მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7081.3
-0.0025
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 37.999
-0.0024
flag
EUR 3.168
0.0098
flag
GBP 3.6389
-0.0019
flag
KZT 50.36
-0.0007
flag
TRY 0.0645
-0.0002
flag
USD 2.7079
-0.0016

ყოველთვის ახალი ბიზნეს მობილბანკი და ინტერნეტბანკი საქართველოს ბანკისგან - ინტერვიუ დაჩი გორგილაძესთან

news image

საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის ციფრული სერვისების განვითარებას აქტიურად აგრძელებს. ბანკმა სექტემბერში ორი მნიშვნელოვანი სიახლე წარადგინა: ხელშეკრულების შესრულების გარანტიის სრულად დისტანციური მიღება და თანამშრომელთა მართვის განახლებული პლატფორმა. სწორედ ამ ფუნქციონალებზე საუბრობს დაჩი გორგილაძე, საქართველოს ბანკის Digital Cluster Product Owner.

ახლახან საქართველოს ბანკმა ბიზნეს მობილბანკსა და ინტერნეტბანკში ორი მნიშვნელოვანი განახლება წარადგინა. რა იყო მთავარი მოტივაცია ამ ცვლილებების განხორციელების უკან?

ჩვენი მთავარი მიზანია, ბიზნესისთვის ყოველდღიური საქმიანობა მაქსიმალურად მოქნილი და მარტივი გავხადოთ. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის სრულად დისტანციურად მიღება და თანამშრომელთა მართვის განახლებული პლატფორმა სწორედ ამ საჭიროებებს პასუხობს. ამ გზით კომპანიებს ვუზოგავთ დროს, რესურსს და ვაძლევთ შესაძლებლობას, ძირითადი ყურადღება განვითარებაზე გაამახვილონ.

– მოდით, პირველ სიახლეზე ვისაუბროთ – ხელშეკრულების შესრულების გარანტია ახლა უკვე ბიზნეს მობილბანკშიც ხელმისაწვდომია. რა სარგებელს მოუტანს ეს კომპანიებს?

ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბიზნესისთვის, განსაკუთრებით იმ კომპანიებისთვის, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობენ. ადრე ასეთი გარანტიის მისაღებად ფილიალში ვიზიტი იყო საჭირო. ახლა კი მობილბანკში რამდენიმე ღილაკზე დაჭერა საკმარისია: განაცხადის შევსების შემდეგ გადაწყვეტილებას 1 წუთზე ნაკლებ დროში იღებთ, ხელშეკრულება კი დაახლოებით ერთ საათში მზად არის და სრულად ციფრული ხელმოწერით დასტურდება.

დამატებით, ბლანკიანი დოკუმენტის საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელს ორი ალტერნატივა აქვს – მიიღოს იგი ფილიალში ან გამოითხოვოს ფოსტით. ეს მთლიანად ციფრულ პროცესს კიდევ უფრო მოქნილს ხდის.

– გარდა სისწრაფისა და კომფორტისა, რა უპირატესობები აქვს ამ პროდუქტს?
ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ გარანტია გაიცემა უზრუნველყოფის გარეშე – 75,000 ლარამდე. ხოლო ის, რომ დოკუმენტის მიღება სრულიად დისტანციურადაც შესაძლებელია, ბიზნესს მოქნილობას სძენს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სწრაფი რეაგირება გადამწყვეტია.

– მეორე განახლება თანამშრომელთა მართვის პლატფორმას ეხება. რა შეიცვალა ინტერნეტბანკში?

ბიზნესის ზრდასთან ერთად, საქმიანობის დელეგირება მნიშვნელოვანი ხდება. მით უფრო, როცა საქმე ფინანსების ეფექტიანად მართვას ეხება. სწორედ ამიტომ განვაახლეთ ინტერნეტბანკის პლატფორმა - ახლა ერთიან სივრცეშია შესაძლებელი თანამშრომელთა მოწვევა, როლების შექმნა და უფლებების მინიჭება.

ყველაზე დიდი სიახლე არის ის, რომ ერთ სივრცეში დავაკავშირეთ ჩვენი ბიზნეს პლატფორმები. მომხმარებლის მოწვევა ყველა ბიზნეს არხისთვის ერთი სივრციდან არის შესაძლებელი და მოწვეულ თანამშროლებს შეეძლება როგორც ინტერნეტბანკიდან გადარიცხვა ისე, მაგალითად, ბიზნეს მენეჯერში განვადების დაბრუნების დადასტურება. ამით პროცესები გაცილებით უფრო ჩქარდება და მოქნილი ხდება.

– რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ინოვაციები საქართველოს ბანკისთვის გრძელვადიან სტრატეგიაში?

საქართველოს ბანკის ხედვა ბიზნესისთვის ციფრული სერვისების მუდმივი გაუმჯობესებაა. სწორედ ამ მუდმივმა სწრაფვამ ინოვაციებისკენ მოგვიტანა საერთაშორისო აღიარება – წელს Global Finance-მა საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესთვის საუკეთესო სრულად ციფრულ ბანკად აღიარა, ამასთანავე, ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო SME პლატფორმის შექმნისთვის დააჯილდოვა.

– როგორ ხედავთ ბიზნეს ციფრული სერვისების მომავალ განვითარებას?

ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ბიზნესს მუდმივად ჰქონდეს ყველაზე თანამედროვე, მოქნილი და ეფექტიანი ციფრული სერვისები. ვფიქრობთ, მომდევნო ეტაპზე კიდევ უფრო მეტ ფუნქციონალს განვავითარებთ ჩვენს ციფრულ არხებში, შევქმნით პერსონალიზებულ გადაწყვეტებს და გავამარტივებთ პროცესებს ისე, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა საკუთარი კომპანიის განვითარებისთვის მეტი დროის გამოთავისუფლება შეძლონ.

გაიგეთ მეტი საქართველოს ბანკისბიზნეს მობილბანკის და  საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკის შესაძლებლობების შესახებ, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად 2 წუთში, ონლაინ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Babolat X Lamborghini – „კუს ტბა პადელის“ ახალ კორტებზე სამოყვარულო ტურნირი გაიმართა

17.10.2025.17:48

საერთაშორისო ბრენდების კოლაბორაციით თბილისში Babolat X Lamborghini-ს პადელის ტურნირი მოეწყო. ღონისძიებას კუს ტბის პადელის კლუბმა უმასპინძლა. სამოყვარულო ჩემპიონატი Lamborghini Tbilisi-სა და საქართველოში ჩოგნების საერთაშორისო ბრენდის Babolat-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანიის პარტნიორობით ჩატარდა. პრემიუმ ბრენდების ადგილობრივი წარმომადგენლობებისთვის მთავარი ინსპირაცია ორი კომპანიის გლობალური თანამშრომლობა გახდა. 

მადონა ბაკურაძე, Lamborghini Tbilisi-ს კომერციული დირექტორი: „ჩვენი მომხმარებლების დიდი ნაწილი აქტიურად არის დაკავებული სპორტის ამ სახეობით და მათთვის ეს ინიციატივა ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა. პადელი საკმაოდ სხარტი სპორტია, რომელიც მოქნილობასთან, სწრაფ მოძრაობებსა და გადაწყვეტილებებთან ასოცირდება. ასეთივეა Lamborghini, რომელიც განსაკუთრებული ხასიათითა და სიმძლავრით გამოირჩევა. სწორედ აქ ვხედავთ ამ ორ ბრენდს შორის კავშირს. ეს ტურნირი არა მხოლოდ სპორტული შეჯიბრება, არამედ ერთგვარი პლატფორმაა, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს უწყობს საქართველოში პადელის პოპულარიზაციას, მეორე მხრივ კი, ჩვენს მომხმარებლებს შორის კომუნიკაციის გაღრმავებას“. 

ჩემპიონატს, რომელიც წყვილებში ჩატარდა, ჯამში, 90 მონაწილე ჰყავდა. ქალების კატეგორიაში გაიმარჯვეს მაია ირემაშვილმა და ნარინე ეთარიანმა, კაცების კატეგორიაში კი - ლუკა კიკაბიძემ და ნუგზარ ბარქაიამ. გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრად Babolat-ისა და Lamborghini-ს კოლაბორაციით შექმნილი ექსკლუზიური პადელის ჩოგნები გადაეცათ, რომლებიც ლიმიტირებული რაოდენობით არის წარმოებული.

დავით ისლამოვი, Babolat-ის ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში: Babolat-ისა და Lamborghini-ს კოლაბორაცია თავისი შინაარსით უნიკალურია. ექსკლუზიური Babolat X Lamborghini-ს პადელის ჩოგნები პრემიუმ მასალებითა და დიზაინით გამოირჩევა. გლობალურმა ბრენდებმა ამ სერიის წარმოებისას სწორედ ის გრაფიტი (ნახშირბადის ბოჭკოვანი მასალა) გამოიყენეს, რომლითაც Lamborghini-ს ავტომობილები იწარმოება, რაც თამაშის დროს ჩოგანს განსაკუთრებით კომფორტულსა და ეფექტურს ხდის. ასეთი ტურნირის მოწყობა ჩვენთვის საამაყოა. ვფიქრობთ, ამ ინიციატივამ საქართველოს სპორტულ ლანდშაფტს ახალი იმპულსი შესძინა“.

პადელის ტურნირისთვის განსაკუთრებული ლოკაცია შეირჩა - სწორედ ეს იყო პირველი მასშტაბური ღონისძიება, რომელსაც კუს ტბაზე ახლად გახსნილმა თანამედროვე სტანდარტებით შექმნილმა პადელის კლუბმა უმასპინძლა.

ბესო ხარძიანი, „კუს ტბა პადელის“ თანადამფუძნებელი: „Babolat X Lamborghini-ს ტურნირი, მსოფლიოს მასშტაბით, სულ რამდენიმე ქვეყანაშია ჩატარებული. ამიტომ ჩვენთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა, რომ სწორედ ჩვენს კლუბს მიეცა შესაძლებლობა, ამ ტურნირის მასპინძელი ყოფილიყო საქართველოში და პადელის ახალი კორტები ასეთი პრესტიჟული ღონისძიებით გაგვეხსნა. 

დღეისათვის საქართველოში პადელის მიმართ მზარდი ინტერესი არსებობს. ეს სპორტი განვითარების გზაზეა და, შესაბამისად, ხელშეწყობასაც საჭიროებს. ასეთი პოპულარული ბრენდების ჩართულობა კი სხვებისთვისაც მაგალითის მიმცემი იქნება, რომ მსგავსი აქტივობები წაახალისონ. ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვიმედოვნებთ, რომ ეს ტურნირი პადელის განვითარების ახალი ეტაპის საწყისი იქნება საქართველოში“.

კუს ტბის პადელის კლუბი სპეციალურად Babolat X Lamborghini-ს ტურნირისთვის განსაკუთრებულად მოეწყო. პრემიუმ ბრენდებმა მომხმარებლებისა და მონაწილეებისთვის სასიამოვნო ატმოსფერო შექმნეს. ღონისძიების სპონსორები იყვნენ „ვისოლი“, „ალდაგი“, „სარაჯიშვილი“, „მაიზენი“ და DTK, რომლებმაც მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. 

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“  შემავალი Lamborghini Tbilisi ისტორიული ბრენდის Lamborghini-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ბრენდის შოურუმი თბილისში 2025 წლის ივნისიდან ფუნქციონირებს. Lamborghini სიძლიერის, ინოვაციისა და იდეალიზმის სიმბოლოა, რომელიც ხაზს უსვამს მის უნიკალურ შესაძლებლობებს და გამოხატულია დახვეწილი დიზაინით. Lamborghini Tbilisi-ს შოურუმი მომხმარებლებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, გაეცნონ ავტომობილის მრავალფეროვან კონფიგურაციებს და გაიზიარონ სპეციალურად მათთვის შექმნილი უნიკალური გამოცდილებები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა