კომპანია „კოკა-კოლას ბოთლერს ჯორჯიას“ განცხადება
კოკა-კოლას საახალწლო ქარავანმა 19 დეკემბრიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით სიხარული, ბედნიერება, სადღესასწაულო და ახალი წლის განსაკუთრებული ხიბლი მოიტანა.
კომპანია „კოკა-კოლას ბოთლერს ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ამინდის მკვეთრად გაუარესების, დიდთოვლობისა და მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო, კოკა-კოლას საახალწლო ქარავანმა დასავლეთ საქართველოში, დაგეგმილი მარშრუტის სრულად შესრულება ბოლო ორი დღის განმავლობაში ვერ შეძლო.
„მიუხედავად იმისა, რომ ემოციური შეხვედრა გვქონდა ქობულეთში, ზემოთ დასახელებული მიზეზების გამო, უსაფრთხოების მიზნით იძულებულნი გავხდით გადაადგილება შეგვეჩერებინა. ჩვენი დიდი სურვილის მიუხედავად, სამწუხაროდ ქარავანი გუშინ ბათუმში ვერ ჩავიდა. ასევე ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დღეს გაუქმდა კოკა-კოლას ქარავანის ჩასვლა შიდა ქართლის რეგიონში - ხაშურში, გორსა და სოფელ ქვემო ჭალაში, სადაც ქარავანს უკვე წლებია ტრადიციულად ელოდებიან.
გულწრფელად გიხდით ბოდიშს ყველას, ვინც მოუთმენლად ელოდა კოკა-კოლას ქარავანს და იმ სიხარულს, რომელსაც ყოველწლიურად ერთად ვქმნით. ვაფასებთ თქვენს სიყვარულსა და თბილ მოლოდინს; გვესმის იმ უსიამოვნო განცდის, რაც ამ ცვლილებამ შეიძლება გამოიწვია.
შევხვდებით მომავალ წელს. ისევ მოვივლით მთელ საქართველოს, კიდევ უფრო დიდი სიხარულით, მეტი სიურპრიზითა და განსაკუთრებული საახალწლო განწყობით. ჯადოსნური ტრადიცია აუცილებლად გაგრძელდება - ახალ წელს კვლავ კოკა-კოლას საახალწლო ქარავანი მოიყვანს“, - აცხადებენ კომპანიაში.
კოკა-კოლა გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
სხვა სიახლეები
ფარმაცევტული ბაზრის TOP 5 ლიდერი კომპანია
30.12.2025.19:00
საქართველოში ფარმაცევტული სფერო ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და კონკურენტულ მიმართულებად ითვლება. ამ ბაზარზე მრავალი კომპანია საქმიანობს, რაც სექტორის სწრაფ და აქტიურ ზრდაზე მეტყველებს.
Business Insider Georgia საქსტატისგან მიღებულ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ იმ ხუთ წამყვან კომპანიას, რომლებიც 2025 წლის მესამე კვარტალში ფარმაცევტული პროდუქციის საცალო ვაჭრობის სფეროში ბრუნვის მაჩვენებლით ლიდერობენ.
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
ვინ არიან ამ კომპანიების მფლობელები:
შპს მერმისი - რეგისტრაციის თარიღია 11/10/1995. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია სოსო დავითაშვილი. ის ასევე არის კომპანიის გენერალური დირექტორი.
სს გეფა - რეგისტრაციის თარიღია 19/10/1995. კომპანიის გენერალური დირექტორია თორნიკე ნიკოლაიშვილი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ალფაიძე, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ლევანი დადიანი, წევრი: მიხეილ აბრამიძე, წევრი: გიორგი კეთილაძე.
შპს იმპექსფარმი - რეგისტრაციის თარიღია 26/04/1999. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია დავით კოხრეიძე. ის ასევე არის კომპანიის გენერალური დირექტორი.
შპს პსპ ფარმა - რეგისტრაციის თარიღია 15/11/2002.კომპანიის 95%-იანი წილის მფლობელია კახაბერ ოქრიაშვილი, ხოლო 5%-ის თენგიზ ჯამელაშვილი. კომპანიის დირექტორი ვაჟა ოქრიაშვილია.
შპს ავერსი-ფარმა - რეგისტრაციის თარიღია 14/05/1999. კომპანიის 67%-იანი წილის მფლობელია პაატა კურტანიძე, ხოლო 33%-ის ნიკოლოზ კურტანიძე. ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა - მმართველი დირექტორი ირაკლი ქსოვრელი; გენერალური დირექტორი გიორგი.