კიკეთის ფერმას ახალი საღონისძიებო სივრცე - „ხიდი“ შეემატა
„კიკეთის ფერმას“კიდევ ერთი ახალი, საღონისძიებო სივრცე „ხიდი“ შეემატა, - ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს ტურისტული კომპლექსის კომუნიკაციების მენეჯერმა ლიზა მეფარიშვილმა განუცხადა.
„კიკეთის ფერმას კიდევ ერთი ახალი, ორსართულიანი საღონისძიებო სივრცე -„ხიდი“ შეემატა, რომელიც მიმზიდველია როგორც არქიტექტურული ფორმით, ისე მისი ფუნქციური დანიშნულებით. “ხიდი” ჰარმონიულად ერწყმის ლანდშაფტს, გარშემორტყმულია ტყითა და ტბებით.
„ხიდი“ ოთხივე სეზონზე იდეალურია იოგა სესიების, რეთრითების, დღესასწაულებისა და კორპორატიული ღონისძიებების ჩასატარებლად. დახურული და ღია სივრცეები გათვლილია 100-დან 220 სტუმარზე.
ცნობისთვის, „კიკეთის ფერმა“ მდებარეობს თბილისიდან 25 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 1 100 მეტრზე. ფერმის ეკოსისტემა აერთიანებს ბუნებასა და კულტურულ მემკვიდრეობას, რაც ყველა ასაკისა და ინტერესის სტუმარს სთავაზობს დასვენების, ფიზიკური და მენტალური გაჯანსაღების, გართობისა და შემეცნების შესაძლებლობას.
სხვა სიახლეები
პირველი ქართული საინვესტიციო ბანკი, გალტ & თაგარტი 30 წლისაა - ნახეთ ვიდეო
30.06.2026.18:11
“უნდა არსებობდეს გზა, რომელსაც უწყვეტი განვითარებისკენ მივყავართ“ - ეს 30 წლის წინადანდელი ხედვაა, რომელიც პირველმა საინვესტიციო ბანკმა საქართველოში, გალტ & თაგარტმა ბაზარს გაუზიარა.
1995 წლის ბოლოდან, კომპანია იქცა პირველ გზამკვლევად გლობალურ ფინანსურ სამყაროში. სამი ათწლეულის განმავლობაში, მან საფუძველი ჩაუყარა ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მომხმარებელს პირველმა შესთავაზა ინოვაციური ონლაინ-სავაჭრო პლატფორმები და დანერგა „მწვანე“ და მდგრადი ობლიგაციების გამოშვების პრაქტიკა ადგილობრივ ბაზარზე.
აღსანიშნავია, რომ გალტ & თაგარტის სახელს უკავშირდება საინვესტიციო საბანკო მომსახურების, საბროკერო და კვლევითი მიმართულებით ქვეყანაში არაერთი ინოვაცია, მათ შორის:
• 2001 წელს მომხმარებლებს საინვესტიციო-საბანკო მომსახურების სრული სპექტრი შესთავაზა.
• 2006 წელს დაიწყო ქართული კომპანიების მხარდაჭერა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე GDR-ების გამოშვებაში.
• 2014 წელს განახორციელა პირველი ობლიგაციების საჯარო განთავსება ქართულ კაპიტალის ბაზარზე, რითაც ახალი ეტაპი დაიწყო ადგილობრივი ბაზრის განვითარებაში.
• 2015 წელს Saxo Bank-თან პარტნიორობით, დანერგა საქართველოში პირველი მრავალაქტივიანი ონლაინ სავაჭრო პლატფორმა – G&T Trader.
• 2021 წელს DriveWealth-თან და საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით ხელი შეუწყო პირველი ქართულენოვანი საცალო საინვესტიციო პლატფორმის განვითარებას მობილბანკში.
• 2023 წელს საქართველოს ბაზარზე პირველი მწვანე, მდგრადი, გენდერული და sustainability-linked ობლიგაციების სტრუქტურირებასა და გამოშვებაში პიონერის როლი შეასრულა.
• 2024 და 2025 წელს Euromoney-მ გალტ & თაგარტი საქართველოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.
• 2026 წელს კი, Global Finance-ის თანახმად, ქვეყანაში საუკეთესო საინვესტიციო ბანკი გახდა.
დღეს „გალტ ენდ თაგარტი“ საერთაშორისო დონეზე აღიარებული ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც უცვლელად რჩება მთავარ ინიციატორად, მხარდამჭერად და საიმედო პარტნიორად როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორისთვის.
იხილეთ გალტ & თაგარტის ვიდეო: