მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.2
-0.0111
flag
AZN 1.5858
-0.0002
flag
CNY 38.474
-0.0016
flag
EUR 3.1747
-0.003
flag
GBP 3.637
-0.0112
flag
KZT 53.96
0.011
flag
TRY 0.0628
-0.0001
flag
USD 2.6959
-0.0007

კომპანია აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ბაზრებზე გასვლისა და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერების მიმართულებით - teamtwo - Architects & Engineers

news image

teamtwo - Architects & Engineers არის არქიტექტორების და კონსტრუქტორების ჯგუფი, რომელიც ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. Business Insider Georgia კომპანიაში არსებულ სიახლეებზე teamtwo-ს თანადამფუძნებელსა და არქიტექტორს შოთა საგანელიძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

მიმდინარე პერიოდში teamtwo-ს ფოკუსი მიმართულია საერთაშორისო ბაზრებზე გასვლისა და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებისკენ. ამ მიმართულებით წელს უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

კომპანიამ გაიმარჯვა პროგრამაში „წვდომა საექსპორტო ბაზრებზე“, რომელსაც UNDP ახორციელებს და რომლის მიზანია საქართველოს მცირე და საშუალო კომპანიებისთვის ევროკავშირის ბაზარზე გასვლაში დახმარება. პროგრამის ფარგლებში ჩავატარეთ გერმანიის ბაზრის კვლევა საპროექტო მომსახურების მიმართულებით, შევაფასეთ მოთხოვნა და თანამშრომლობის შესაძლო პოტენციალი.

ამ პროცესში მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მონაწილეობა Architect@Work Düsseldorf-ის საერთაშორისო გამოფენაში, სადაც შესაძლებლობა მოგვეცა გავცნობოდით ადგილობრივ საპროექტო კომპანიებს, გერმანული ბაზრის სპეციფიკას და დაგვემყარებინა პროფესიული კონტაქტები პოტენციურ პარტნიორებთან.

შეხვედრა „Henning Larsen“-ის მასალების დეპარტამენტის მთავარ არქიტექტორ, მარტა ლუისთან

გარდა ამისა, teamtwo-მ მონაწილეობა მიიღო Architecture Trampoline პროგრამაში, რომლის მთავარი მიზანია არქიტექტურისა და სამშენებლო სექტორის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ექსპორტის ხელშეწყობა. სხვა წამყვან ქართულ არქიტექტურულ კომპანიებთან ერთად აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობამ პრაქტიკული გამოცდილება მოგვცა და ჩამოგვიყალიბა მკაფიო ხედვა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც საჭიროა ჩვენი სერვისების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასატანად.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

საქართველოში სამშენებლო და არქიტექტურული მომსახურებებზე მოთხოვნა კვლავ სტაბილურად მზარდია. აქტიურია მოთხოვნა — როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ და სასტუმრო შენობებზე, ბოლო პერიოდში კი იმატა მოთხოვნამ სასწყობე/ლოგისტიკური შენობების მიმართულებით, 2020–2024 წლებში ლოჯისტიკისა და სასაწყობე ფართების მოცულობა დაახლოებით 25–30%-ით გაიზარდა. ეს ტენდენცია უკავშირდება ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, საერთაშორისო ვაჭრობის ზრდასა და ელექტრონული კომერციის განვითარებას. შედეგად, მოთხოვნა კონცენტრირებულია თანამედროვე, ენერგოეფექტურ და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებულ სასაწყობე ობიექტებზე.

მოთხოვნების შესაბამისად დამკვეთი ორიენტირებულია ითანამშრომლოს ისეთ საპროექტოსთან რომელიც შესთავაზებს მომსახურების სრულ ციკლს — კონცეფციიდან სატენდერო დოკუმენტაციაში ჩართულობის ჩათვლით, სადაც არქიტექტურა, სტრუქტურული და MEP ინჟინერია ,ჭიდროდ კოორდინირებულია.

როგორც ავღნიშნეთ, მატულობს ინტერესი მდგრადი და ენერგოეფექტური შენობების მიმართ. LEED და WELL სტანდარტებში ჩვენი გუნდის გამოცდილება კი ეხმარება დამკვეთს ეფეტური გადაწყვეტილების მიღებაში.

რომ შევაჯამოთ, მატულობს მოთხოვნა მაღალი ხარისხის საპროექტო კომპანიებზე, ხოლო კვალიფიცირებული გუნდი და ინტეგრირებული მიდგომა უფრო და უფრო მეტად ფასდება.

ცნობისთვის, კომპანია მდებარეობს ქალაქ თბილისში, ზ. ფალიაშვილის #37-ში. მეტი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ teamtwo- ს ვებგვერდს ესტუმრონ ან დაუკავშირდნენ მათ შემდეგ ნომერზე : 555 57 74 99.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ენერგოეტიკეტირების წესებთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

26.12.2025.16:43

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებში განხილული იყო საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლისა და ზოგიერთი ინდუსტრიული დანადგარის ენერგოეტიკეტირების წესები. 

მთავრობის დადგენილება 2024 წლის 3 ოქტომბერს დამტკიცდა, რომლის თანახმად განისაზღვრა ცალკეული პროდუქტების ენერგოეტიკეტირების ვალდებულება. კერძოდ, ვალდებულება ვრცელდება შემდეგ პროდუქტებზე: ელექტრონული ეკრანები (ტელევიზორები, მონიტორები და ა.შ.), პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერები, საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულები, ასევე სამაცივრო მოწყობილობები, საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლები, საყოფაცხოვრებო მოხმარების საშრობი მანქანები,  სინათლის წყაროები (ნათურები, სანათები, პროჟექტორები და ა.შ.), საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანები და ჰაერის კონდიციონერები.

შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი წევრი კომპანიები დროულად და სრულყოფილად იყვნენ ინფორმირებული ახალი რეგულაციების შესახებ. მსგავსი სამუშაო შეხვედრები ხელს უწყობს ბიზნესსა და სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტიან დიალოგს, ამცირებს გაურკვევლობებს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, ენერგოეტიკეტირების ახალ მოთხოვნებს წინასწარ და სწორად მოერგონ" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.  

აღსანიშნავია, რომ დადგენილი წესები ძალაში შედის 2025 წლის 31 დეკემბრიდან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა