მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7053.7
0.0052
flag
AZN 1.5907
0.0029
flag
CNY 37.984
0.0068
flag
EUR 3.1798
0.0119
flag
GBP 3.68
0.0201
flag
KZT 50.04
0.0013
flag
TRY 0.0655
0.0002
flag
USD 2.7051
0.0049

ქობულეთში 115 ნომრიანი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი- DREAM RESIDENCE აშენდება- პარტნიორი საქართველოს ბანკია

news image

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი პარტნიორ ბიზნესებთან ერთად ახალი პროექტების განხორციელებას აგრძელებს. ბანკთან თანამშრომლობით ქობულეთში, დაბა ჩაქვში, ახალი სასტუმროს ტიპის აპარტოტელი აშენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 2 მლნ დოლარია,  ბანკის ფინანსური რესურსი კი 1.53 მლნ დოლარს შეადგენს.

 

DREAM RESIDENCE-ი წარმოადგენს დახვეწილი არქიტექტურის, კომფორტისა და მიმზიდველი ინვესტიციის ერთობლიობას.

 

DREAM RESIDENCE შავი ზღვის უნიკალური საკურორტო ზონაში შენდება, პირადი პლაჟით რომელიც მდებარობს კომპლექსიდან სულ რაღაც 70 მეტრში. პროექტის ბაზაზე იგეგმება დასასვენებელი კომპლექსის განვითარება საკუთარი ინფრასტრუქტურით. კომპლექსი  შედგება სასტუმროს ტიპის 115 აპარტამენტისგან, კომპლექსის შავი ზღვის სანაპიროდან პირველ ზოლში განთავსდება. აპარტამენტებიდან გადაშლილი იქნება ბათუმის, ზღვისა და მთის უნიკალური  პანორამული ხედები.  აპარტამენტები ბარდება დასრულებული რემონტით, პროექტისთვის ინდივიდუალურად შესრულებული დეტალური დიზაინით, ტექნიკითა და ავეჯით. 12 სართულიანი კომპლექსი გააერთიანებს, კაფე-რესტორნებს, სპა და ფიტნეს ცენტრს, ადმინისტრაციას, საერთო სარგებლობის სივრცეებს,  ღია აუზს, საფეხმავლო ბილიკს, რომელიც პირდაპირ შეუერთდება ზღვის სანაპიროსა და ზღვაში შეჭრილ ნაპირსს. სანაპიროზე განთავსდება კაფე-ბარი და ღია ტიპის ღამის კლუბი. კომპლექსს ექნება საკუთარი ღია პარკინგი. თუმცა, ეს ყველაფერი არაა, ჩვენ მიზნად  გვაქვს დასახული  მსხვილი დეველოპერული პროექტების განხორციელება აჭარის რეგიონში, მათ შორის ბათუმში. ამასთან ჩვენი მომხმარებლების მიერ განხორციელებული ინვესტიციების უკუგების მაჩვენებლის გასაზრდელად ვაპირებთ აქტიურად განვავითაროთ სასტუმროს მართვის და სამედიცინო ტურიზმის მიმართულებაც“,- განაცხადა სულხან ფალავანდიშვილმა, DREAM RESIDENCE - ის თანადამფუძნებელმა.

 

„ჩვენ, როგორც კერძო ფინანსური ინსტიტუტი,  მუდმივად ვცდილობთ გვერდით დავუდგეთ ბიზნესს, მივცეთ განვითარების ახალი შესაძლებლობები საინტერესო პროექტების განსახორციელებლად. სწორედ ასეთი პროექტია DREAM RESIDENCE - ი, რომელიც გვჯერა რომ მნიშვნელოვან წვლივლს შეიტანს სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესის განვითარებაში, ახალი სამუშაო ადგილბის შექმნაში. კომპანიასთან საკმაოდ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და მოხარული ვართ, რომ მუდმივად ვხედავთ სწრაფვას, არ გაჩერდნენ და განვითარდნენ. კომპანია „დრიმ რეზიდენს ჩაქვი“ კომპანია „დრიმსაიდის“ ბრენდის ქვეშ ოპერირებს, „დრიმსაიდი“ კი წარმოადგენს სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიას, რომელიც ბაზარზე აქტიურად 2021 წლიდან ფუნქციონირებს.  დღეის მდგომარეობით კომპანიამ წარმატებით დაასრულად პროექტი ჩაქვის საკურორტო ზონაში. სწორედ მითითებული სანაპირო ზონის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში შენდება DREAM RESIDENCE-ი, რომლის მშენებლობაც 2023 წლის აპრილში დაიწყო და მისი დასრულება 2025 წლის ბოლოს იგეგმება“,- აღნიშნავს ნათია ღლონტი, საქრათველოს ბანკი კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Bentley Exhibitions გრძელდება - ბრიტანული ბრენდის შოურუმში ავთანდილ გახოკიძის ფერწერული ნამუშევრები გამოიფინება

16.09.2025.14:52

„მთვარე, რომელიც დღისით ჩანს“ - ამ სიმბოლური სახელწოდებით პროექტი Bentley Exhibitionsავთანდილ გახოკიძის პერსონალური გამოფენით გრძელდება. 18 სექტემბრიდან თანამედროვე ქართველი არტისტის ფერწერულ ნამუშევრებს Bentley Centre Tbilisi-ს შოურუმი უმასპინძლებს. ნამუშევრების სერია 6 მონუმენტურ ტილოს აერთიანებს, რომელთა კონცეფცია ბუნებისა და ტექნოლოგიების კონტრასტულ შეხამებას მოიცავს და მათ ერთ სივრცეში ჰარმონიულად დაკავშირებას ისახავს მიზნად.

თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი: „Bentley Centre Tbilisi-ს შოურუმში გამოფენების სერია იმ მომხმარებლების სურვილიდან გამომდინარე დავიწყეთ, რომლებიც დაინტერესებულები არიან ხელოვნებითა და თანამედროვე ქართველი არტისტებით. გვინდოდა, ჩვენი შოურუმი სწორედ ხელოვნებასთან დაგვეკავშირებინა და ამ სივრცეში მოსული აუდიტორიისთვის თანამედროვე მხატვრების უკეთ გაცნობის შესაძლებლობა მიგვეცა.

Bentley Exhibitions პროექტის ფარგლებში უკვე მესამე გამოფენას ვმასპინძლობთ. ეს გამოფენა გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ ავთანდილ გახოკიძემ ნამუშევრები საგანგებოდ ამ შოურუმისთვის შექმნა და ისინი პირველად სწორედ ჩვენთან გამოიფინება. 

გამოფენის გახსნაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, პირადად შეხვდეს მხატვარს და გაესაუბროს გამოფენის კონცეფციის შესახებ. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ნამუშევრების შეძენაც“.

ავთანდილ გახოკიძე თანამედროვე ქართველი მხატვარი და ვიზუალური არტისტია. მან „თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია“ დაამთავრა ფერწერის განხრით და ახლა სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს.

ავთანდილ გახოკიძე, მხატვარი: „გამოფენისთვის შესრულდა დიდი ზომის ნამუშევარიარსებული პარამეტრები განისაზღვრა საექსპოზიციო სივრცის სპეციფიკიდან გამომდინარენამუშევრები განზოგადებული გეომეტრიული ფორმების სახითაა წარმოდგენილი და უკავშირდება ეგრეთ წოდებულ Hard Edge Painting მიმართულებასსერიაზე Dedicace Gallery-ს სარეზიდენციო სივრცის სტუდიაში რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდი. ყველა ეს ტილო კონკრეტულად Bentley Centre Tbilisi-ს სივრცისთვის შეიქმნაჩემი მცდელობა იყო, გარემოსა და ნამუშევრებს შორის გარკვეული კავშირიც ყოფილიყო და, ამავდროულად, კონტრასტიც“.

ხელოვნების მხარდაჭერა Bentley Centre Tbilisi-ს ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება და კორპორაციული მდგრადობის ნაწილია. კომპანიისთვის ეს ერთგვარი შესაძლებლობაა, უკეთ გაიცნოს საკუთარი მომხმარებლები, მათთვის ღირებულებებისა და კულტურული გამოცდილების გაზიარების გზით. ამ მიზნით, Bentley Exhibitions-ის ფარგლებში, ბრენდის შოურუმმა დამატებითი საგამოფენო სივრცის ფუნქცია შეიძინა და ის მთელი წლის განმავლობაში ეთმობა ახალგაზრდა ქართველი არტისტებისა თუ საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს.

ავთანდილ გახოკიძის გამოფენა Bentley Centre Tbilisi-ს შოურუმში 18 სექტემბერს 19:00 საათზე გაიხსნება. მხატვრის ფერწერული ნამუშევრების გაცნობის საშუალება დამთვალიერებელს 18 ნოემბრამდე ექნება. 

Bentley Exhibitions-ის ფარგლებში გამოფენების სერია წლის ბოლომდე გაგრძელდება.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი Bentley Centre Tbilisiლეგენდარული ბრიტანული ბრენდის პრემიუმ ავტომობილების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში 2024 წლიდან. Bentley Centre Tbilisi-ს შოურუმში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ ყველაზე მოთხოვნადი მოდელები, ადგილზე შეარჩიონ აქსესუარები, კონფიგურაციის საშუალებით ააწყონ სასურველი კომპლექტაცია და შექმნან პერსონალიზებული მოდელი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა