მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7092.8
0.0025
flag
AZN 1.5911
-0.0001
flag
CNY 38.179
0.0111
flag
EUR 3.1204
-0.0019
flag
GBP 3.5503
0.0081
flag
KZT 52.19
0.0014
flag
TRY 0.0637
0
flag
USD 2.7052
-0.0004

კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” და “ჰორეკა” სექტორის შეხვედრა

news image

კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” მნიშვნელოვან გარემოსდაცვით ინიციატივას იწყებს - მინის ტარის სეპარირებულ შეგროვებასა და ტრანსპორტირებას, რათა მინა გადამუშავების ციკლში მაქსიმალურად დაბრუნდეს. პროექტის საწყისი ეტაპი ჰორეკას (სასტუმრო/ რესტორანიბი/კაფე) სექტორთან მუშაობაა.

პროექტი მყარი ნარჩენების შემცირებას, რესურსების ხელახალ გამოყენებასა და ქვეყნის მასშტაბით უფრო მდგრადი ნარჩენების მართვის პრაქტიკის დანერგვას ისახავს მიზნად. ინიციატივა “კოკა-კოლას” გლობალური სტრატეგიის გაგრძელებაა და ის ასევე ადგილობრივ გარემოსდაცვით პრიორიტეტებსაც პასუხობს.

ინიციატივის ფარგლებში კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ” სამუშაო შეხვედრა ე.წ. “ჰორეკა” ბიზნესის - სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების - წარმომადგენლებთან გამართა, რადგან ეს სექტორი ერთ-ერთია, რომელიც მინის ბოთლების ყველაზე დიდ რაოდენობას მოიხმარს.

პორეკა სექტორთან შეხვედრის მიზანი იმ სქემის გაცნობა იყო, სადაც კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” მინის ტარის სეპარირებული შეგროვებასა და მისი ტრანსპორტირების ხელშეწყობას გეგმავს. პროექტი გულისხმობს პარტნიორ ჰორეკას ობიექტებზე სპეციალური კონტეინერების განთავსებას, მინის ტარის შეგროვებასა და მათ რეგულარულად გატანას მისი რეციკლირების მიზნით. კომპანია “კოკა-კოლას” გამოცდილების გაზიარებითა და მისი ტექნიკური უზრუნველყოფით, ჰორეკა სექტორში შეგროვებული მინის ნარჩენის რეციკლირება ორგანიზებული და ხარჯ-ეფექტური გახდება.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ „ჰორეკა“ ობიექტებზე მინის ტარის სეპარირებული შეგროვებასა და ტრანსპორტირებას თვითონ განახორციელებს. რაც იმას ნიშნავს, რომ კერძო კომპანია საკუთარ თავზე იღებს პროცესის ორგანიზებას: ობიექტებზე სპეციალურ კონტეინერებს განათავსებს, შემდეგ კი სეპარირებულ მინის ტარის უსაფრთხო და სისტემურ გადაზიდვას გადამამუშავებელ კომპანიამდე თვითონვე უზრუნველყოფს. მინის მიტანას სათანადო ტრანსპორტირებას და საბოლოოდ გადამუშავებას - ნარჩენს რეალურად ამცირებს, ხოლო წარმოების გარემოსდაცვით სტანდარტებს მნიშვნელოვნად ზრდის. რაც გარემოს და საზოგადოებას სიკეთით უბრუნდება.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image აქტიურად ვმუშაობთ ახალი კოლექციის განვითარებაზე, რომელიც სიახლე იქნება ჩვენი მომხმარებლისთვის - KENE

25.11.2025.18:00

„კენე“ აქსესუარების და ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდია, რომლის ისტორიაც 2019 წლიდან იწყება. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia „კენეს“ დამფუძნებლებს ნინი გოგსაძესა და ეკა სუდაძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ ახალი კოლექციის განვითარებაზე, რომელიც სიახლე იქნება ჩვენი მომხმარებლისთვის და მოერგება არა მხოლოდ ქალბატონებს, არამედ მამაკაცებსაც. პარალელურად ვმუშაობთ საახალწლო კორპორატიულ შეკვეთებზე, რასაც ბოლო წლებში აქტიურად ვაკეთებთ დღესასწაულებზე და ვეხმარებით კომპანიებს თანამშრომლების გახარებაში. ჩვენი შეთავაზება მოიცავს თემატურ სასაჩუქრე ნაკრებს.

როგორ აფასებთ მოთხოვნას და ინტერესს საერთაშორისო ბაზარზე? ადგილობრივ ბაზარზე?

ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი გაყიდვები ადგილობრივ ბაზარზე მიმდინარეობს, სადაც მოთხოვნა პოზიტიური დინამიკით იზრდება და მომხმარებელი აქტიურად ინტერესდება ბრენდის პროდუქციით. საერთაშორისო ბაზარზე ჯერ საწყის ეტაპზე ვართ, თუმცა უკვე ვმუშაობთ ახალი შესაძლებლობებისა და პარტნიორების მოძიებაზე. ჩვენი მიზანია ეტაპობრივად მოვახდინოთ KENE-ს გაცნობა უცხოელ მომხმარებელთან და აღმოვაჩინოთ ახალი მიმართულებები ექსპორტისთვის.

რას მიიჩნევთ ბრენდის კონკურენტულ უპირატესობად?

KENE-ს მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის უნიკალური დიზაინი, მაღალი ხარისხის მასალები და დეტალებზე ორიენტაციაა. ვცდილობთ, რომ ჩვენს შექმნილ თითოეულ პროდუქტს ინდივიდუალური ხასიათი ჰქონდეს.

როგორია გეგმები საექსპორტო ბაზრების გაფართოებისა და ასორტიმენტის ზრდის თვალსაზრისით?

უკვე დავიწყეთ მუშაობა Etsy-ის პლატფორმაზე ჩვენი ონლაინ მაღაზიის სრულყოფილი გამართვის მიზნით, რომელიც დაგვეხმარება საერთაშორისო მომხმარებელთან უფრო მარტივად კომუნიკაციაში და პროდუქციის წარდგენაში.
პარალელურად, ვგეგმავთ ასორტიმენტის გაფართოებას - ახალი მოდელების დამატებას, რათა სხვადასხვა ბაზრების მოთხოვნებს უკეთ მოვერგოთ და ექსპორტის პოტენციალი კიდევ უფრო გავზარდოთ.

აღსანიშნავია, რომ პერიოდულად არის ქეშბექები და სხვადასხვა სახის შეთავაზებები, რომლებსაც ,,კენე“ ბანკებთან თანამშრომლობით ახორციელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა