ყოველდღიური ფრენები ნიშნავს, რომ ბაზარი უფრო მოქნილია და მგზავრს მეტი არჩევანის საშუალება აქვს - ლევან მოსეშვილი Condor Airlines-ის საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნებაზე
ტურიზმისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირ თბილისი დაკავშირებული იყოს ფრანკფურტთან, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა Condor Airlines-ის საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი განმარტებით, თბილისსა და ფრანკფურტს შორის ყოველდღიური ფრენები იმას ნიშნავს, რომ მგზავრებს გერმანიის მიმართულებით უფრო მოქნილად და უფრო კომფორტულად გადაადგილება შეეძლებათ.
„ Condor Airlines ბრუნდება საქართველოს ავიაბაზარზე. ოპერირებდა წლების განმავლობაში. Condor Airlines მომავალი წლიდან ყოველდღიური ფრენებით შემოდის საქართველოს ავიაბაზარზე. მას ფრანკფურტის მიმართულებით ექნება ყოველდღიური რეისები, რაც საქართველოსთვის ნიშნავს, რომ გერმანიის მიმართულებით მგზავრებს მიეცემათ შესაძლებლობა უფრო მოქნილად და უფრო კომფორტულად გადაადგილდნენ. აგრეთვე ბიზნესსექტორისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევითობა ექნებათ - საქართველოს დედაქალაქს დაკავშირებადობა ექნება დასავლეთ ევროპის კიდევ ერთ მიმართულებასთან, რაც ტურიზმსაც შეუწყობს ხელს. ტურიზმისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირ თბილისი დაკავშირებული იყოს ფრანკფურტთან. ყოველდღიური ფრენები ნიშნავს, რომ ბაზარი უფრო მოქნილია და მგზავრს მეტი არჩევანის საშუალება აქვს. საერთო ჯამში მინდა ხაზი გავუსვა, რომ ქუთაისისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებიდან, ჯამში, გერმანიის 8 ქალაქთან გვაქვს ავიამიმოსვლა. ვცდილობთ, რომ ეს ციფრი მუდმივად გავზარდოთ და არ შევამციროთ, რათა უფრო მეტი კომფორტი შევუქმნათ ჩვენს მგზავრებს - ავიამიმოსვლა იყოს უფრო მოქნილი, სწრაფი და მოხერხებული. სტაბილურობა და სანდოობა ძალიან მაღალი გვაქვს ავიასექტორშიც“, - აცხადებს მოსეშვილი.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოთხოვნები საქართველოს საზღვრებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებისათვის
სხვა სიახლეები
DOLO Merch სააღდგომოდ მომხმარებელს თემატურ კოლექციასა და სასაჩუქრე ნაკრებებს სთავაზობს
03.04.2026.12:00
DOLO Merch სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით მომხმარებელს თემატურ და განსხვავებულ კოლექციას სთავაზობს , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა, ქეთა ახობაძემ განუცხადა.
რას სთავაზობთ სააღდგომო სეზონზე მომხმარებელს?
სააღდგომოდ საცალო ბაზარზე მომხმარებელს ვთავაზობთ თემატურ რანერებს და სუფრებს, მინიმალისტური დიზაინით. მომხმარებლებს სააღდგომო კოლექციის შეძენა ჩვენს ვებგვერდზე შეუძლიათ dolomerch.com

რაც შეეხება კორპორატიულ მიმართულებას, კომპანიებს ვთავაზობთ სასაჩუქრე ნაკრებებს თანამშრომლებისთვის და პარტნიორებისთვის. ამ ნაწილში გაცილებით მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს, კორპორატიულ მომხმარებლებს ვთავაზობთ ტექსტილის პროდუქციას (რანერები, სუფრები, ხელსახოცები, თეფშის დასადებები), კვერცხის ფორმის შოკოლადები ყუთში, პასკები, კერამიკული პროდუქცია და ა.შ.

რა ფასის დიაპაზონშია სააღდგომო პროდუქტებისა და თემატური ნაკრებების შეთავაზება?
საცალო სეგმენტზე ფასები იწყება 50 ლარიდან და 140 ლარამდე ადის.
რაც შეეხება კორპორატიულ ბაზარს, ამ შემთხვევაში ფასები რაოდენობაზეა დამოკიდებელი.
როგორ შეუძლიათ მიიღონ დაინტერესებულმა პირებმა კატალოგი და შეუკვეთონ მათთვის სასურველი პროდუქტი?
დაინტერესებულ მომხმარებელს შეუძლია მოგვწეროს ფეისბუქზე, ინსტაგრამზე, მეილზე ან WhatsApp-ზე და მიიღოს კატალოგი.
ინფორმაციისთვის, DOLO Merch ქართული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს სუვენირებს, აქსესუარებსა და ტექსტილის პროდუქციას სთავაზობს.