Kiwi Post-ის აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია - კომპანია ონლაინ შოპინგს კიდევ უფრო ამარტივებს
Kiwi Post • კივი პოსტი საკუთარ მომხმარებლებს მორიგ სიახლეს სთავაზობს და მათთვის ონლაინ შოპინგი ახალ ეტაპზე გადაჰყავს. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში Kiwi Post-ის საოპერაციო მენეჯერმა ქეთევან შანიძემ განაცხადა, აპლიკაცია რამდენიმე დღეა რაც ჩაეშვა და ის უკვე რამდენიმე ათასმა მომხმარებელმა ჩამოტვირთა.
„Kiwi Post-მა საკუთარი აპლიკაცია ჩაუშვა, რაც ჩვენს მომხმარებლებს ონლაინ შოპინგს და ჩვენი მომსახურებებით სარგებლობას მაქსიმალურად გაუმარტივებს. აპლიკაცია სწორედ ჩვენი მომხმარებლების ინტერესიდან გამომდინარე დავამატეთ. Kiwi Post-ის აპლიკაციას საკმაოდ კარგი ნავიგაცია აქვს და კარგი ვიზუალითაც გამოირჩევა.
გეტყვით იმასაც, რომ სამომავლოდ ჩვენმა მომხმარებლებმა შესაძლებელია აპლიკაციიდან გარკვეული კოდები მიიღონ, რაც რენდომად მოხდება და რაც ჩვენი მხრიდან იქნება დამატებითი ბონუსი მომხმარებლისთვის, რომელიც აპლიკაციას გადმოიწერს. მიუხედავად იმისა, რომ Kiwi Post-მა რამდენიმე დღეა რაც აპლიკაცია ჩაუშვა უკვე რამდენიმე ათასმა ადამიანმა უკვე გადმოიწერა ჩვენი აპლიკაცია და საკმაოდ კმაყოფილია“, - განმარტავს Kiwi Post-ის საოპერაციო მენეჯერი.
Kiwi Post-ის აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია Android-სა და iOS-ზე.
iOS: https://shorturl.at/8PSWQ
Android: https://shorturl.at/tOvgh
KiwiPost-ი საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს ამანათების ტრანსპორტირებიას ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ჩინეთიდან და თურქეთიდან, ასევე შესაძლებელია ამანათების გაგზავნა დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში. KiwiPost-ის მთავარი მიზანია შეინარჩუნოს მომსახურების საუკეთესო ხარისხი ბაზარზე.

სხვა სიახლეები
სელფი მობაილი eCommerce Day Georgia 2025-ის პარტნიორია
30.10.2025.12:43
სელფი მობაილი ყოველწლიური კონფერენციის - eCommerce Day Georgia 2025-ის პარტნიორია.
ღონისძიება 31 ოქტომბერს იმართება თბილისში და ერთ სივრცეში გააერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესებს, სტარტაპებსა და ტექნოლოგიურ ლიდერებს.
ყველაზე სწრაფად მზარდი ტელეკომ კომპანია საქართველოში, სელფი მობაილი ორიენტირებულია ციფრული ეკოსისტემის განვითარებაზე და მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ქვეყნის ციფრული ეკონომიკის გაძლიერებასა და ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას უწყობს ხელს.
პარტნიორობით სელფი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საკუთარ მისიას, გააერთიანოს ინოვაციები, ცოდნა და ადამიანები, რომლებიც ქმნიან მომავალს. eCommerce Day Georgia არის ის პლატფორმა, სადაც ბიზნესები, სტარტაპები და ტექნოლოგიური კომპანიები გამოცდილებას აზიარებენ და ერთობლივად აყალიბებენ საქართველოს, როგორც რეგიონულ ჰაბს ელექტრონული კომერციის მიმართულებით.
ღონისძიების შესახებ დეტალურად: www.ecag.ge/ecommerce-day-2025