როგორია ეთერზეთების მწარმოებელი კომპანია „მწვანე ბუმბოს“ სამომავლო გეგმები
წლის ბოლომდე გურიაში სანატორიუმი ამოქმედდება, რომელიც სუსტი ფილტვების მქონე ადამიანების რეაბილიტაციას მოემსახურება.
კომპანია „მწვანე ბუმბო“, რომელიც 100%-ით ნატურალურ სამკურნალო ეთერზეთებს აწარმოებს, სოფელ სუფსაში სანატორიუმს ხსნის. როგორც კომპანიის დირექტორმა ივანე ყუფარაშვილმა Business Insider Georgia-ს განუცხადა, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები დაახლოებით ორ თვეში დასრულდება და სანატორიუმი პაციენტების მიღებას დაიწყებს.
„სანატორიუმი ძირითადად გათვლილი იქნება ბავშვებზე, ვისაც სუსტი ფილტვები აქვს და ბრონქიტი აწუხებს. ჯერჯერობით 4 ნომერი გვექნება, თუმცა სამომავლოდ კოტეჯების რაოდენობა გაიზრდება. გარდა ამისა, ვინც ახლოს ცხოვრობს, შეძლებს დილით მოსვლას და დილიდან საღამომდე ევკალიპტის ბაღში დასვენებას. ჩვენ გვაქვს ევკალიპტების ბაღი, რომელიც გამოყოფს ეთერზეთებს და ეს სუსტი ფილტვების მქონე ადამიანებისთვის უპირველესი სამკურნალო საშუალებაა. ტერიტორია 2 ჰექტრამდეა. ევკალიპტების ბაღში მოეწყობა მოსასვენებელი ფანჩატურები, სასეირნო ბილიკები, სათამაშო კუთხე და სხვა ინფრასტრუქტურა,“ – აცხადებენ კომპანიაში „მწვანე ბუმბო“.
პაციენტებს ადგილზე ასევე შესთავაზებენ არომათერაპიულ აბაზანებს, ჰიდრომასაჟს და სხვა თერაპიულ სერვისებს, რომლებიც ევკალიპტისა და სხვა ეთერზეთებზე დაფუძნებულ ხალხურ მედიცინას ეყრდნობა.
„მწვანე ბუმბო“, რომელიც ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში აწარმოებს ევკალიპტისა და დაფნის ეთერზეთებს, ფლობს პლანტაციებსა და სანერგე მეურნეობას.
ირკვევა, რომ „ბუმბოს“ ეთერზეთები ბუნებრივი და არომატული ნივთიერებებია, რომლებიც საქართველოში მოყვანილი მცენარეებისა და ხილისგან მიიღება. ისინი პროდუქციას უნიკალურ სურნელს, თერაპიულ თვისებებსა და გამორჩეულ გემოს ანიჭებს.
„ბუმბოს“ ეთერზეთები ხელმისაწვდომია სხვადასხვა შეფუთვით, ხოლო მათი კონფიგურაციები მორგებულია როგორც მწარმოებლების, ასევე საცალო ვაჭრობის მოთხოვნებზე.
სხვა სიახლეები
04.09.2025.16:50
SOLO მისი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, Back to School- ის ფარგლებში, SOLO Mastercard World Elite- ბარათის მფლობელები 40%-იან ქეშბექს მიიღებენ.
შეთავაზება ვრცელდება:
4-5 სექტემბერს:
6-7 სექტემბერს:
შეთავაზებზე მეტი დეტალის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს
თუმცა, ეს ყველაფერი არაა, SOLO მომხმარებლებს 13-14 სექტემბერს კიდევ ერთ აქციას უმზადებს. კერძოდ, აღნიშნულ დღეებში SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას სითი მოლის 40-ზე მეტ მაღაზიაში თანხის 40% დაიბრუნებთ, (თითოეულ ობიექტში მაქსიმუმ 300 ლარი). მაღაზიების ჩამონათვალს 9 სექტემბრიდან SOLO-ს ვებგვერდზე ნახავთ.
თუ ჯერ არ გაქვთ SOLO Mastercard World Elite ბარათი, მისი შეკვეთა ამ ბმულიდან შეგიძლიათ.