კომპანია „ხახაბო“ პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს
ნატურალური ზეთების მწარმოებელი კომპანია „ხახაბო“ პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს , - ამის შესახებ Business Insider Georgiaს კომპანიის დამფუძნებელმა, ზაქარია სვიმონიშვილმა განუცხადა.
„ვგეგმავთ პროდუქციის ამერიკისა და იაპონიის ბაზრებზე გატანას. უკვე არსებობს დაინტერესება და კონკრეტული შემოთავაზებები, ამ ეტაპზე კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში საბოლოო პასუხიც გვეცოდინება “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
ამჟამად, „ხახაბო“ 7 სახეობის ზეთს აწარმოებს, ასორტიმენტის ზრდა არ მომხდარა.
„გვაქვს 7 სახეობის ზეთი, ასორტიმენტი არ გაგვიზრდია. ესენია: სელის, გოგრის, ჩიას, სეზამის, ნუშის, ნიგვზის და შავი კვლიავის ზეთი “, - აღნიშნავს ზაქარია სვიმონიშვილი.
მოთხოვნა პროდუქციაზე სტაბილურად მზარდია.
„მოთხოვნა საკმაოდ მზარდია. 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ზრდამ 50%-ს გადააჭარბა.
ჩვენი მთავარი ფოკუსი ექსპორტისკენ არის მიმართული. ამ ეტაპზე ველით მოლაპარაკებების დასრულებას “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, „ხახაბოს“ ზეთები სამკურნალო და კოსმეტიკური ხაზით იწარმოება, გამოიყენება კულინარიაშიც. პროდუქტი 100%-ით ნატურალურია. მზადდება მთლიანად ცივი დაწურვის მეთოდით, ყოველგვარი კონსერვანტების გარეშე.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
14.04.2026.18:03
სტუდენტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ფინანსური განათლების საკითხები, აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
კურსის ფარგლებში, შეხვედრა 25 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება. დასწრების მსურველებმა, უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.
შეხვედრას ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილი გაუძღვება.
ტრენინგზე განვიხილავთ სტუდენტებისთვის საინტერესო თემებს ფინანსური განათლებიდან: ბიუჯეტირებას, შემოსავლებს, ხარჯებს, ემოციურ ფაქტორებს, ანაბარს, დანაზოგს და სხვ.
შეხვედრის ძირითადი თემები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, ფულის ფსიქოლოგია, ხარჯვის ემოციური ფაქტორები, პროცენტი, ანაბარი, ემოციების გავლენა დანაზოგებზე და სხვა.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ინფორმაციისთვის, ლევან ფავლენიშვილი ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარია, რომელსაც აქვს ISET-ის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ის ასევე არის ედინბურგის უნივერსიტეტის, მათემატიკის სკოლის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ოპერაციების კვლევაში.
ლევანი 2014 წლიდან ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში არაერთ საგანს: ეკონომიკის პრინციპები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო ფინანსები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი.
2021 წელს ლევანმა კოლეგებთან ერთად დააარსა საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi), რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 2024 წლამდე და რომლის ფარგლებშიც საქართველოში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების გავრცელებისთვის არა ერთი პროექტი გაუკეთებია.
ამასთან, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებული იქნება ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე. შეხვედრები ჩატარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები გაუძღვებიან.
გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნის საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge