მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.9
0.0064
flag
AZN 1.5883
-0.0007
flag
CNY 38.201
-0.0005
flag
EUR 3.1461
-0.0061
flag
GBP 3.6017
-0.0039
flag
KZT 53.53
-0.0035
flag
TRY 0.0635
-0.0001
flag
USD 2.7005
-0.0011

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ორი საქმის მოკვლევა დაიწყო

news image

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2 მოკვლევა დაიწყო - "რუსთავის ავტობაზრობის" მხრიდან შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე და საკვები სოდის წარმოება/რეალიზაციის მიმართულებით არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო შემთხვევაზე.

პირველი მოკვლევა  ავტოიმპორტიორი კერძო პირების საჩივრის საფუძველზე დაიწყო, სადაც მოპასუხე ეკონომიკური აგენტის - შპს ,,რუსთავის ავტობაზრობის"  მხრიდან ადგილი აქვს შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას.  კერძოდ,   ქ. რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მხრიდან არასამართლიანად მაღალი ფასის დადგენას.

მეორე მოკვლევის საქმე შეეხება საკვები სოდის წარმოება/რეალიზაციის სფეროში მოქმედი სუბიექტის სასაქონლო ნიშნებისა და გარეგნული იერსახის სავარაუდო მითვისებას ფაქტს.

კონკურენციის ხელშეწყობის, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და აღმოფხვრის მიზნით, სააგენტოში შეიქმნა მოკვლევის ჯგუფები, რომელსაც საკითხების შესწავლა დაევალა

2023 წელს, სააგენტომ დაასრულა 5 მოკვლევა დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, შეთანხმებული ქმედების და სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მხრიდან კონკურენციის შესაძლო შეზღუდვების მიმართულებით. 1 შემთხვევაში დარღვევა არ დადგინდა, 1 შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნით შესწავლა შეწყდა, 3 შემთხვევაში დარღვევა დადგინდა და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

ამავე პერიოდში, 6 საქმეზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამ დროსთვის, სააგენტო 5 საკითხთან მიმართებით მოკვლევის პროცესს აწარმოებს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Rooms Batumi-ში სტეფანესთან ერთად

05.12.2025.18:42

31 დეკემბერს, Rooms Batumi ახალ წელს Stephane-სთან ერთად ხვდება. ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Visa. 

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ არტისტის ახალ და ძველ, ყველასთვის კარგად ნაცნობ სიმღერებს, რომლებიც ელექტრონული, პოპ, ბლუზ, დისკო და ფანკის ელემენტებს აერთიანებენ.

1 იანვარს ღონისძიება გაგრძელდება Day Party-ით, გუგა ხელაიასთან ერთად.

ამასთან, SOLO-ს მომხმარებლებისთვის მოქმედებს სპეციალური შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც, 10 დეკემბრამდე, სასტუმროს SOLO Visa ბარათით დაჯავშნის შემთხვევაში, ოთახებზე იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.

ინფორმაციისთვის, ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ Rooms Batumi-ს სტუმრებისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა