მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7035.3
0.0057
flag
AZN 1.5841
0.0011
flag
CNY 37.817
0.0018
flag
EUR 3.1473
-0.0029
flag
GBP 3.6387
-0.0063
flag
KZT 49.92
-0.0006
flag
TRY 0.0652
0
flag
USD 2.6939
0.0019

კონკრეტულ ბრენდებზე გამოცხადებული ფასდაკლება პირდაპირპროპორციულად აისახება კომპანიაზეც - ONEX.GE

news image

კონკრეტულ ბრენდებზე გამოცხადებული ფასდაკლება პირდაპირპროპორციულად აისახება კომპანიაზეც, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საერთაშორისო ამანათების გადამზიდავი კომპანია ONEX-ის საქართველოს ოფისის მარკეტინგის მენეჯერმა მარიამ ადამიამ განაცხადა.

კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ გაზაფხულის პერიოდში ამანათების გამოწერის მაჩვენებელი იზრდება.

„ONEX-ის სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, ზაფხულის პერიოდში საბერძნეთიდან გამოწერები ორმაგდება, როდესაც Inditex-ის ჯგუფში შემავალ ბრენდებზე 70-80%-იანი ფასდაკლებები ცხადდება. რასაც ვერ ვიტყვი მაისზე, რომელიც ჩვენს შემთხვევაში სტანდარტულად მზარდია, განსაკუთრებით მარტი-აპრილის მონაცემებთან შედარებით. თუმცა ამასაც თავისი ახსნა აქვს. მაისის ბოლოს ადამიანები აქტიურად იწერენ, რადგან ემზადებიან ზაფხულისთვის და გარდერობს აახლებენ, თუმცა ამ კუთხით ლიდერი მაინც აგვისტოს პერიოდი რჩება და მოლოდინებიც შესაბამისი გვაქვს. კონკრეტულ ბრენდებზე გამოცხადებული ფასდაკლება პირდაპირპროპორციულად აისახება კომპანიაზეც. ხოლო იმისათვის, რომ მომხმარებლებს სიახლეები და ფასდაკლებები არ გამორჩეთ, ჩვენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მოთხოვნად ბრენდებს ვადევნებთ თვალს ყოველდღიურ რეჟიმში და მათ ვუზიარებთ ინფორმაციას - აქციებს/პრომოკოდებს ჩვენი Telegram არხის საშუალებით“, - განმარტავს მარიამ ადამია.

ONEX-ის საქართველოს ოფისის მარკეტინგის მენეჯერის თქმით, კომპანიის მაგალითზე საბერძნეთიდან ამანათების სტატისტიკას, ის ყოველწლიურად მზარდია, „თუმცა ჩვენს მთავარ მიმართულებად რჩება ისევ ჩინეთი და აშშ, რომელიც უკონკურენტოა, ამანათების რაოდენობის კუთხით“.

ONEX საერთაშორისო გადამზიდი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, ხოლო საქართველოში შვილობილი კომპანია ოფიციალურად, 2023 წლის 5 მაისს ა.ყაზბეგის 19ბ - ში გაიხსნა. კომპანიის ორი მთავარი უპირატესობა, რითაც საერთაშორისო ბაზარზე და ახლა უკვე საქართველოშიც, კონკურენტებისგან გამოირჩევა არის ინოვაციურობა და სისწრაფე.
ONEX-ი მრავალ ინოვაციურ IT გადაწყვეტილებას სთავაზობს მომხმარებლებს. კომპანიის IT გუნდმა სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნა ინოვაციური და ძალიან ადვილად გამოსაყენებელი მობაილ აპლიკაცია - Onex Georgia და ვებ-გვერდი - Onex.ge, სადაც მომხმარებელს ძალიან მარტივად შეუძლია მიიღოს ინფორმაცია.
ONEX - ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა Customer Support, კომპანიის IT გადაწყვეტილებებით მომხმარებლებს ყველანაირი საკომუნიკაციო არხის მეშვეობით, ლაივ რეჟიმში შეუძლიათ მიიღონ მხარდაჭერა და კითხვებზე პასუხი, როგორიცაა სოციალური არხების ლაივ ჩათი, ჩათ ბოტი, სოციალური ქსელების ინბოქსი და ქოლ-ცენტრი.
ONEX - ის მომხმარებლებს შეუძლიათ ონლაინ იშოპინგონ ისეთ ცნობილ მაღაზიებში, როგორებიცაა Amazon, Ralph Lauren, Victoria’s Secret, ebay, Taobao, Pinduoduo, Inditex Group-ში შემავალი მაღაზიები და სხვა.
ONEX - ის მნიშვნელოვანი სმარტ გადაწყვეტილებაა ასევე ავტომატიზებული გამცემი პუნქტი ე.წ Smart Wall, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია ბარკოდის გამოყენებით ძალიან მარტივად მიიღოს ამანათები.
მონაცემთა ანალიზის საშუალებით, Smart Wall-ს შეუძლია ესაუბროს მომხმარებელს, გააცნოს კომპანიის ახალი სერვისები, მისცეს რჩევები და ა.შ.

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ჭოტიაშვილის ღვინის სახლი“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს

11.09.2025.18:00

ვმუშაობთ ჩვეულ რიტმში და ვემზადებით მოსავლის აღებისთვის. ჩვენთან რთველი სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს ჭოტიაშვილის ღვინის სახლის თანადამფუძნებელმა კახა ჭოტიაშვილმა განუცხადა.

 

„ჩვეულ რიტმში ვმუშაობთ. ვემზადებით მოსავლის აღებისთვის. სექტემბრის შუა რიცხვებისთვის დაიწყება ჩვენთან რთველი “, - ამბობს კახა ჭოტიაშვილი.

კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნის ღვინის ბარში და ასევე რესტორანში.

გარკვეული პერიოდის წინ ვიმყოფებოდით ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასევე შვეიცარიაში. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა ობიექტს, რესტორანს თუ ღვინის ბარს ვესტუმრეთ, სადაც ჩვენი ღვინო იყო წარმოდგენილი. ჩვენ არ ვართ დიდი წარმადობის საწარმო და სწორედ ამიტომ ჩვენი ღვინოები ჯერ კიდევ იშვიათადაა ხელმისაწვდომი მაღაზიებსა და რესტორნებში. მიუხედავად ამისა, ძალიან კმაყოფილები დავბრუნდით, რადგან ვიზიტი შედეგიანი აღმოჩნდა, მივიღეთ ახალი შეკვეთები.

უკვე არსებულ, ექსპორტზე გატანილ ღვინოებთან ერთად, რამდენიმე ახალი სახეობაც წარვადგინეთ, რომლებიც იქამდე ბაზარზე არ არსებობდა. დეგუსტაციების შედეგად ახალი შეკვეთებიც მივიღეთ. გარდა ამისა, რამდენიმე ახალ ობიექტშიც განთავსდა ჩვენი ღვინო.

დაინტერესება არ წყდება. ყოველდღიურად ვიღებთ შეკითხვებსა და გამოხმაურებებს არა მხოლოდ ბიზნეს პარტნიორებისგან, არამედ მომხმარებლებისგანაც, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბევრი მათგანი ქართულ ღვინოს, ტრადიციულ ტექნოლოგიასა და ჩვენი ქვეყნის ღვინის ისტორიას პირველად გაეცნო ჩვენგან, რამაც დიდი ინტერესი და აღფრთოვანება გამოიწვია “, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი.

„ჭოტიაშვილის ღვინის სახლი“ წარმოებაში 14 სახეობის ყურძენს იყენებს. წლიური წარმადობა დაახლოებით 50 000 ბოთლია.

„ჩვენ მხოლოდ საკუთარ ყურძენს ვიყენებთ. წარმოებაში ამჟამად 14 სახეობა გვაქვს, დანარჩენი კი უფრო ექსპერიმენტული ხაზის ნაწილია. წლიური წარმადობა საშუალოდ 50 000 ბოთლია, საიდანაც ძირითადი ნაწილი ექსპორტზე მიდის. ყველაზე დიდი წილი იაპონიასა და ამერიკაში იგზავნება, შემდეგ კი ევროკავშირის ქვეყნებში და უკრაინაში. აქ საუბარია მუდმივ ექსპორტზე, რადგან თუ ორ წელიწადში ერთხელ ხდება მიწოდება, ამას სრულფასოვან ექსპორტად აღარ მივიჩნევთ.

ასევე გაგვიგზავნია ღვინო ახალ ზელანდიასა და კორეაში მცირე პარტიებით და ასევე უფრო შორეულ ბაზრებზე. სიახლეა ისიც, რომ ვგეგმავთ საცდელი პარტიის გაგზავნას სამხრეთ ამერიკაში. პროცესი შედარებით ხანგრძლივია, რადგან იქ განსხვავებული სისტემა მოქმედებს, თუმცა ვცდილობთ ახალ წლამდე გავგზავნოთ შემდეგ კი ადგილზეც ჩავიდეთ. სამხრეთ ამერიკაში რთველი თებერვლის ბოლოს იწყება და ბევრი ღვინის ფესტივალი იმართება. მათაც საკმაოდ დიდი არჩევანი აქვთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენი ტრადიციული ტექნოლოგია მათ ყურადღებას მიიპყრობს. საცდელი ნიმუშები უკვე გავაგზავნეთ და პოზიტიური გამოხმაურებაც მივიღეთ “, - აცხადებს კახა ჭოტიაშვილი.

ცნობისთვის, კომპანია ქმნის ტრადიციულ მეღვინეობას. ყველაფერი მზადდება ხელით, ეტიკეტებზე წარწერებიც კი ხელით ივსება. ღვინის მაღაზია თბილისში, ფარნავაზ მეფის 22 ნომერში მდებარეობს

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა