მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7111
0.0011
flag
AZN 1.6031
0.0003
flag
CNY 38.283
0.0007
flag
EUR 3.2034
0.0066
flag
GBP 3.6759
0.0034
flag
KZT 49.84
0.0019
flag
TRY 0.0655
0
flag
USD 2.7263
0.0005

კონკურსი “დამსაქმებლის გამოწვევა” ბრიტანული განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

news image

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, არაფორმალური განათლების ცენტრის - ოქროს კომპასის პროექტის “დამსაქმებლის გამოწვევა” მხარდამჭერია.

ინიციატივა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს, მიიღონ ბრიტანული განათლება.

პროგრამა ადაპტირებულია ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) განათლების ინსტიტუტის ნებართვით.

ინიციატივის ფარგლებში, მონაწილეები იმუშავებენ საქართველოში არსებული სხვადასხვა ორგანიზაციის რეალურ გამოწვევებზე, რათა მოიფიქრონ პრობლემური ქეისის გადაწყვეტის საუკეთესო გზები, რომლებსაც შემდეგ ჩივნინგის სტიპენდიატებისგან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე წარადგენენ. შედეგად, ჟიურის წევრები გამარჯვებულ გუნდს გამოავლენენ. პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები შეძლებენ განივითარონ საკუთარი უნარ-ჩვევები, შეხვდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს, დაამყარონ პროფესიული კავშირები და მიიღონ დიდი ბრიტანეთის საუკეთესო უნივერსიტეტების დონის გამოცდილება.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად, მსურველებმა 12 ოქტომბრის ჩათვლით, უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე: https://shorturl.at/QLhj8 

ინფორმაციისთვის, ოქროს კომპასი არაფორმალური განათლების ცენტრია, რომელიც ერთი მთავარი მიზნით შეიქმნა – დაეკავშირებინა საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესიონალებთან.

დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ოქროს კომპასის ვებგვერდზე:

www.goldencompass.edu.ge

ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო ტურის ფარგლებში, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს დელეგაცია საქართველოს ესტუმრა

02.10.2025.20:26

ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო ტურის ფარგლებში სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი ქვეყნების წამყვანი დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ესტუმრნენ. 

ინვესტორები  საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვივნენ, სადაც ქვეყნის წამყვანი დეველოპერული პროექტები მოინახულეს, დეტალურად გაეცნენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ადგილობრივ კულტურულ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა.

აღნიშნული ტურის ფარგლებში, რომელსაც „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდი მასპინძლობდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. მათ შორის, მაღალი რანგის შეხვედრა შედგა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან, “აჭარის ეკონომიკური განვითარების ხედვის” ღონისძიების ფარგლებში.

დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ისეთი ცნობილი  კომპანიის წარმომადგენლები, როგორებიცაა: „Asas Makeen Real Estate Development“, „TAM Group“  „Capital Club Dubai“, „Sports District“ და სხვ.
აღნიშნული ტური ინვესტორებისთვის, ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრულყოფილად წარმოჩენას ისახავდა მიზნად. ინვესტორთა მიერ გამოხატული მაღალი ინტერესი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის ისტორიულ მნიშვნელობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა