კომპანიის საქმიანობის მთავარი მიმართულება არის უმაღლესი ხარისხის, EURO 5 სტანდარტის საწვავის მიწოდება და რეალიზაცია საქართველოს მასშტაბით - “ქონექთის“ დირექტორის მოადგილე
ქონექთი • Connect - ქართული ბრენდი, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. თუმცა კომპანიის მენეჯმენტი არსებული მიღწევებით არ კმაყოფილდება და გაფართოებასა და ახალი სერვისების დამატებაზე ინტენსიურად მუშაობს.
როგორც ნავთობკომპანია “ქონექთის“ დირექტორის მოადგილე დავით კერესელიძე განმარტავს, „ქონექთი“ ქართული ბრენდია, რომელიც 2014 წლიდან წარმატებით ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე, დღეისათვის წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან ნავთობკომპანიას საქართველოში. კომპანიას სრულად ქართულია, ის დაარსდა იდეით — შექმნილიყო ბრენდი, რომელიც გააერთიანებდა ხარისხს, სანდოობასა და მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისს“
კომპანიის მიზნებსა და გეგმებზე Business Insider Georgia დავით კერესელიძეს ესაუბრა.
„ქონექთი“ ქმნის კავშირს, რომელსაც უკვე ენდობა უამრავი მომხმარებელი. ჩვენი მიზანია, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის საწვავი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის და არა ცალკეული პირებისთვის, საწვავი აკმაყოფილებს ყველა საჭირო სტანდარტს, რაც დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტაციით.
კომპანიის საქმიანობის მთავარი მიმართულება არის უმაღლესი ხარისხის, EURO 5 სტანდარტის საწვავის მიწოდება და რეალიზაცია საქართველოს მასშტაბით, ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ საწვავის სრულ სპექტრს —
ხაზგასასმელია, რომ უმაღლესი ხარისხის საწვავის, ხელმისაწვდომ ფასად მიწოდების საშუალებას გვაძლევს ჩვენს საკუთრებაში არსებული საწვავის შემნახველი ტერმინალი.
- ჩნდება კითხვები, როგორ ხდება ისე, რომ სხვა ბრენდების ფასები თქვენზე მაღალია, თუ ხარისხი იგივეა?
- მადლობა ამ კითხვისთვის, ამ ნაწილში განვმეორდები, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ტერმინალი, ჩვენ არ ვყიდულობთ საწვავს მესამე პირებიდან, ვახორციელებთ პირდაპირ იმპორტს და ნავთობბაზაზე შენახვას. ამავდროულად კომპანია ზრუნავს საოპერაციო ხარჯების განსაკუთრებულ ოპტიმიზაციაზე, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ შევამციროთ საწვავის, როგორც პროდუქტის თვითღირებულება, რაც თავის მხრივ გვაძლევს შესაძლებლობას გავხადოთ მაღალი ხარისხის საწვავი ხელმისაწვდომი ყველასთვის, რაც არის კიდეც ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მისია.
- რა არის თქვენი შემდგომი მიზნები?
- ჩვენი შემდგომი მიზანია, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა ისარგებლოს მაღალი ხარისხის საწვავით — რაც შეიძლება ხელმისაწვდომ ფასად. ამ მიზნისკენ მიმართული ნაბიჯების ფარგლებში, მინდა აღვნიშნო, რომ დღესდღეობით „ქონექთის“ ბრენდის მართვის ქვეშ უკვე 140 ავტოგასამართი სადგური ოპერირებს ქვეყნის მასშტაბით.
თუმცა, ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას, ბოლო 6 თვის განმავლობაში კომპანიამ უკვე გახსნა 20-მდე ახალი ავტოგასამართი სადგური. მიმდინარე წლის ბოლომდე, ასევე, იგეგმება ამავე რაოდენობის, ავტოგასამართი ობიექტის დამატება.
გარდა ავტოგასამართი სადგურებისა, „ქონექთი“ გეგმავს მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების კიდევ უფრო დახვეწას და განვითარებას. უახლოეს მომავალში იგეგმება „ქონექთის“ საცალო მაღაზიების და ავტოსამრეცხაო ობიექტების ქსელის გახსნა, რისი მეშვეობითაც მომხმარებლებს ერთ სივრცეში შევთავაზებთ დამატებით კომფორტს და მრავალმხრივ მომსახურებას.
- რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
- სადგურების პარალელურად ჩვენი პერსონალი მოიცავს მოტივირებულ და მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებულ 1 000‑ზე მეტ ადამიანს, რომელიც ყოველდღიურად ემსახურება 25 000+ მომხმარებელს.
გარდა იმისა, რომ გვაქვს უმაღლესი ხარისხის საწვავი, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად, კომპანიის ავტოგასამართი სადგურები განლაგებულია ისეთ ლოკაციებზე, სადაც მომხმარებლებს ყველაზე მეტად სჭირდებათ სწრაფი და ხელმისაწვდიმი მომსახურება, იქნება ეს ქალაქის ცენტრში, მაგისტრალებზე თუ რეგიონური მნიშვნელობის გზაგასაყარზე, რაც უზრუნველყოფს მაღალი გამავლობის წერტილებში, საწვავის მუდმივ ხელმისაწვდომობას.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ჩვენ ორიენტირებული ვართ მომხმარებელზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი აზრი, რა მიზნითაც ვნერგავთ მომხმარებლებთან კომუნიკაციის ახალ სტანდარტებს, რომელიც გულისხმობს მხარდაჭერის აღმოჩენას 24/7-ზე;
აქვე მსურს გამოვყო კორპორატიული გაყიდვების გუნდის განსაკუთრებული როლი მომხმარებლებთან ურთიერთობაში. ეს არის დეპარტამენტი, რომელიც შედგება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებისგან. გუნდი მუდმივად ავითარებს და ნერგავს მომხმარებელზე ორიენტირებულ მომსახურების სტანდარტებს, რომლებიც მნიშვნელოვნად უსწრებს ბაზრის საშუალო დონეს და ამ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე კომპანიაში გვხვდება მსგავსი ხარისხი.
- რა როლს ასრულებს კორპორატიული გაყიდვების მიმართულება „ქონექთის“ საქმიანობაში?
- „ქონექთის“ B2B მიმართულება ბრენდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელიც კომპანიას საშუალებას აძლევს აქტიურად იმუშაოს როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო ბიზნესებთან მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ვქმნით მტკიცე, პარტნიორულ ურთიერთობებს და ბიზნესებს ვეხმარებით მათი საწვავის მომარაგების პროცესის მაქსიმალურად ეფექტიან და კომფორტულ ორგანიზებაში,
-„ქონექთი“ მუდმივად აკეთებს ინვესტირებას პროცესების ავტომატიზაციაში და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაში, რათა უზრუნველყოს სწრაფი, გამჭვირვალე და მაღალი ხარისხის მომსახურება.
ხსენებული სერვისის ფარგლებში მომხმარებლებს ვთავაზობთ ინდივიდუალურად მორგებულ გადაწყვეტილებებს და უზრუნველყოფთ ოპერატიულ მხარდაჭერას ყველა ეტაპზე, ხოლო მოქნილი სამუშაო საათები სრულად ერგება კორპორატიული მომხმარებლების განრიგსა და საჭიროებებს.
გარდა ამისა, საბითუმო საწვავის მიწოდება საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი, თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებებით გახლავთ, ჩვენი ლოგისტიკური ჯაჭვის მნიშვნელოვანი კომპონენტი და ასევე სტრატეგიულად განლაგებული ავტოგასამართი სადგურები საქართველოს მასშტაბით კი ქმნის სწრაფ და ეფექტური მიწოდების სისტემას.
მომსახურების ხარისხი, ტექნოლოგიური ინოვაციები და ბიზნესის საჭიროებების ზუსტი გაგება - ეს არის ის, რაც „ქონექთს“ გამოარჩევს B2B ბაზარზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
24.07.2025.18:32
საქართველოს 19-წლამდე ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე B დივიზიონში იასპარეზებს. შეხვედრები 25 ივლისიდან 3 აგვისტომდე რუმინეთში, პიტეშტში გაიმართება.
საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრების მთავარი მიზანი, ტურნირზე სამეულში მოხვედრა და მომდევნო სეზონისთვის A დივიზიონში გადასვლაა.
დასახული მიზნის მისაღწევად, ნაკრებმა გაიარა ინტენსიური, ერთთვიანი მომზადების ფაზა, რომელიც საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებსაც მოიცავდა.
B დივიზიონში ისინი შეხვდებიან ისეთ ძლიერ მეტოქეებს, როგორებიც არიან: რუმინეთი, დანია, უკრაინა, პორტუგალია და აზერბაიჯანი.
ჯგუფურ ეტაპს საუკეთესო 2 გუნდი დაძლევს და მეოთხედფინალში გავა, დანარჩენები კი დარჩენილი ადგილებისთვის იბრძოლებენ.
ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს კალათბურთელებს U18-ის ჩემპიონატზე. საქართველოს ბანკი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.