კონკურენტებისგან გამოგვარჩევს პროდუქტი, რომელიც მომხმარებისთვის დაუვიწყარ ემოციას ქმნის - "ჩოკომია"
„ჩოკომია“ სამი წელია ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს ხელნაკეთი შოკოლადის მრავალფეროვან ასორტიმენტს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს მაია რატიანს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
კონდიტერია ყოველთვის მიზიდავდა და მუდმივად ვცდილობდი რაღაც ახალი, განსხვავებული და უჩვეულო მესწავლა. ძიების პროცესში წავაწყდი ყველიანი შოკოლადის ტრუფელის მასტერკლასს, რამაც განსაკუთრებული ინტერესი გამიჩინა. სწორედ ასე ვაქციე ჩემი გატაცება ბიზნეს იდეად. საქმიანობა 2022 წელს დავიწყე, ონლაინ კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ. შოკოლადი და ყველი ერთად ქმნის უნიკალურ გემოს, ამიტომ გამიჩნდა სურვილი, ეს განსხვავებული შეგრძნება რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გამეზიარებინა.
საქართველოს ბაზარი ტკბილეულით, განსაკუთრებით კი შოკოლადით, საკმაოდ გაჯერებულია, თუმცა „ჩოკომია“-ს ტრუფელები სრულიად სხვა ემოციას ტოვებს. მომხმარებლებს ვთავაზობთ ხელნაკეთი შოკოლადის მრავალფეროვან ასორტიმენტს: ტრუფელებს, ბომბონებს სხვადასხვა გულსართით, შოკოლადის ფიგურებსა და სასაჩუქრე ნაკრებებს. გარდა ამისა, ვატარებ მასტერკლასებს, როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
„ჩოკომია“ მომხმარებელს სთავაზობს განსხვავებული დიზაინისა და გემოვნური თვისებების მქონე პროდუქტს. შოკოლადის ტრუფელების ნაკრები არის ორიგინალური საჩუქარი ნამდვილი გურმანებისთვის. მრავალფეროვანი გემო, გამორჩეული ვიზუალი, ლამაზი შეფუთვა ყოველთვის იქცევს მომხმარებლის ყურადღებას. ასევე ძალიან პოპულარულია „დუბაის შოკოლადი“-ს ბატონები. დღესასწაულებზე მომხმარებლებს ვანებივრებთ თემატური შოკოლადის ნაკრებით.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
„ჩოკომია“-ს კონკურენტებისგან გამოარჩევს პროდუქტი, რომელიც გაოცებას და დაუვიწყარ ემოციას იწვევს, ეს არის შოკოლადის ტრუფელი ყველით, DorBlue (ყველი ლურჯი ობით), პარმეზანით, ყველით ბრი.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
მომავალში ვგეგმავთ ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას. მომხმარებელს საშუალება ექნება ერთ სივრცეში მიიღოს მომსახურება, დააგემვნოს უგემრიელესი ტკბილეული, როგორც ადგილზე, ასევე საშუალება ექნება შეუკვეთოს და თან წაიღოს. სადღესასწაულო დღეებზე მომხმარებელი მიიღებს თემატურ პროდუქციას, პარალელურად იმუშავებს ონლაინ მომსახურება.
ცნობისთვის, „ჩოკომია“ აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის მასშტაბით გამართულ სხვადასხვა გამოფენაში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომპანიის ვებგვერდს ესტუმრონ.
სხვა სიახლეები
06.10.2025.18:00
ამ ეტაპზე Profy · პროფის სერვისები ხელმისაწვდომია თბილისში და ბათუმში, თუმცა მოთხოვნა სხვა ქალაქებიდანაც საკმაოდ მაღალია, რის გამოც 2026 წლიდან ვგეგმავთ გაფართოებას იმ ქალაქებში, სადაც შევძლებთ პროფესიონალების სანდო ქსელის შექმნას, – ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Profy-ს გენერალურმა მენეჯერმა, გიორგი აბაკელიამ განაცხადა.
Profy არის აპლიკაცია, რომელიც სახლისთვის საჭირო სერვისებს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. ის აკავშირებს ერთმანეთთან სახლის მეპატრონეებსა და პროფესიონალებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებით გამოირჩევიან. მომსახურების მიმართულებები მოიცავს როგორც დალაგებას, ასევე ხელოსნის, სანტექნიკის, ქიმწმენდის, IT-ისა და სხვა ტიპის სერვისებს.
„Profy-ს იდეა გაჩნდა ძალიან პრაქტიკული საჭიროებიდან – ყოველდღიურ ცხოვრებაში სანდო ხელოსნის, ან დამლაგებლის პოვნა საქართველოში ხშირად დიდ დროს, ენერგიას მოითხოვდა და ხშირად ხდებოდნენ არასანდო სერვისის მსხვერპლი.
Profy-მ შექმნა ეფექტური ციფრული მოდელი, რომელიც აკავშირებს მომხმარებელს სანდო და ხარისხიან მომსახურებასთან. ჩვენ არ ვართ მხოლოდ სერვისების ჩამონათვალი. Profy არის ეკოსისტემა, რომელშიც მომხმარებელს უმარტივდება ყოველდღიური ცხოვრება. სერვისის მიმწოდებლებს კი ხელს ვუწყობთ თავიანთი ცოდნის მონეტიზაცია შეძლონ პლატფორმაზე და ღირსეული შემოსავალი მიიღონ.
დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მიზანი წარმატებით შესრულდა – Profy იქცა პლატფორმად, რომელსაც ათიათასობით მომხმარებელი და ასობით პროფესიონალი ენდობა“, - აცხადებს გიორგი აბაკელია.
საგულისხმოა, რომ Profy-ს სერვისებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება და ამ მხრივ გამონაკლისი არც 2025 წელია. პლატფორმაზე ყველაზე მოთხოვნადი კვლავ დალაგების სერვისებია.
„ასევე, მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს წინა წელთან შედარებით იმ სერვისების კატეგორიებში, როგორიცაა: საყოფაცხოვრებო ტექნიკის სერვისი (მონტაჟი, შეკეთება), სანტექნიკა, ელექტრობა, გათბობა | გაგრილება და ქიმიური წმენდა.
ეს ზრდა დაკავშირებულია როგორც პლატფორმის ცნობადობის ზრდასთან, ისე მომხმარებელთა ქცევის ცვლილებასთან - უფრო და უფრო ხშირად ირჩევენ ციფრულ პროდუქტებს ყოველდღიური სერვისების მისაღებად“, - მიიჩნევს Profy-ს გენერალური მენეჯერი.
კომპანიაში მომხმარებელთა ქცევას მუდმივად აკვირდებიან, და დაკვირვებები აჩვენებს, რომ წინა წლებთან შედარებით, მომხმარებლები კონდიციონერის წმენდასა და შემოწმებას უკვე ივნისამდე გეგმავენ, რათა თავიდან აირიდონ ტექნიკური პრობლემები ზაფხულის პიკში.
გენერალური დალაგება კი ახალი სტანდარტი გახდა - მომხმარებლები სულ უფრო ხშირად იძახებენ პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია შეასრულოს შემდეგი სერვისები: გენერალური დალაგება; ფანჯრებისა და რაფების შიდა და გარე წმენდა; რბილი ავეჯის მტვერსასრუტით დასუფთავება; საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და კარადების წმენდა.
საგულისხმოა, რომ თითოეული პროფესიონალი, რომელიც Profy-ს პლატფორმაზე რეგისტრირდება, გადის მრავალსაფეხურიან შერჩევას - ტექნიკური ცოდნის, გამოცდილებისა და კომუნიკაციის უნარების მიხედვით.
„გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ გავზარდოთ ჩვენი პლატფორმის ცნობადობა პროფესიონალებში, დავეხმაროთ მათ უკეთესად გაიაზრონ ციფრული სერვისის პლატფორმის უპირატესობები და მიიღონ ღირსეული შემოსავალი. ჩვენი პროფესიონალები თავად ირჩევენ: სამუშაო გრაფიკს, ლოკაციებს (უბნებს), სადაც სურთ სერვისის მიწოდება, იღებენ ანაზღაურებას სრულად ციფრული გზით, რაც ამარტივებს მათ ფინანსურ პროცესებს, ხოლო მათი პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია, როგორც პროფესიონალისთვის, ისე მომხმარებლისთვის, რაც დამატებითი უსაფრთხოების გარანტიაა.
არსებული პროფესიონალებისთვის - ჩვენ ვქმნით ტრენინგს, რაც საშუალებას აძლევს მათ პლატფორმაზე აიმაღლონ კვალიფიკაცია და დაიმატონ ახალი სერვისები თავიანთ პორტფოლიოში“, - აცხადებს გიორგი აბაკელია.
Profy-ს პლატფორმაზე მომხმარებლისა და სერვისის მიმწოდებლების დაკავშირება საკმაოდ მარტივად ხდება: მომხმარებელი ირჩევს სერვისის ტიპს, ადგილმდებარეობას და სასურველ დროს. აპლიკაცია ავტომატურად აჩვენებს ყველა ხელმისაწვდომ პროფესიონალს, მათ რეიტინგს, შესრულებული დავალებების რაოდენობასა და ფასს. შეკვეთის დადასტურების შემდეგ, პროფესიონალი მოდის მითითებულ მისამართზე, ასრულებს სამუშაოს, ხოლო მომხმარებელი აფასებს სერვისს. ეს ქმნის გამჭვირვალე ეკოსისტემას, სადაც ორივე მხარე დაცული და კმაყოფილია.
„ჩვენი პლატფორმისთვის ხარისხი და მომხმარებლისთვის მიცემული დაპირების დაცვა უმთავრესი პრიორიტეტია. ყველა პროფესიონალი წინასწარ გადამოწმებულია Profy-ს გუნდის მიერ. პლატფორმაზე მოქმედებს შეფასებების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალობას. აპლიკაციაში სერვისები დაზღვეულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევისას მომხმარებელი დაცულია ფინანსური და ქონებრივი ზარალისგან. ეს გვეხმარება, რომ მომხმარებელს მივაწოდოთ არა მხოლოდ სერვისი, არამედ სანდო და პროფესიონალური გამოცდილება“, - აცხადებს Profy-ს გენერალური მენეჯერი.
2025 წელს Profy-მ რებრენდინგი განახორციელა, შეიცვალა ლოგო და ბრენდის იდენტობა, განახლდა აპლიკაცია და ვებგვერდი, დაემატა ახალი ფუნქციები.
„შეცვლილია აპლიკაციის ინტერფეისი - ის უფრო თანამედროვედ არის გაფორმებული და ნავიგაციის პრინციპიც უკეთ შეესაბამება მომხმარებლის საჭიროებებს. თუმცა, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ინტერფეისის განახლებასთან ერთად, აპლიკაციას დაემატა ახალი ფუნქციონალიც.
ერთ-ერთი ასეთი ფუნქციაა „ფავორიტები“, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ მისთვის სასურველ პროფესიონალთან - რომლის მომსახურებითაც კმაყოფილი დარჩა - ჰქონდეს მუდმივად ხელმისაწვდომი ჩატი.
თუკი პროფესიონალი გარკვეული დროის მონაკვეთში დაკავებულია, მომხმარებელს შეუძლია მასთან სერვისის მიღების სხვა დროზე შეთანხმება, ასევე მარტივად გაუზიაროს მისი პროფილის ბმული მეგობრებს.
კიდევ ერთი ახალი ფუნქციაა საშუალო ფასის წინასწარ ჩვენება. რა თქმა უნდა, ყველა მომხმარებელს აინტერესებს ხარისხიანი სერვისი მისაღებ ფასად, ამიტომ, როცა ფასი წინასწარვე გეცოდინებათ, შეგიძლიათ, დრო დაზოგოთ პროფესიონალის ძიებაზე და ბიუჯეტიც უკეთ განკარგოთ.
დაემატა ახალი სერვისები, როგორიცაა ბინის დღიურად გაქირავებლებისთვის საწყობის სერვისი, გადაზიდვისა და მტვირთავების მომსახურება“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.