მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7224.7
-0.049
flag
AZN 1.6058
-0.0081
flag
CNY 39.749
-0.016
flag
EUR 3.1695
-0.0229
flag
GBP 3.6694
-0.0199
flag
KZT 55.72
-0.0048
flag
TRY 0.0619
-0.0004
flag
USD 2.73
-0.0138

კომპანია Farmway-მ კახეთში ნუშის ბაღები გააშენა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

news image

საქართველოს ბანკი ქვეყანაში აგრო სექტორის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია Farmway-მ კახეთში ნუშის ბაღები გააშენა.

პროექტის ჯამური ღირებულება 20 მლნ. ლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 12 მლნ. ლარს შეადგენს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში დედოფლისწყაროში 240 ჰა. ფართობ ტერიტორიაზე ნუშის ბაღები გაშენდა. ინვესტიცია ნერგების შესყიდვას, სარწყავი სისტემისა და ბაღის გაშენებისთვის ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდა. კომპანია მოსავლის ევროპაში, ემირატებში, ინდოეთსა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტს გეგმავს.

„“Farmways”-ის მიზანია ხელი შევუწყოთ, განვავითაროთ და გარდავქმნათ აგროსექტორი საქართველოში. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვით და დამატებითი ღირებულების მქონე კულტურების მოყვანით, ჩვენ ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს, ვზრდით ექსპორტს და ვაძლიერებთ საქართველოს პოზიციას გლობალურად, საერთაშორისო ბაზრებზე. საქართველოს ბანკთან პარტნიორობა გვეხმარება დასახულ მიზანს უფრო სწრაფად მივაღწიოთ - განვავითაროთ აგროსექტორი, დავნერგოთ თანამედროვე მიდგომები და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ“, - განაცხადა გიორგი სანიკიძემ, Farmway-ის გენერალურმა დირექტორმა.

„საქართველოს ბანკი აგრო ბიზნესების გაძლიერებას და წახალისებას აგრძელებს. კომპანია Farmway-სთან პარტნიორობის ფარგლებში, კახეთში ნუშის ბაღები გაშენდა. 2025 წელს, დაახლოებით 120 ჰა. ფართობზე დაირგო ნუშის ნერგები, მეორე ნაწილის დარგვა კი 2026 წელს იგეგმება. კომპანია საბოლოოდ, სრულ მსხმოიარობაში 1440 ტონა ნუშის მოსავლის აღებას და მის საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაციას აპირებს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის და აძლიერებს რეგიონებს. გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ აგრო სექტორის გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია, კომპანიას პროდუქტის ფასის შემცირებისა და მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ფასის შეთავაზების საშუალებას აძლევს - „აგროჰაბის“ დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი

11.03.2026.18:26

პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს, „აგროჰაბის“ დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა, განაცხადა, რომ საკუთარი წარმოება კომპანიას საშუალებას აძლევს, პროდუქტის თვითღირებულება შეამციროს და მომხმარებელს შედარებით დაბალი ფასი შესთავაზოს.

მისი განმარტებით, თუ კომპანიას საკუთარი რძის გადამამუშავებელი ქარხანა არ ექნებოდა და პროდუქტის შეძენა სხვა მწარმოებლისგან მოუწევდა, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, ზედმეტი რგოლების შემცირება და ლოჯისტიკის ოპტიმიზაცია კი, კომპანიას საშუალებას აძლევს, მომხმარებელს პროდუქტი შედარებით დაბალ ფასად შესთავაზოს.

ჯაშიაშვილის თქმით, თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას ხელფასები, კომუნალური გადასახადები და სხვა საოპერაციო ხარჯები ემატება, რაც ფასს ზრდის.

„რომ არ გვქონდეს ჩვენი რძის გადამამუშავებელი ქარხანა და მოგვიწიოს პროდუქტის შეძენა, ამ შემთხვევაში, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მაგალითად, სულგუნის დასამზადებლად საჭიროა დაახლოებით 9–9.5 ლიტრი რძე. ერთი ლიტრი ნედლი რძის ღირებულება დაახლოებით 2 ლარია, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ნედლეულის ღირებულება უკვე 18 ლარს აღწევს, ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე.

თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას დაემატება პირდაპირი ხარჯები — ხელფასები, კომუნალური და სხვა საოპერაციო ხარჯები, რაც მინიმუმ 21 პროცენტით ზრდის ფასს და დაახლოებით 21 ლარსა და 60 თეთრს აღწევს. შემდეგ მოდის დისტრიბუციის, ადმინისტრაციისა და მოგების ხარჯები, რაც ფასს კიდევ ზრდის და საბოლოოდ დაახლოებით 26 ლარს აღწევს.

ამ შემთხვევაში, ჩვენ პროდუქტი დაახლოებით 31 ლარად მოგვიწევს შევისყიდოთ. თუმცა, როდესაც საკუთარი წარმოება გვაქვს და პროცესები უფრო ეფექტურად არის ორგანიზებული, იგივე პროდუქტის წარმოება დაახლოებით 24 ლარი და 80 თეთრი გვიჯდება. ამით ვაღწევთ მნიშვნელოვან ეკონომიას. ზედმეტი რგოლების ამოღებით და ლოჯისტიკის გაიაფებით, შესაძლებელია მომხმარებლისთვის პროდუქტის შედარებით დაბალ ფასად შეთავაზება“, - განაცხადა გიორგი ჯაშიაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა