მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7265
0.0505
flag
AZN 1.6129
0.011
flag
CNY 39.774
0.0287
flag
EUR 3.1833
0.0138
flag
GBP 3.658
0.0149
flag
KZT 55.7
0.0094
flag
TRY 0.0623
0.0003
flag
USD 2.7419
0.0185

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

news image

თიბისი აქტიურად მონაწილეობს ქართული კინემატოგრაფიის განვითარებაში - მრავალმხრივი მხარდაჭერითა და პარტნიორობით ხელს უწყობს, როგორც მსხვილი კინოფესტივალების, ასევე დამოუკიდებელი კინო-ინიციატივების გაძლიერებასა და ქართული კინოს პოპულარიზაციას.

კინოდაჯილდოება ელისო 2026 ღია კონკურსს აცხადებს. თიბისის მხარდაჭერით და ნატო ვაჩნაძის ფონდისორგანიზებით კინოდაჯილდოება „ელისო“ წელს მესამედ გაიმართება და მიზნად ისახავს ქართული კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობასა და თანამედროვე კინემატოგრაფისტების მხარდაჭერას.

კონკურსის პირობების მიხედვით, განიხილება 2025 წელს ოფიციალურად გამოსული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ქართული პროდუქციის ან კო-პროდუქციის ფილმები. 

ნომინანტებსა და გამარჯვებულებს ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 20 თებერვლამდე ბმულზე: https://filmfreeway.com/ElisoAwards

გასულ წელს პრემია ელისოზე წარდგენილ ნამუშევრებს აფასებდნენ ჟიურის შემდეგი წევრები: ელენე ნავერიანი, კარლოს რეიგადასი, ტომას ჰაკიმი, აგნიეშკა ჰოლანდი, დიტო ცინცაძე, სალომე კიკალეიშვილი და ანჯელიკი პაპულია. ელისო საუკეთესო ფილმისთვის კი „წმინდა ელექტროენერგიას გადაეცა.

თიბისი, მრავალწლიანი გამოცდილებით, აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ პროექტებს, რომლებიც ემსახურება ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებას, ქართული ხელოვნების განვითარებასა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. თიბისი მხარდამჭერია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის კინოფესტივალების, ასევე გასულ წელს ქართველ დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტებთან თანამშრომლობით, საქართველოს 10 ქალაქში უმასპინძლა პროექტს „კინო გზაზე“, რომელიც რეგიონებში ღია კინოჩვენებების სერიას აერთიანებდა.

მთავარია გჯეროდეს - ახალი შესაძლებლობების, საკუთარი გზის და შემოქმედებითი ძალის. სწორედ ამ რწმენით პრემია „ელისოს“, დაარსების დღიდან, ერთგული მხარდამჭერია თიბისი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ლიბერთის ტოპ ქარდი ორი წლის გახდა

06.03.2026.16:12

Top|Card მომხმარებელზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც ფინანსური თავისუფლებისა და მეტი მოქნილობისთვის შეიქმნა. ორი წლის განმავლობაში ტოპ ქარდი მომხმარებლებს ყოველდღიური ხარჯების მართვას უმარტივებს და მნიშვნელოვანი შენაძენების დაგეგმვაში ეხმარება. როგორც კომპანიაში ამბობენ, პროდუქტმა უკვე დაამტკიცა, რომ რეალურ საჭიროებებს პასუხობს და მომხმარებელთა ნდობას იმსახურებს. ამ თემაზე გვესაუბრება ირაკლი ფრუიძე, ლიბერთი ბანკის განვადების განყოფილების უფროსი.

ირაკლი, პირველ რიგში გილოცავთ ტოპ ქარდის ორ წელს. როგორც ტოპ ქარდის განვლილი 2 წელი ლიბერთი ბანკში, რა ფინანსური შედეგები აჩვენა მან ამ პერიოდში პროდუქტმა და რა ძირითადი ტენდენციები გამოიკვეთა მომხმარებელთა ქცევაში?

Top|Card მომხმარებლის საჭიროებებისთვის ერთ პროდუქტში აერთიანებს საკრედიტო ბარათის, განვადების და განაწილების შესაძლებლობებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით Top|Card მომხმარებლებში განსაკუთრებულ ნდობას იმსახურებს. განვლილი ორი წლის განმავლობაში გაზრდილია საკრედიტო პორტფელი, უნიკალური მომხმარებლების და პარტნიორი ობიექტების რაოდენობა. პორტფელი და კლიენტების რაოდენობა 2025 წელში დაახლოვებით 15%-ით არის გაზრდილი, ხოლო პარტნიორ ობიეტების რაოდენობაში 30%-ით.

რამდენად გაამართლა ტოპ ქარდის კონცეფციამ პრაქტიკაში? შეიცვალა თუ არა მომხმარებლის დამოკიდებულება და ქცევა ამ ინსტრუმენტის გამოყენების კუთხით ბოლო ორი წლის განმავლობაში?

დანამდვილებით შემიძლია გითხრათ რომ ტოპ ქარდის კონცეფციამ სრულად გაამართლა და დღეს ძალიან ვამაყობთ ამ პროდუქტით. პირველ რიგში იქედან გამომდინარე რომ ტოპ ქარდის პროდუქტმა ლიბერთი გაიყვანა იმ სეგმენტის მომხმარებლზე რომლებიც აქამდე ლიბერთის პროდუქტებს ნაკლებად იყენებენ, ამავდროულად ლიბერთის მომხმარებლებმაც საკმაოდ აქტიურად დაიწყეს ამ პროდუქტის გამოყენება. მიმდინარე სტატისტიკა გვაჩვენებს რომ ტოპ ქარდი არის ბანკში ახალი კლიენტების მოყვანის საუკეთესო საშუალება რომელიც მომხმარებლებს ლოალურად განაწყობს ბანკის მიმართ.

დღეს ლიბერთი ბანკი უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტია და სხვადასხვა სეგმენტს სთავაზობს მრავალფეროვან პროდუქტებს. რა როლი უკავია ტოპ ქარდს ამ პორტფელში და როგორ ავსებს ის ბანკის საერთო სტრატეგიას?

როგორც უკვე ავღნიშნე ტოპ ქარდი ბანკისთვის ახალი მომხმარებლების მოზიდვის საუკეთესო საშუალებაა, რომელიც სრულად მიყვება ბანკის მიზნებს და სტრატეგიას. ამას ასევე მოწმობს ამ ორი წლის განმავლობაში ბანკის ახალის სეგმენტის სტუდიოს ლიბერთის მომხმარებლებისთვის ექსკლუზიურად შექმინილი Top Card Black Edition ბარათი რომელიც მომხმარებელებს გაუმჯობესებულ ქეშბექებთან ერთად დამატებით სამოგზაურო ბენეფიტებს სთავაზობს, რომელთაც ჩამონათვალიც საკმაოდ ვრცელია.

და ბოლოს, რაც განსაკუთრებით საინტერესოა — როგორია ტოპ ქარდის განვითარების შემდეგი ეტაპი? იგეგმება თუ არა ახალი ფუნქციონალის დამატება ან პარტნიორი კომპანიების გაფართოება?

ტოპ ქარდი 2026 წელში განსაკუთრებულად გეგმავს ბაზარზე აქტიურობას, ამის საწყისია ეხლა მიმდინარე დაბადების დღის და საგაზაფხულო განაწილების და ქეშბექ აქციები რომლთა დიდი ნაწილიც 15 მარტამდე იქნება აქტიური, რიგ კოპანიებში მარტის ბოლომდეც და წლის განმავლობაში ტოპ ქარდი აქციების კუთხით დიდ აქტივობებს გეგმავს. ამავდროულად ყოველდღიურად აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორთა ქსელის გაფართოებაზე და მიზნად გვაქვს რომ 2026 წელში მინიმუმ იმდენი პარტნიორი დავიმატოთ რაც ბოლო 2 წელში მოვახერხეთ.

ახალ ფუნქციონალს რაც შეეხება გვინდა რომ პროდუქტი კიდევ უფრო მოქნილი და მარტივი გავხადოთ მომხმარებლებისთვის, რაც ამ წელში წინასწარ დამტკიცებული ლიმიტებით იქნება შესაძლებელი, რომელსაც მომხმარებლებლები ჩვენი ნებისმიერი არხიდან აითვისებენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა