მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7217.6
0.0281
flag
AZN 1.5845
-0.0003
flag
CNY 39.498
0.0019
flag
EUR 3.1687
-0.0084
flag
GBP 3.6395
-0.0044
flag
KZT 57.73
0.0023
flag
TRY 0.06
0
flag
USD 2.6931
-0.0005

კომპანიის კონკურენტული უპირატესობა ეფუძნება ხედვას - მუდმივად იყოს განსხვავებული და ბაზრის ტენდენციებს რამდენიმე ნაბიჯით უსწრებდეს წინ l Belle Maison

news image

Belle Maison არის კონცეპტუალური სივრცე, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეარჩიონ საცხოვრებელი სახლის მოწყობისთვის საჭირო სრული ასორტიმენტი. კომპანიის ისტორია 2010 წლიდან იწყება. Business Insider Georgia მეტი ინფორმაციისთვის Belle Maison-ის დამფუძნებელს, დავით მედულაშვილს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

Belle Maison – ის კონცეპტუალურ შოურუმში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ერთ სივრცეში შეარჩიონ საცხოვრებელი სახლის მოწყობისთვის საჭირო სრული ასორტიმენტი - სანტექნიკა, ავეჯი, კერამიკული ფილა, სამზარეულო, პარკეტი, კარი, განათება, გათბობის სისტემები, აქსესუარები, სამშენებლო მასალები, საღებავები და დეკორატიული ლესვა.

კომპანიის ისტორია 2010 წელს დაიწყო, როდესაც Belle Maison-მა საქართველოში Villeroy & Boch-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გახსნა. ამით მომხმარებლებს მიეცათ შესაძლებლობა, საკუთარი საცხოვრებელი სივრცე წარმოედგინათ ახალ, თანამედროვე ინტერიერულ კონტექსტში, მარტივად შეერჩიათ მაღალი ხარისხის პროდუქცია და საკუთარი სახლი გარდაექმნათ კომფორტულ და ესთეტიკურ გარემოდ - Live Gracefully.

კომპანია განვითარების პროცესში ეტაპობრივად ამატებდა ახალ მიმართულებებს: სანტექნიკას მალევე დაემატა კერამიკული ფილები და პარკეტი, მოგვიანებით - ავეჯი, სამზარეულოები, განათება და სხვა.

Belle Maison-ი გამორჩეულია ინოვაციური მიდგომით - კომპანია ხშირად უსწრებს ბაზარზე არსებულ ტენდენციებს და მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე სტანდარტებსა და სიახლეებს. მაგალითად, იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს ბაზარზე ძირითადად 60×60 სმ ზომის კერამიკული ფილები იყო წარმოდგენილი, ჩვენ მომხმარებლებს შევთავაზეთ უფრო დიდი ფორმატი — 120×60 სმ. ამ სტანდარტის დამკვიდრების შემდეგ კი, უკვე 2014 წელს წარვადგინეთ ინოვაციური ზომები, როგორიცაა 150×100 სმ, 300×150 სმ და სხვა.

დღეს, Belle Maison - ში მსოფლიოს საკულტო პრემიუმ ბრენდებია წარმოდგენილი, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ თანამედროვე ინტერიერის დიზაინის განვითარებაზე. მათ შორისაა: Baxter, Rimadesio, Flexform, Porro, Valcucine, Flou, Scavolini, Iris Ceramica Group, Ariostea, Fiandre, FMG, Villeroy & Boch, Antonio Lupi, Gessi, Dornbracht, Zehnder, Listone Giordano, Scheucher, Louis Poulsen, Davide Groppi, Oluce, Antrax, Nemo, Moooi, Lee Broom, Fontana Arte, Oikos paints და სხვა.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ბოლო წლების განმავლობაში მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეიცვალა. დაახლოებით 10 წლის წინ ბაზარზე ძირითადად დაბალბიუჯეტურ პროდუქტებზე იყო ორიენტაცია. შემდეგ ჩვენ დავიწყეთ პრემიუმ ბრენდების და მათი პროდუქციების შოურუმში წარმოდგენა.

დღეს ტენდენცია იცვლება - მომხმარებელი სულ უფრო მეტად აფასებს ხარისხს, დიზაინსა და ბრენდირებულ პროდუქციას, ხოლო არაორიგინალი და შედარებით დაბალ ხარისხიანი პროდუქტების მიმართ დამოკიდებულება უფრო სკეპტიკური ხდება. ეს ცვლილება განსაკუთრებით თვალსაჩინოა ძვირადღირებული საცხოვრებელი სახლების, ვილებისა თუ საჯარო სივრცეების მშენებლობის ზრდასთან ერთად, სადაც მაღალი ხარისხის პროდუქციით ინტერიერის სრულად მოწყობაზე მოთხოვნა იზრდება.

ზოგადად, ბაზარზე მომხმარებლის გემოვნება იცვლება და ინტერესიც უფრო და უფრო იზრდება თანამედროვე არქიტექტურისა და დიზაინის მიმართ. როდესაც მომხმარებელი ხედავს მაღალი დონის დიზაინერულ/არქიტექტურულ პროექტებს: კერძო საცხოვრებელ სივრცეებს, მაღალსართულიან კორპუსებს, სასტუმროებს, რესტორნებს, სამედიცინო დაწესებულებებს, ფიტნეს დარბაზებს და სხვა მასაც უჩნდება სურვილი მსგავსი თანამედროვე, დიზაინერული სივრცე შექმნას, რაც საბოლოოდ ზრდის მოთხოვნას პრემიუმ სეგმენტში.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

Belle Maison-ის კონკურენტული უპირატესობა ეფუძნება კომპანიის ხედვას - იყოს მუდმივად განსხვავებული და ბაზარზე არსებულ ტენდენციებს რამდენიმე ნაბიჯით უსწრებდეს წინ.

ჩვენთვის გაყიდვა მხოლოდ შედეგი არ არის - მთავარი ღირებულებაა ის გამოცდილება, რომელსაც მომხმარებელს ვთავაზობთ. ჩვენი მიზანია შევქმნათ სრულყოფილი ეკოსისტემა: სივრცე, სადაც ადამიანი თავისუფლად და თავდაჯერებულად აირჩევს საუკეთესოს. იქნება ეს პროდუქცია, მომსახურება თუ სხვა - ყველაფერი ეფუძნება მაქსიმალურ ხარისხს და დეტალებზე ზრუნვას. სწორედ ამიტომ ვართ ბაზრის ლიდერები.

კომპანია არ ერიდება რისკებს და გადაწყვეტილებებს იღებს არა იმაზე დაყრდნობით, თუ რა იყიდება დღეს, არამედ იმაზე, თუ რა გახდება მოთხოვნადი 2–3 წლის შემდეგ. ამგვარად, ჩვენ ვაკეთებთ ინვესტიციას მომავალში, რომელიც შესაძლოა დღეს სრულად რენტაბელური არ იყოს, თუმცა სტრატეგიულად მნიშვნელოვან შედეგს გვაძლევს.

ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა გამოცდილი გუნდი - თანამშრომლებია, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და ფაქტობრივად თავიანთი საქმის ექსპერდები არიან. ასევე, ვთანამშრომლობთ მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან, რომლებიც საკუთარ სფეროში ლიდერები არიან, ან მსოფლიოს ტოპ სამეულში შედიან.

გარდა ამისა, ვფლობთ პროდუქციის მასშტაბურ მარაგებს, რაც საშუალებას გვაძლევს სწრაფად და ეფექტურად ვუპასუხოთ როგორც საშუალო, ისე მაღალი სეგმენტის მოთხოვნას. აქტიურად ვახორციელებთ ინვესტიციებს იმ პროდუქტებში, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს პრემიუმ სეგმენტის სტანდარტებს და ხელმისაწვდომია პირდაპირ მარაგიდან.

შედეგად, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ყოველგვარი ლოდინის გარეშე, ადგილზე შეიძინონ სასურველი პროდუქცია - იქნება ეს სანტექნიკა, პარკეტი, კერამიკული ფილები, ავეჯი, განათება თუ საღებავები.

როგორია Belle Maison - ის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Belle Maison ლიდერ პოზიციას იკავებს და მუდმივ განვითარებას აგრძელებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელს ყოველთვის შევთავაზოთ ახალი, განსხვავებული პროდუქტი, გამოცდილება და მომსახურება.

ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ახალი დეპარტამენტის დამატება - 2025 წლის დეკემბერში საზეიმოდ გავხსენით იტალიური პრემიუმ ბრენდის Oikos Paint საღებავებისა და დეკორატიული ლესვის ოფიციალური შოურუმი.

ამ ეტაპზე ვმუშაობთ ახალ პროექტებზე, რომელთა შესახებ დეტალებს ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ ვინახავთ, თუმცა მალე აუცილებლად გაგიზიარებთ.

ინფორმაციისთვის, შოურუმი მდებარეობს ქალაქ თბილისში, აკაკი ბელიაშვილის 86 ნომერში.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image დღეს კორპორატიული ბონდების ბაზარი 3 მილიარდ ლარს აღემატება

20.04.2026.17:48

გვაქვს ძალიან წარმატებული გამოცდილება სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ სახით, რომელთანაც დაკავშირებულია 15 000-მდე ძალიან წარმატებული მცირე და საშუალო სამეწარმეო პროექტი, რომელთანაც დაკავშირებული არის 90 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი , - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.

ერთის მხრივ, გვაქვს ძალიან წარმატებული გამოცდილება სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ სახით - მისი მხარდაჭერით განხორციელებულია დაახლოებით 15 000 წარმატებული მცირე და საშუალო სამეწარმეო პროექტი და შექმნილია 90 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი, რაც სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობის მნიშვნელოვანი შედეგია.

ეს დაახლოებით 7 მილიარდი ლარის ინვესტიციაა, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში განხორციელდა. აღნიშნული რესურსი მიმართული იყო კონკრეტული სექტორების განვითარებისკენ, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა მათი ზრდა - მათ შორის სტუმარ-მასპინძლობისა და სამშენებლო მასალების მიმართულებები.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლო 5–6 წელში, ჩამოყალიბდა მყარი ეკოსისტემა, რაც განპირობებული იყო როგორც სახელმწიფოს ფინანსური ჩართულობით, ისე პროგრამების მრავალფეროვნებისა და მათი დიზაინის უწყვეტი განვითარებით.

ამ გარემოში მიკრომეწარმეებს, რომლებიც ბიზნესში პირველ ნაბიჯებს დგამენ, უკვე აქვთ ხელმისაწვდომობა საწყის კაპიტალზე დაახლოებით 10–20 ათასი ლარის ფარგლებში სპეციალური პროგრამების მეშვეობით, რომლებიც მათ ხშირად ნულოვანი საპროცენტო განაკვეთით ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს.

დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში ამ პროგრამით უკვე 1 500-ზე მეტმა მეწარმემ ისარგებლა, რომელთა უმეტესობას დაფინანსება 0%-იანი განაკვეთით აქვს მიღებული. ეს ინიციატივა მოიცავს სრულ სპექტრს -მიკრომეწარმეობიდან დაწყებული, კორპორატიული ბონდების გამოშვებით დასრულებული, რაც დამეთანმებით, საკმაოდ ხანგრძლივი და კომპლექსური გზაა.

კაპიტალის ბაზრის განვითარება წარმოადგენს საქართველოს მთავრობის, ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნული ბანკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებას, სადაც მკვეთრად იგრძნობა მრავალუწყებრივი კოორდინაცია და აქტიური ჩართულობა. შედეგად, ბაზარი დინამიკურად ვითარდება - მათ შორის, კორპორაციული ბონდების სეგმენტი უკვე 3 მილიარდ ლარს აღემატება.

ამ პროცესში „აწარმოე საქართველოს“ პროგრამაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს: მისი მხარდაჭერით გამოშვებულია დაახლოებით 900 მილიონი ლარის ბონდები, რაც ბაზრის მოცულობის დაახლოებით მესამედს შეადგენს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კაპიტალის ბაზრის გაღრმავებას.

მთელი ეს გზა - საწყისი ეტაპიდან უკვე შემდგარ ბიზნესამდე, როდესაც კომპანია განიხილავს ბონდების ან წილობრივი ფასიანი ქაღალდების გამოშვებას სწორედ ის პროცესია, სადაც სახელმწიფო ცდილობს თითოეულ ეტაპზე იყოს მხარდაჭერის წყარო იქ, სადაც ეს აუცილებელია. ეს მხარდაჭერა შეიძლება იყოს ფინანსური, ტექნიკური თუ სხვა ფორმის. სწორედ ამ პრინციპზე იყო და დღესაც არის დაფუძნებული „აწარმოე საქართველო“.

ამასთანავე, ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა და პოზიტიური პროგნოზები, რომელთა რეალიზება და შენარჩუნება საჭიროებს თანმიმდევრულ რეფორმებს - ენერგეტიკიდან დაწყებული, კაპიტალის ბაზრის განვითარებით დასრულებული. ასეთ პროცესებში სახელმწიფოს როლი კიდევ უფრო მიზნობრივი ხდება, განსაკუთრებით იქ, სადაც ბიზნესი პირველ ნაბიჯებს დამოუკიდებლად ვერ დგამს. ამ შემთხვევაში, ხშირად აუცილებელია, რომ სახელმწიფომ გარკვეული რისკიც აიღოს საკუთარ თავზე.

ამ ფონზე ბუნებრივად დადგა დღის წესრიგში წარმატებული ინსტიტუტის განვითარების შემდეგი ეტაპი - მისი ინსტიტუციური გაძლიერება. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში პროგრამები იზრდებოდა, მრავალფეროვნდებოდა და იხვეწებოდა, ახალ ეტაპზე საჭირო გახდა ორგანიზაციის განსხვავებული ფორმატით ჩამოყალიბება, უფრო გაფართოებული მანდატით.

დღეს უკვე საუბარია მოდელზე, სადაც მსხვილ და სტრატეგიულ პროექტებში იქნება ეს ინფრასტრუქტურული თუ ენერგეტიკული - სახელმწიფოს წარმოადგენს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია. ამ ინსტიტუტში ერთიანდება როგორც ფინანსური ინსტრუმენტები, ისე ცოდნა და კომპეტენცია. მისი როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, იგი მოიცავს პროექტების განვითარებას, მათში წილობრივ მონაწილეობას და სახელმწიფოს ინტერესების წარმომადგენლობას.

ასეთი მოდელები უკვე პრაქტიკაში არსებობს, მაგალითად „იგლ ჰილსის“ პროექტში, სადაც სახელმწიფო პარტნიორის სტატუსით არის წარმოდგენილი კერძო ინვესტორთან ერთად. მსგავსი მიდგომა გამოიყენება ასევე მსხვილ ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებში, სადაც სახელმწიფოს როლი მხოლოდ მარეგულირებლით არ შემოიფარგლება და იგი პარტნიორულად ერთვება პროექტის განვითარებაში კერძო სექტორთან ერთად “, - აცხადებს ირაკლი ნადარეიშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა