლაში, ახალმიღებულ თანამშრომლებს ადაპტაციაში, ხოლო  დაბალი შედეგების მქონე თანამშრომლებს-  შედეგების გაუმჯობესებაში.

- კოვიდის შემდეგ, ჩვენს ყოფაში დიდი დოზით დამკვიდრდა დისტანციურად მუშაობის რეჟიმი. ბევრმა კომპანიამ მექანიზმი უფრო მოქნილი გახადა, ზოგიერთისთვის კი უპირატესი მაინც ფიზიკურად ადგილზე ყოფნაა. როგორია ამ მხრივ თქვენი ხედვები, რას იტყვით დისტანციურად მუშაობის დადებით და უარყოფით მხარეებზე.

- ჩვენ ერთ-ერთ ბენეფიტად თანამშრომლებისთვის შეთავაზებული გვაქვს აღნიშნული მუშაობის ფორმა - მოქნილი სამუშაო რეჟიმი, რაც გულისხმობს მუშაობას როგორც სრულად დისტანციურად, ასევე ჰიბრიდულად. ეს არის ერთ-ერთი ბენეფიტი, რასაც ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ, მაგრამ, ამ მხრივ ხდება სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებაც. ცხადია, ყველა მიმართულებაში ასეთი ტიპის მუშაობის რეჟიმის შეთავაზება შესაძლებელი არ არის. თუმცა, სადაც ამის შესაძლებლობაა, მაქსიმალურად ვცდილობთ გამოვიყენოთ. დისტანციური რეჟიმი პანდემიის დროს შემოვიღეთ და მუშაობის ეს ფორმა დღემდე აქტუალურია.

- ვინაიდან თქვენ საფინანსო სექტორში ხართ წარმოდგენილი, რა სპეციფიკით გამოირჩევა სექტორი და როგორია ადამიანური რესურსების მართვის მოთხოვნები?

- ჩვენს შემთხვევაში დასაქმების ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა. გარკვეულ დარგის სპეციალისტებს პირდაპირ უნივერსიტეტებიდან ცხადია ვერ ვიღებთ, ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ ინვესტირებას იმ ნაწილში, რომ ეს ადამიანები, ახალკურსდამთავრებულები მივიღოთ სტჟირების პროგრამით. უნივერსიტეტებთან და პროფესიულ კავშირებთან ვთანამშრომლობთ აქტიურად. რეგიონებში სადაც კიდევ უფრო მეტად ჭირს ტალანტების მოძიება, ზუსტად მათთან თანამშრომლობით ვაღწევთ იმას, რომ ინვესტიცია ჩავდოთ ამ ადამიანების განვითარებაში და შემდგომ ეს ადამიანები გავხადოთ  ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრები.

- რომელ HR პროექტებს გამოარჩევთ, რომელიც ორგანიზაციაშია განხორციელებული?

- ზოგადად გამოვყოფდი იმ ნაწილს, რომ ჩვენი HR-ის დეპარტამენტი მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ორგანიზაციის შიგნით გვქონდეს საკმაოდ აქტიური სამოტივაციო კამპანიები, რომელიც უკავშირდება თანამშრომელთა დაფასებას, აღიარებას და წარმოჩენას სხვადასხვა ფორმით. პროექტები, რომელიც მოიცავს წარმატებული თანამშრომლების და გუნდების ისტორიას, სპორტული, ინტელექტუალურ-შემეცნებითი აქტივობები, დღესასწაულების და წარმატებების ერთად აღნიშვნის ტრადიცია და ბევრი სხვა, რომელიც ჩვენი გუნდის წევრების მხრიდან კომპანიის მიმართ ლოიალობას ზრდის. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენი გუნდის წევრების თითქმის 20 % უკვე 10 და მეტი წელია, რაც კრისტალის ერთგული თანამშრომელია. ამასთან, განსაკუთრებით გვეამაყება ისიც, რომ ჩვენგან სხვა კომპანიაში გადასული თანამშრომლები, დღემდე რჩებიან კრისტალის დიდ გულშემატკივრად.

#შენი შესაძლებლობების ბანკი

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

21.05.2025.19:25

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა.

ნათია თურნავამ მისიის წევრებს, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის საკითხები და მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გააცნო.

სებ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკი რჩება არსებული მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს ერთგული, რომლის ფარგლებშიც ცენტრალური ბანკი წარმატებით უზრუნველყოფს ფასების სტაბილურობას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც სსფ-ის წესდების IV მუხლის დებულებით („მეოთხე მუხლის კონსულტაციები“) გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში ხორციელდება, საქართველოში მუშაობა დღეს დაიწყო.

მიმდინარე მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხილვა.

ეროვნულ ბანკში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე. სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი და სებ-ის მიმართულებების ხელმძღვანელები.

მომდევნო დღეებში სსფ-ს მისია სამუშაო შეხვედრებს გამართავს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის, ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური ბაზრების, სპეციალიზებული რისკების და სხვა დეპარტამენტებთან.

ვიზიტის დასასრულს მისია შემაჯამებელ შეხვედრას ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ნათია თურნავასთან და ეკონომიკური პროფილის სამინისტროების წარმომადგენლებთან გამართავს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა