მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7037.5
0.0027
flag
AZN 1.5866
0.0008
flag
CNY 37.58
0.0012
flag
EUR 3.153
0.0023
flag
GBP 3.6486
-0.0039
flag
KZT 50.13
0.0011
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6981
0.0013

„კობი“ გაყიდვებს ზრდის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე

news image


მინერალური წყალი კობი • Mineral Water KOBI ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების ზრდის პარალელურად საექსპორტო არეალსაც აფარათოებს. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში „კობის“ მწარმოებელი კომპანია „აქვა გეოს“ კომერციულმა დირექტორმა, ირაკლი ჟვანიამ განაცხადა, მინერალური წყალი „კობი“ ბაზარზე წარმოდგენილია სხვადასხვა ზომის, როგორც მინის, ასევე PET ბოთლებში.

„კობი“ არსებულ საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვების გაფართოებას გეგმავს და ამ ფონზე, მომავალი წლიდან, ექსპორტის მოცულობის ზრდასაც განიხილავს.

„მიმდინარე მაჩვენებლებით, ექსპორტის მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა. დღეის მონაცემებით ზრდა 15-20%-ს შეადგენს. „კობი“ ექსპორტზე წარმოდგენილია ბალტიისპირეთის ქვეყნებში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ხოლო მიმდინარე წლიდან დაემატა გალფის ქვეყნებიც. ვგეგმავთ, რომ გალფის ბაზარზე ის სექტორებიც ავითვისოთ, რომლებიც ამ ეტაპზე ჯერ კიდევ აუთვისებელია. ასევე, მომავალი წლისთვის ექსპორტზე გაცილებით დიდი მოცულობებით გასვლას ვაპირებთ. 

რაც შეეხება შიდა ბაზრის ანალიზის, სუპარმარკეტების ქსელებში და ჰორეკა სექტორში აქტიურად ვართ წარმოდგენილები და აქაც გაყიდვების ყოველწლიურად იზრდება.

იმის გამო, რომ „კობი“ უნიკალური პროდუქტია და ევროპული წყალია, მისი თვისებები საკმაოდ განსხვავებულია და თავისი მომხმარებელი ჰყავს. შესაბამისად აქცენტს ვაკეთებთ წყლის ხარისხზე“, - განმარტავს „აქვა გეოს“ კომერციული დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ კობის მინერალური წყლის მიწისქვეშა საბადოს გავრცელების რაიონი მდებარეობს საქართველოს უკიდურეს ჩრდილოეთში, კავკასიონის მთათა სისტემის უხათის ვულკანური მთის ფერდობზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე. აღნიშნული წყლის საბადოსთან აშენდა მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ქარხანა, რომელმაც 2018 წლის ივლისში პირველი პროდუქცია გამოუშვა ბაზარზე. „კობი“-ს წყლის შემუშავებაში ჩართული იყო არა ერთი მსოფლიო ბრენდის ავტორი ტექნოლოგი 50 წლიანი გამოცდილებით ალესანდრო კოველი.

წყალი წარმოებულია უნიკალური ცივი კარბონიზაციის ტექნოლოგიით, რაც გულისხმობს CO2-ის მოლეკულების შეტანას <3 C° ტემპერატურის წყალში, რაც მის ძალიან წვრილ ბუშტულებად დისპერსირებას (გახსნას) უზრუნველყოფს. ეს უკანასკნელი კი დალევის პროცესს გაცილებით სასიამოვნოს ხდის, არ იწვევს ცხვირში წვას და შებერვას. მისი დაბალი მინერალიზაციის გამო „კობი“-ს წყალი ჩვეულებრივი სასმელი წყალივით კლავს წყურვილს, განსხვავებით საქართველოში არსებული წარმოებული ანალოგებისგან.


შეგახსენებთ, რომ კომპანია “აქვა გეო” 2009 წელს შეიქმნა, რომლის მიზანიც ქართული უნიკალური წყლის პოპულარიზაციაა, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. „აქვა გეო“ დღეს ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი ბრენდებით: „სნო“, „კობი“.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბათუმში პირველად ბაზარზე კვადრატულ მეტრის საშუალო ფასმა 1,427 აშშ დოლარს მიაღწია - Galt & Taggart

19.08.2025.19:00

2025 წლის ივნისში, პირველად ბაზარზე კვადრატულ მეტრის საშუალო ფასმა 1,427 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა კვარტლის ფასთან შედარებით 2.7%-ითაა გაზრდილი. 

ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში „ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონება“ არის აღნიშნული. 

Galt & Taggart-ში აცხადებენ, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) საშუალო ფასი 2025 წელს ივნისში კვარტალურად 0.7%-ით, ხოლო წლიურად 11.5%-ით გაიზარდა და 1,307 აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა