კომპანია „ბიოქიმფარმმა“ ევროპის საპატენტო ოფისის პრეზიდენტსა და „საქპატენტის“ თავმჯდომარეს უმასპინძლა
კომპანია „ბიოქიმფარმმა“ უმასპინძლა ევროპის საპატენტო ოფისის პრეზიდენტს, ანტონიო კამპინოსსა და „საქპატენტის“ თავმჯდომარეს სოსო გიორგაძეს, დელეგაციებთან ერთად.
მაღალი რანგის სტუმრებმა, მოინახულეს ბიოქიმფარმის ევროპული GMP (Good Manufacturing Practice) სტანდარტებით სერტიფიცირებული ფაგების ისტორიული საწარმო და გაეცნენ ფაგიო®-სა და სხვა ფაგების პრეპარატების წარმოების ტექნოლოგიურ პროცესს.


ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს საწარმოო ტურზე ბიოქიმფარმის გენერალურმა მენეჯერმა, რატი ღოლიჯაშვილმა და კომპანიის გუნდმა უმასპინძლეს. მხარეებმა განიხილეს ფაგოთერაპიისა და ფაგების ტექნოლოგიის განსაკუთრებული როლი, რომელსაც ის ასრულებს ანტიბიოტიკორეზისტენტობასთან ბრძოლაში და ზოგადად ინტელექტუალური საკუთრებისა და პატენტების მნიშვნელობა ეკონომიკური ღირებულების შექმნაში.
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ბიოქიმფარმმა უმასპინძლა ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს. ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ფაგოთერაპიის მზარდ მნიშვნელობასა და საქართველოს პოტენციალს ამ მიმართულებით. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინოვაციური ფარმაცევტული პროდუქტების შექმნისთვის. გვიხარია, რომ ამ მიმართულებით გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ორგანიზაციებთან“ - განაცხადა ბიოქიმფარმის გენერალურმა მენეჯერმა, რატი ღოლიჯაშვილმა.
ბიოქიმფარმი არის ერთადერთი GMP-სერტიფიცირებული და ავტორიზებული ფარმაცევტული მწარმოებელი საქართველოში, რომელიც აწარმოებს სტერილურ სითხოვან დოზირებულ ფორმებსა და ფაგებზე დაფუძნებულ სამკურნალო საშუალებებს. ამავე დროს კომპანია არის ფაგებზე დაფუძნებული სამკურნალო საშუალებების ერთადერთი ექსპორტიორი ფართო რეგიონსა და საერთაშორისო ბაზრებზე.

სხვა სიახლეები
Tessuto ბაზარზე ახალ სტანდარტს ამკვიდრებს - დიზაინი, ფუნქციურობა და კომფორტი ერთ სივრცეში
22.04.2026.14:00
ბოლო პერიოდის განმავლობაში, კომპანიამ განვითარების ახალ ეტაპზე გადაინაცვლა, რაც პროდუქციის ასორტიმენტის დივერსიფიკაციით გამოიხატა , - ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს Tessuto-ს გენერალურმა დირექტორმა, თამუნა მალაყმაძემ განუცხადა.
-ბოლო პერიოდში რა ძირითადი სიახლეები დანერგეთ Tessuto-ში, როგორც პროდუქციის ასორტიმენტის, ისე კოლექციების განვითარების მიმართულებით და როგორ პასუხობს ეს ცვლილებები ბაზრის მიმდინარე ტენდენციებს?
ბოლო პერიოდის განმავლობაში, „ტესსუტომ“ განვითარების ახალ ეტაპზე გადაინაცვლა, რაც პირველ რიგში, პროდუქციის ასორტიმენტის დივერსიფიკაციით გამოიხატა. ჩვენი მთავარი სიახლე ტექსტილის მიღმა არსებული მიმართულებების - პრემიუმ ხარისხის ავეჯის, კედლის ვინილის, დეკორატიული სანათებისა და ინტერიერის სხვა მნიშვნელოვანი დეტალების ინტეგრირებაა. ტექსტილის კოლექციების შერჩევისას, აქცენტი მივმართეთ ფუნქციურ ესთეტიკაზე - გავაფართოვეთ მაღალტექნოლოგიური ქსოვილების ასორტიმენტი, რომლებიც გამოირჩევა გამძლეობითა და მოვლის სიმარტივით, რაც თანამედროვე, დინამიკური ცხოვრების სტილისთვის აუცილებელი პირობაა.
აღნიშნული ცვლილებები პირდაპირ ეხმიანება გლობალურ ტენდენციებს, სადაც ინტერიერის დიზაინი აღარ აღიქმება ცალკეულ კომპონენტებად, არამედ ერთიან, ჰარმონიულ ეკოსისტემად. „ტესსუტოს“ ახალი კოლექციები აერთიანებს ნატურალურ ფაქტურებსა და ინოვაციურ მასალებს, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მიიღონ სრულად დაბალანსებული სივრცე, სადაც კედლის საფარი, რბილი ავეჯი და განათება ერთმანეთთან იდეალურ სინთეზშია. აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე, „ტესსუტომ“ არამხოლოდ გააფართოვა არჩევანი, არამედ შექმნა ახალი სტანდარტი ქართულ ბაზარზე, რომელიც ორიენტირებულია ექსკლუზიურობაზე, მაღალ ხარისხსა და დახვეწილ დიზაინზე.
-როგორ შეიცვალა მომხმარებლის მოთხოვნები ბოლო პერიოდში და როგორ ახერხებს ტესსუტო ამ ცვლილებებზე სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას?
ბოლო პერიოდში მომხმარებლების ქცევა საგრძნობლად შეიცვალა - დღეს პრიორიტეტი აღარ არის მხოლოდ ვიზუალური ეფექტი, არამედ ხარისხის, ფუნქციურობისა და ემოციური კომფორტის სინთეზი, აღნიშნულ მოთხოვნებს „ტესსუტოს“ გუნდი სტრატეგიული და კომპლექსური მიდგომით პასუხობს. მომხმარებელი გახდა უფრო გათვითცნობიერებული, ეძებს ეკოლოგიურად სუფთა, მდგრად მასალებსა და ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს, რასაც ჩვენი გუნდი ასორტიმენტის მუდმივი განახლებითა და მაღალი სტანდარტის პერსონალიზებული სერვისით პასუხობს.
-დღეს, მზარდი კონკურენციის პირობებში, რა განსაზღვრავს კომპანიის კონკურენტულ უპირატესობას და როგორ ინარჩუნებთ პოზიციებს ბაზარზე?
დღევანდელი მზარდი კონკურენციის პირობებში, სადაც მომხმარებლებს არჩევანის ფართო შესაძლებლობა აქვთ, „ტესსუტოს“ კონკურენტულ უპირატესობას ექსკლუზიური ასორტიმენტის, მომსახურების მაღალი კულტურისა და სანდოობის სინთეზი განსაზღვრავს. ჩვენი პოზიციონირების საყრდენი ხარისხის მიმართ უკომპრომისო დამოკიდებულებაა - ბაზარზე ლიდერობას ინოვაციების მუდმივი დანერგვითა და სერვისის სრული ციკლით ვინარჩუნებთ. ეს გულისხმობს არამხოლოდ მაღალი კლასის პროდუქციის მიწოდებას, არამედ პროფესიონალურ კონსულტაციას, ინდივიდუალურ დიზაინერულ ხედვასა და პროექტის მართვას პირველივე ეტაპიდან სრულყოფილ ჩაბარებამდე, შეთანხმებული ვადების მკაცრი დაცვით. მომხმარებლებთან დამყარებული ემოციური კავშირი და მათ მოლოდინებზე ერთი ნაბიჯით წინ ყოფნა საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ ბაზარზე მყარი პოზიციები და განვაგრძოთ სტაბილური ზრდა.
-რა სტრატეგიული მიმართულებებია „Tessuto“-სთვის პრიორიტეტული უახლოეს პერიოდში და რას უნდა ველოდოთ კომპანიისგან მომავალში?
2026 წლისთვის „ტესსუტოს“ გეგმები კიდევ უფრო ამბიციური და მასშტაბურია, რაც ბრენდის ტრანსფორმაციასა და მომხმარებლებისთვის ინტერიერის გადაწყვეტილებების სრული სპექტრის შეთავაზებას გულისხმობს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, კიდევ უფრო გავაფართოვოთ ახალი მიმართულებები, რაც საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ ერთიანი, ჰარმონიული და ექსკლუზიური გარემო ნებისმიერი ტიპის სივრცისთვის.
სამომავლოდ ვგეგმავთ კიდევ უფრო მსხვილი და კონცეპტუალურად დატვირთული პროექტების განხორციელებას, რომლებიც ხაზს გაუსვამს ჩვენს ინოვაციურ ხედვასა და ხარისხისადმი ერთგულებას. ასორტიმენტის ეს სტრატეგიული ზრდა მიზნად ისახავს ტესსუტოს, როგორც სრული დიზაინ-სერვისის მომწოდებელი კომპანიის პოზიციონირებას, სადაც თითოეული დეტალი - ქსოვილიდან დაწყებული სანათებით დასრულებული - პრემიუმ სტანდარტისა და ინდივიდუალური სტილის სიმბოლოდ იქცევა.
ინფორმაციისთვის, კომპანია უკვე 9 წელია ოპერირებს ბაზარზე. შოურუმი მდებარეობს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, N37-ში.