კომპანია „შერ“-ი ფონიჭალაში მრავალფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
კომპანია „შერ“-ი ფონიჭალაში მრავალფუნქციურ კომპლექსს ააშენებს. ამ მიზნით კომპანიამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფონიჭალაში მდებარე 13080.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 659 000 ათას ლარად შეიძინა.
აღნიშნული ლოტს კი გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებები ჰქონდა, რაც გულისხმობს იმაზე, „შერ“-მა ვალდებულება აიღო, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 წლის ვადაში, ანუ 2027 წლის 10 აპრილამდე პირადად ან მესამე პირის მეშვეობით უზრუნველყოს „ქონებაზე“ ან მის ნაწილზე, მრავალფუნქციური კომპლექსის (რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) საავტომობილო მაღაზიის, ავტო სერვისისა და სასაწყობე/ლოჯისტიკური ცენტრების მოწყობას) შექმნა, შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება და კომპლექსის ფუნქციონირების დაწყება.
იმავდროულად „შერ“ ვალდებულია უზრუნველყოს არანაკლებ 1 500 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) განხორციელება.
სხვა სიახლეები
GCCA უფლებამოსილია იმოქმედოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ფასებთან დაკავშირებულ კარტელურ შეთანხმებას ან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას - ვახტანგ შურღაია
30.04.2026.20:00
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელისა და იურიდიული ფირმა „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორის ვახტანგ შურღაიას განმარტებით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ფასების დადგენის უფლებამოსილება არ გააჩნია და ეს საკითხი კანონით მკაფიოდ არის განსაზღვრული. მისი თქმით, სააგენტო რეაგირებს მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე, როგორიცაა კარტელური შეთანხმებები ფასებზე ან დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენება.
„სააგენტო ფასებს არავითარ შემთხვევაში არ ადგენს - ეს კანონში ცალსახად წერია. უწყება უფლებამოსილია იმოქმედოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ფასებთან დაკავშირებულ კარტელურ შეთანხმებას ან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. ასეთ დროს სააგენტოს შეუძლია კომპანიის დაჯარიმება, რაც საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება - ჯარიმა ბრუნვის 5%-მდეა. ვინაიდან სანქცია ბრუნვაზეა მიბმული, ის საკმაოდ ეფექტურია. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ამა თუ იმ სამართალდარღვევის დამტკიცება რთული პროცესია“- აცხადებს ვახტანგ შურღაია.