კონცენტრაციაზე პირობითი თანხმობის მიღებისას ბიზნესის ვალდებულებები
ბიზნესის გაფართოება ხშირად გულისხმობს საწარმოთა შერწყმას, წილის შესყიდვასა თუ სხვა ტიპის ტრანზაქციის განხორციელებას. თუმცა, მსგავსი კონცენტრაციები ყოველთვის ვერ აკმაყოფილებს ეროვნული მარეგულირებლის მოთხოვნებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს კონკურენციის შეზღუდვის რისკი. ასეთ შემთხვევებში კონკურენციის სააგენტო უფლებამოსილია, პირობითი თანხმობის გაცემის მიზნით დაადგინოს კომპანიისათვის გარკვეული ვალდებულებები (სტრუქტურული ან/და ქცევითი ღონისძიებები). იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია გვიზიარებს ინფორმაციას, თუ რა ტიპის ვალდებულებები შეიძლება დაეკისროს ბიზნესს კონცენტრაციაზე პირობითი თანხმობის მისაღებად და რა სამართლებრივი შედეგები მოსდევს მათ დარღვევას.
რა არის ქცევითი და სტრუქტურული ღონისძიებები?
კონცენტრაციაზე პირობითი თანხმობის მოსაპოვებლად კომპანიების მიერ შესასრულებელი ვალდებულებები შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად:
• სტრუქტურული ღონისძიებები – გულისხმობს ბიზნესის სტრუქტურულ ცვლილებებს, როგორიცაა: აქტივების, კონკრეტული ხაზის ან შვილობილი კომპანიის გაყიდვა. ამ ტიპის ღონისძიებათა მიზანია კონცენტრაციის შედეგად ბაზარზე ძალთა გადანაწილება ისე, რომ შემცირდეს კონკურენციაზე უარყოფითი ზეგავლენის რისკი. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს პრაქტიკაში ჯერ-ჯერობით არ ვხვდებით შემთხვევას, როდესაც ეკონომიკურ აგენტს პირობითი თანხმობის სანაცვლოდ დაევალა სტრუქტურული ღონისძიებების განხორციელება;
• ქცევითი ღონისძიებები – შესაძლოა მოიცავდეს კომპანიის ვალდებულებას, არ შეზღუდოს კონკურენტების ხელმისაწვდომობა კონკრეტულ რესურსებზე, შეინარჩუნოს ფასების სტრუქტურა, არ შეცვალოს კონტრაქტის პირობები კონკრეტულ პარტნიორებთან და ა.შ.
ვინ სთავაზობს პირობებს – ბიზნესი თუ სააგენტო?
კონცენტრაციის საქმის განხილვისას, პირობითი თანხმობა შეიძლება დადგინდეს:
• ბიზნესის ინიციატივით – კომპანიები ხშირად თავად სთავაზობენ სააგენტოს გარკვეულ პირობებს, რათა დააკმაყოფილონ ჯანსაღი კონკურენციის შენარჩუნების მოთხოვნები;
• სააგენტოს მოთხოვნით – არსებობს შემთხვევები, როდესაც კონკურენციის სააგენტო თავად ითხოვს ეკონომიკური აგენტებისაგან კონკრეტული ქმედებების განხორციელებას, როგორც თანხმობის წინაპირობას.
სააგენტოს ბოლო წლების პრაქტიკაში ვხვდებით რამდენიმე გადაწყვეტილებას პირობითი კონცენტრაციის დამტკიცების სახით. მაგალითისათვის, სააგენტომ დამოუკიდებელი ქცევითი ხასიათის ღონისძიებების გატარების პირობით შპს „ქართული ცემენტის“ მიერ შპს „ჯორჯიან ბეტონ კომპანი (ჯი ბი სი)“-ის აქტივების შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებები მოიცავდა:
• შეთანხმებულ პერიოდში ბეტონის სარეალიზაციო ფასის შენარჩუნებას ამავე დოკუმენტით განსაზღვრულ ზედა ზღვარს ქვემოთ;
• მიწოდების შეზღუდვის ან/და მიწოდებაზე უარის თქმის აკრძალვას, მათ შორის, დისკრიმინაციული მოპყრობის აკრძალვას მცირე ზომის ან/და ბაზარზე ახალშემოსული სუბიექტების მიმართ.
ვინ ახორციელებს პირობითი კონცენტრაციის მონიტორინგს და ვალდებულებების დარღვევის რა შედეგები შეიძლება დადგეს?
პირობითი თანხმობის სანაცვლოდ კომპანიის მიერ განსახორციელებელი ვალდებულებები, როგორც წესი, აღინიშნება ორმხრივ შეთანხმებაში, რომელიც დანართის სახით ერთვის სააგენტოს გადაწყვეტილებას. აღნიშნული შეთანხმება მოიცავს ეკონომიკური აგენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოს მიერ გამოსაყენებელი ინსტრუმენტების ჩამონათვალს, მათ შორისაა:
• ეკონომიკური აგენტის მიერ ანგარიშგების წარმოება სააგენტოსთან (პერიოდული დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება);
• სააგენტოს ინიციატივით შესაბამის ბაზარზე შემდგომი მონიტორინგის განხორციელება;
რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია, განახორციელოს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები, როგორიცაა:
o ამავე კანონით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება;
o სასამართლოსათვის შუამდგომლობის წარდგენა თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების თაობაზე.
კონცენტრაციის დროს პირობითი თანხმობა ერთგვარი კომპრომისია ბიზნესსა და მარეგულირებელ ორგანოს შორის. თუმცა, ეს კომპრომისი წარმოადგენს შესასრულებლად სავალდებულო პირობას, რომლის დარღვევაც სერიოზულ შედეგებს იწვევს. სწორედ ამიტომ, პირობების შეთავაზებისა თუ შესრულების პროცესში ბიზნესს სჭირდება მათი წინასწარი ანალიზი, გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი იურიდიული მხარდაჭერა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
13.06.2025.18:00
BlueSky Apart-Hotel წარმოადგენს პრემიუმ კლასის აპარტოტელს, რომელიც განთავსებულია BlueSky Tower - ის 7-36 სართულებზე. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია HSC Group Hospitality-ს დირექტორმა გიორგი დოლიძემ განაცხადა, თანამედროვე მულტიფუნქციური კომპლექსი აერთიანებს ორ ბლოკს, რომელთაგან ‘A’ ბლოკში უახლოეს მომავალში 795 მაღალი კლასის სასტუმროს ტიპის აპარტამენტი გაიხსნება. აღნიშნულ ბლოკში ასევე დაგეგმილია საერთაშორისო ბრენდის – Holiday Inn Resort-ის გახსნა, რომელიც მომდევნო წლისთვისაა დაგეგმილი.
„კომპლექსის ‘B’ ბლოკში განთავსებულია დაახლოებით 1,300 მაღალი დონის საცხოვრებელი რეზიდენცია. სამომავლოდ კი დაგეგმილია ობიექტის გაერთიანება ისეთი მნიშვნელოვანი სივრცეებით, როგორებიცაა: კაზინო, კომერციული ზონები. სასტუმროს ნაწილში კი რესტორანი, ტერასა, საცურაო აუზი და სრულფასოვანი სპა ინფრასტრუქტურა.
Blue Sky Apart-Hotel გათვლილია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ვიზიტორებზე და მომხმარებლებს სთავაზობს უნიკალურ მდებარეობას, პრემიუმ მომსახურებას, დაუვიწყარ ხედებსა და სრულად აღჭურვილ, თანამედროვე სტანდარტების აპარტამენტებს. აქ ყველაფერი გათვალისწინებულია იმისთვის, რომ სტუმარმა ბათუმში ყოფნის განმავლობაში იგრძნოს სიმშვიდე, კომფორტი და ხარისხი.
HSC Group Hospitality-ს დირექტორის თქმით, აპარტოტელი მიმართულია საშუალო და მაღალი სეგმენტის დამსვენებლებზე – ინდივიდუალურ მოგზაურებზე, ოჯახებზე და ბიზნეს ვიზიტორებზე. კომპლექსში წარმოდგენილია აპარტამენტების სხვადასხვა კატეგორიები:
- Studio Alley & Sea View
- One-Bedroom Suite Alley & Sea View
- Studio Yard View
- One-Bedroom Suite Yard View
აპარტამენტების ფართობი მერყეობს 30-70 კვ.მ-მდე, რაც სტუმრებს აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ მათ საჭიროებებზე მორგებული გეგმარება, ხედითა და სართულით.
ობიექტის ლოკაცია ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა: Blue Sky Apart-Hotel მდებარეობს გმირთა ხეივანზე, შავი ზღვის თაღის მიმდებარედ. პლაჟამდე მისასვლელად სულ რაღაც 5 წუთია საკმარისი, 2 წუთში შეგიძლიათ ესტუმროთ ბათუმის სტადიონს, 1 წუთის სავალზეა Black Sea Mall, ხოლო იუსტიციის სახლამდე მისასვლელად მხოლოდ 3-4 წუთი დაგჭირდებათ. ეს ხელსაყრელი მდებარეობა სტუმრებს სთავაზობს სწრაფ და მარტივ წვდომას ბათუმის მთავარ ტურისტულ ლოკაციებთან.
Blue Sky Apart-Hotel შედის წარმატებული სამშენებლო-დეველოპერული კომპანია LikeHouse - ის ჯგუფში, რომლის პორტფოლიოშიც არაერთი მასშტაბური და წარმატებული პროექტია. Blue Sky Tower წარმოადგენს 200 მილიონი ლარის ინვესტიციას და გამოირჩევა მაღალი ენერგოეფექტურობით, მდგრადობითა და უმაღლესი ხარისხის სამშენებლო და სარემონტო მასალების გამოყენებით. უშუალოდ Blue Sky Apart-Hotel - ში საშუალოდ დასაქმებული იქნება 150 ადამიანი.
HSC Group Hospitality პროექტს Pre-Opening-სა და პროექტის საკონსულტაციო მომსახურებებს უწევს.