მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7228.8
-0.0198
flag
AZN 1.5693
-0.0009
flag
CNY 39.427
-0.0017
flag
EUR 3.1071
-0.0008
flag
GBP 3.591
0.0107
flag
KZT 54.39
-0.004
flag
TRY 0.0581
-0.0001
flag
USD 2.6673
-0.002
news banner

„კორიდა“ ასორტიმენტს აფართოებს

news image
mbc image

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია Korida • კორიდა ასორტიმენტის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას აპირებს. როგორც Business Insider Georgia-ს „კორიდაში“ განუცხადეს, სამომავლოდ შაშხების ასორტიმენტის ზრდა იგეგმება. ამ ეტაპზე კომპანია 2 სახეობის შაშხს: ქათმის და „ავსტრიულს“ აწარმოებს. 
„მომხმარებლის მხრიდან არსებულმა მოთხოვნამ, საშუალება მოგვცა შაშხების ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზე გვეფიქრა“, - განმარტავენ „კორიდაში“.
ამ დროისათვის “კორიდა“ 40-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს. კომპანიის ცნობით, მომხმარებლის მხრიდან ყველაზე მეტად მოთხოვნადი პროდუქტებია: სოსისი „ივერია“, ძეხვები „მონადირული“, „სერველატი“ და „საექიმო“. წლიდან წლამდე იზრდება კომპანიის გაყიდვებიც.
„გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით 13%-იანი ზრდა გვაქვს. რაც შეეხება ხარისხს, მიგვაჩნია, რომ „კორიდას“ შემთხვევაში დაცულია ხარისხისა და ფასის ოპტიმალური ბალანსი. მუდმივად ვმუშაობთ ხარისხის გაუმჯობესებაზე – ჩვენი ტექნოლოგები რეგულარულად გადიან სხვადასხვა ტრენინგებს საზღვარგარეთ, რაც საშუალებას გვაძლევს, დავნერგოთ ახალი და ინოვაციური ტექნოლოგიები“, - აცხადებენ კომპანიაში.
დღეისათვის„კორიდას“ მიერ წარმოებული ხორცპროდუქტები მთელი საქართველოს მასშტაბით იყიდება. მათი შეძენა შესაძლებელია, როგორც “ნიკორას”, “ლიბრეს”, “კარფურის”, “დეილის”, “მაგნიტის” სუპერმარკეტებში, ასევე სხვა სავაჭრო ობიექტებში, მათ შორის ე.წ. უბნის მაღაზიებშიც.
კომპანიაში არსებულ გამოწვებზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს სასაქონლო მეურნეობები, რომლებიც შეძლებენ მოთხოვნის უზრუნველყოფას. 
„ამიტომ “კორიდას” საწარმო იმპორტირებული ნედლეულით მარაგდება. ვთანამშრომლობთ წამყვან იმპორტიორ ქვეყნებთან, რომელთა შორისაა : არგენტინა, იტალია, ბრაზილია, გერმანია და სხვა.
„კორიდა“ იმ კომპანიებს შორისაა, რომელსაც მრავალი წელია დანერგილი აქვს საერთაშორისო ISO 9001; ISO 22000 სტანდარტები, НАССР სისტემა, რაც კომპანიის ნდობის, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების და ეფექტურ მართვის სისტემების მნიშვნელოვანი გარანტიაა. წარმოებისა და დისტრიბუციის პროცესში წარმოებისა და მიწოდების თითოეულ კომპონენტს უწევენ მონიტორინგს“, - განმარტავენ კომპანია „კორიდაში“.
აღსანიშნავია, რომ „კორიდა“ ხორცპროდუქტების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2007 წელს ქალაქ ფოთში შეიქმნა. ის უკვე 18 წელია ბაზარზეა და ხორცპროდუქტების მრავალფეროვან ასორტიმენტს აწარმოებს. 
“კორიდას“ ხორცპროდუქტების მთავარი უპირატესობა ხარისხისა და ფასის ბალანსია. დიდია იმ სეგმენტის მოცულობა, რომელიც ორიენტირებულია შედარებით დაბალ ფასზე და ამავე დროს, სჭირდება პროდუქტი, რომელიც ხარისხიანია და ნდობას იმსახურებს. სწორედ მაღალი ხარისხისა და ფასის თანაფარდობა არის ბრენდის მთავარი უპირატესობა“, - აცხადებენ კომპანიაში. 
 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - მხოლოდ არქელი პატარებისთვის

01.06.2026.18:15

„არქიმ“ პატარა არქელებისთვის ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.

#1 დეველოპერი ბავშვებისთვის ტრადიციულად ყოველ წელს განსაკუთრებულ დღეს აწყობს და გამონაკლისი არც წლევანდელი წელი ყოფილა.

ამჯერად „არქიმ“ ბავშვები გრანდ ავენიუს ტერიტორიაზე მოიწვია, სადაც სპეციალურად მოწყობილ სივრცეში პატარებს მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა დახვდათ: ანიმატორები, ზღაპრის გმირები, ბატუტი, სახეზე მოხატვა, სახალისო თამაშები, ბუშტების მასტერკლასი და გემრიელი სასუსნავები.

ღონისძიებას უამრავი პატარა არქელი ესტუმრა მშობლებთან ერთად. ორი საათის განმავლობაში ბავშვებმა დრო სახალისოდ, აქტიურად და შემეცნებითად გაატარეს.

#1 დეველოპერული კომპანია “არქი” ბაზრის უპირობო ლიდერია, რომელსაც უკვე 55 დასრულებული პროექტი აქვს და 70 000-მდე არქელს აერთიანებს. კომპანია მუდმივად სთავაზობს მომხმარებელს საუკეთესო პირობებსა და მრავალფეროვან არჩევანს, მათ შორის გამორჩეულ მშენებარე ბინებს თბილისში. ამავდროულად, არქი მუდმივად ზრუნავს მაცხოვრებლებზე და მათთვის წლის განმავლობაში რეგულარულად აწყობს საინტერესო ღონისძიებებს.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა