„ქისთოუნ ინვესთმენთსი" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
ქისთოუნ ინვესთმენთსი ერთ-ერთი წამყვანი მრავალპროფილური საინვესტიციო ჰოლდინგი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. კომპანია 2016 წლიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკის სწრაფად მზარდ სექტორებსა და ისეთ კომპანიებში ახორციელებს, რომლებსაც საინტერესო ბიზნეს მოდელი აქვთ, ჰყავთ ძლიერი მენეჯმენტი და ამავდროულად საჭიროებენ დამატებით კაპიტალს, ზრდის შემდეგი ეტაპისთვის.
ჰოლდინგის საინვესტიციო პორტფელი კომპანიებს სხვადასხვა სექტორებში მოიცავს, როგორიცაა: საცალო ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, მშენებლობა და წარმოება.
ამჟამად ჰოლდინგში შემავალი ძირითადი კომპანიებია ქისთოუნ დეველოპმენტი, ქისთოუნ აგრო, მაგნიტი, Construction Service-ი და Keystone Power -ი.
ქისთოუნ დეველოპმენტი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, კერძოდ კრწანისში, მრავალფუნქციურ პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ახორციელებს და მისი საინვესტიციო ღირებულება 50 მლნ აშშ დოლარია. ასევე, ჰოლდინგი აქტიურადაა ჩართული ლურჯი მოცვის ბაღების გაშენების პროცესში, კერძოდ, ქისთოუნ აგრო დასავლეთ საქართველოში 200 ჰექტარზე გაშენებულ თანამედროვე სტანდარტების ლურჯი მოცვის ბაღებს ფლობს და ავითარებს.
ჰოლდინგის ნაწილია სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი, რომელიც საქართველოს რეგიონებში ყველაზე დიდი კომპანიაა ბაზრის წილით.
ასევე, აღსანიშნავია, Construction Service-ი, წამყვანი სამშენებლო კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ლითონის კონსტრუქციების წარმოებასა და მონტაჟზე, ასევე, ხიდების მშენებლობაზე. მნიშვნელოვანია ჰოლდინგის წარმატება 50+ მეგავატიან ქარის ელექტროსადგურის განვითარების კუთხითაც, რომელსაც წარმოადგენს Keystone Power-ი. „ქისთოუნ ინვესთმენთსი მრავალპროფილური საინვესტიციო ჰოლდინგია, რომელიც ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს. საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის მნიშვნელოვანია ასეთი მსხვილი, წარმატებული და მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე კომპანიებთან თანამშრომლობა, რათა უკეთ მოხდეს ბიზნეს სექტორში არსებული პრობლემატური საკითხების წარმოჩენა და მათი ერთობლივი გადაწყვეტა. მივესალმებით ქისთოუნ ინვესთმენთს BAG-ში და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული იქნება" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
30.07.2025.15:27
30.07.2025.15:33
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, სასწავლო რესურსების განვითარებას განაგრძობს. პლატფორმა Businesscourse.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია ახალი კურსი — „სანამ ბიზნესს დაარეგისტრირებთ“, რომლის ავტორია ანტერპრენერი და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, დავით მარკოზაშვილი.
კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც მეწარმეობის გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამს და სურს, გაარკვიოს, როგორ უნდა იქცეს იდეა რეალურ, სიცოცხლისუნარიან ბიზნესად.
კურსის ძირითადი თემებია:
კურსის მიზანია, მონაწილეებს შექმნათ სისტემური წარმოდგენა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც კომპანიის რეგისტრაციას და მის სტრატეგიულ ჩამოყალიბებას წინ უძღვის. კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელები შეძლებენ გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღონ იმაზე, თუ როდის, როგორ და რა ფორმით დაიწყონ სამეწარმეო საქმიანობა.
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსების პლატფორმაზე უკვე ხელმისაწვდომია 60-ზე მეტი პრაქტიკული კურსი, რომლებიც დამწყებ და მოქმედ მეწარმეებს ისეთი საკითხების გააზრებაში ეხმარება, როგორებიცაა მარკეტინგი, ფინანსები, ციფრული კომუნიკაცია, ტექნოლოგიური ინოვაციები და სხვ.
„სწორად გადადგმული პირველი ნაბიჯები ბიზნესის მომავალს განსაზღვრავს და მეწარმეობის მხარდაჭერა და წახალისებაც სწორედ ამ ეტაპზეა მნიშვნელოვანი. ამიტომაც დავამატეთ ახალი კურსი, რომელიც იდეის გაჩენიდან პრაქტიკულ გადაწყვეტილებებამდე, ბიზნესის წამოწყებით დაინტერესებულ პირებს სრულფასოვან გზამკვლევს სთავაზობს,“ — აცხადებენ საქართველოს ბანკში .
გაიარეთ კურსი ამ ბმულზე.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი წარმოადგენს ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის მნიშვნელოვან ნაწილს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.