Kotejebi.ge სამომავლოდ პროცესების ოპტიმიზაციას და ტექნოლოგიების გაძლიერებას გეგმავს
Kotejebi.ge უკვე ექვსი წელია ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს. კომპანიის მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia დირექტორს, გიორგი მგელაძეს ესაუბრა.
„რამდენიმე თვის წინ დავამატეთ ავეჯის წარმოების სერვისი, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს დამატებით კომფორტს სთავაზობს. მათ შეუძლიათ, ჩვენს კოტეჯებში განსათავსებლად ავეჯი უშუალოდ ჩვენთან შეუკვეთონ. აღნიშნული მომსახურება ვრცელდება მხოლოდ ჩვენს პროექტებზე და არ არის განკუთვნილი ცალკე რეალიზაციისთვის ან ბაზარზე გასატანად “, - აცხადებს გიორგი მგელაძე.

კომპანია სამომავლოდ ტექნოლოგიური მიმართულების გაძლიერებას გეგმავს.
„მიმდინარე წელს ტექნოლოგიური მიმართულების გაძლიერებას ვგეგმავთ. რა თქმა უნდა, ხარისხი ჩვენთვის უცვლელ პრიორიტეტად რჩება, რადგან მშენებლობის სფეროში მას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. გარდა ამისა, პროცესების ოპტიმიზაციაზე ვმუშაობთ, რათა შედეგს, რომელსაც ამჟამად ერთ თვეში ვიღებთ, უფრო მოკლე დროში მივაღწიოთ. ეს 2026 წლის ჩვენი მთავარი სტრატეგიული ამოცანაა.

გარდა ამისა, ვგეგმავთ სამშენებლო საქმიანობის გაფართოებას უცხოურ ბაზრებზე და ამ მიმართულების გააქტიურებას “, - აღნიშნავს კომპანიის დირექტორი.
ცნობისთვის, მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ესტუმროთ კომპანიის ვებგვერდს.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელს მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 411 მილიონი ლარი შეადგინა
სხვა სიახლეები
წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია, კომპანიას პროდუქტის ფასის შემცირებისა და მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ფასის შეთავაზების საშუალებას აძლევს - „აგროჰაბის“ დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი
11.03.2026.18:26
პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს, „აგროჰაბის“ დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა, განაცხადა, რომ საკუთარი წარმოება კომპანიას საშუალებას აძლევს, პროდუქტის თვითღირებულება შეამციროს და მომხმარებელს შედარებით დაბალი ფასი შესთავაზოს.
მისი განმარტებით, თუ კომპანიას საკუთარი რძის გადამამუშავებელი ქარხანა არ ექნებოდა და პროდუქტის შეძენა სხვა მწარმოებლისგან მოუწევდა, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, ზედმეტი რგოლების შემცირება და ლოჯისტიკის ოპტიმიზაცია კი, კომპანიას საშუალებას აძლევს, მომხმარებელს პროდუქტი შედარებით დაბალ ფასად შესთავაზოს.
ჯაშიაშვილის თქმით, თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას ხელფასები, კომუნალური გადასახადები და სხვა საოპერაციო ხარჯები ემატება, რაც ფასს ზრდის.
„რომ არ გვქონდეს ჩვენი რძის გადამამუშავებელი ქარხანა და მოგვიწიოს პროდუქტის შეძენა, ამ შემთხვევაში, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მაგალითად, სულგუნის დასამზადებლად საჭიროა დაახლოებით 9–9.5 ლიტრი რძე. ერთი ლიტრი ნედლი რძის ღირებულება დაახლოებით 2 ლარია, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ნედლეულის ღირებულება უკვე 18 ლარს აღწევს, ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე.
თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას დაემატება პირდაპირი ხარჯები — ხელფასები, კომუნალური და სხვა საოპერაციო ხარჯები, რაც მინიმუმ 21 პროცენტით ზრდის ფასს და დაახლოებით 21 ლარსა და 60 თეთრს აღწევს. შემდეგ მოდის დისტრიბუციის, ადმინისტრაციისა და მოგების ხარჯები, რაც ფასს კიდევ ზრდის და საბოლოოდ დაახლოებით 26 ლარს აღწევს.
ამ შემთხვევაში, ჩვენ პროდუქტი დაახლოებით 31 ლარად მოგვიწევს შევისყიდოთ. თუმცა, როდესაც საკუთარი წარმოება გვაქვს და პროცესები უფრო ეფექტურად არის ორგანიზებული, იგივე პროდუქტის წარმოება დაახლოებით 24 ლარი და 80 თეთრი გვიჯდება. ამით ვაღწევთ მნიშვნელოვან ეკონომიას. ზედმეტი რგოლების ამოღებით და ლოჯისტიკის გაიაფებით, შესაძლებელია მომხმარებლისთვის პროდუქტის შედარებით დაბალ ფასად შეთავაზება“, - განაცხადა გიორგი ჯაშიაშვილმა.