მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7146.9
-0.0056
flag
AZN 1.5879
-0.0013
flag
CNY 39.263
0.0161
flag
EUR 3.1318
0.0351
flag
GBP 3.5948
0.0291
flag
KZT 56.77
0.0004
flag
TRY 0.0607
0
flag
USD 2.6994
-0.0021

"ქიდს სპოტი" მომხმარებელს განახლებულ, საახალწლო კოლექციას სთავაზობს

news image

„ქიდს სპოტი“ განმავითარებელი, ეკო-მეგობრული სათამაშოების ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ორი წლის წინ დაარსდა. კომპანიაში არსებულ სიახლეებზე Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს თეა თაბაგარს ესაუბრა.

როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

ძალიან აქტიური პერიოდი გვაქვს. უკვე დაწყებულია წინა საახალწლო სამზადისი. ყველამ ვიცით საახალწლოდ როგორი რთულია ქალაქში გადაადგილება. გაუთავებელ საცობებში დგომას, მშობლებს ურჩევნიათ წინასწარ მოემზადონ ჯადოსნური დღისთვის. ამიტომ ჩვენც, დღე და ღამე ვმუშაობთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში მივიტანოთ ადრესატამდე შეკვეთა. ყველას ვურჩევთ, რომ ბოლო დღეებს ნუ დაელოდებიან. განახლებული, საახალწლო კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე, ამიტომ სრულიად აუღელვებლად, სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ შეარჩიონ ხის სათამაშოები

ქიდს სფოთი იყო და მუდამ იქნება სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება მხოლოდ საუკეთესო ხარისხის საბავშვო პროდუქცია შეიძინონ მშობლებმა. ვამაყობთ, რომ ჩვენი არსებობის პერიოდში არასდროს ყოფილა შემთხვევა, როდესაც მომხმარებელი უკმაყოფილო დარჩენილა ხარისხით ან სერვისით. ჩვენი პირველი და უმნიშვნელოვანესი მიზანია კომპანიის ზრდასთან ერთად, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ სერვისი და რაც მთავარია შევთავაზოთ გაფართოვებული ასორტიმენტი მომხმარებელს.

კიდევ ერთი სიახლე ჩვენი და პსპ აფთიაქის პარტნიორობაა. სათამაშოების გარკვეული ასორტიმენტის შეძენა მომხმარებელს შეუძლიათ პსპ აფთიაქის რამდენიმე ფილიალში. ვგეგმავთ სააფთიაქო ქსელშიც ასორტიმენტის გაზრდას. გვინდა, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს მომხმარებლისთვის ჩვენი ხის, ხარისხიანი სათამაშოები.

განვავითარეთ კორპორატიული მიმართულება და ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ფრე-სქულებთან და ბაღებთან. გვიხარია, რომ კერძო ბაღები დაინტერესებულები არიან პატარებს ხარისხიანი სათამაშოები შესთავაზონ. გარდა იმისა, რომ უკვე ადგილზე, არსებული პროდუქციის შეძენა შეუძლიათ, ასევე ხშირია დაკვეთები ისეთ სათამაშოებზე, რომელიც საცალო გაყიდვებისთვის არ არის განკუთვნილი. ასეთ დროს, ინდივიდუალური შეკვეთით ჩამოგვაქვს ბაღებისთვის სათამაშოები.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

დიდი სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხის სათამაშოების კატეგორიაში გვაქვს ყველაზე დიდი ასორტიმენტი საქართველოში. ჩვენი ბიზნესი დაიწყო 50 სახეობის სათამაშოთი, დღეს უკვე ვებგვერდზე www.kidsspot.ge მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს 250-მდე სახეობის სათამაშო შეიძინოს. როგორც ყოველთვის, ყველა მათგანი აკმაყოფილებს არა მხოლოდ ევროპულ EN71, არამედ ამერიკულ, ბრიტანულ და კანადურ სტანდარტებს. მომხმარებლისთვის ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან შეუძლიათ შეიძინონ ისეთი განმავითარებელი ხის სათამაშოები, რომელიც არა მხოლოდ ბავშვის უნარების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, არამედ აბსოლუტურად უვნებელია მათი ჯანმრთელობისთვის. საღებავები დამზადებულია წყლის ბაზაზე და არ შეიცავს მძიმე, ჯანმრთელობისთვის საშიშ მეტალებს. რა თქმა უნდა, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოგვმართონ და თითოეული სათამაშოსთვის შეგვიძლია წარვუდგინოთ ტესტ რეპორტები.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

მოთხოვნა ცალსახად მზარდია. მოთხოვნასთან ერთად, სამწუხაროდ ბაზარზე გამოჩნდნენ არაკეთილსინდისიერი გამყიდველებიც, რომლებიც სხვადასხვა ონლაინ ვებგვერდიდან გამოწერილ, გაურკვეველი წარმომავლობის, უხარისხო და საეჭვო შემადგენლობის სათამაშოებს სთავაზობენ მომხმარებლებს. სამწუხაროდ, რეგულაციები ასეთი პირებზე არ ვრცელდება. საბოლოოდ, მომხმარებელი შედის შეცდომაში. მშობლებს ჰგონიათ რომ რადგან დაბალბიუჯეტიან ხის სათამაშოს ყიდულობენ ბავშვს, ის აუცილებლად ეკო-მეგობრულია, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ყველას ვურჩევთ, რომ სანამ დაბალფასიან სათამაშოს შეიძენენ, აუცილებლად მოითხოვონ ტესტ რეპორტები, რათა სათამაშოს ხარისხში დარწმუნდნენ. მხოლოდ სათამაშოს ყუთზე დატანილი სიმბოლოების საკმარისი არ არის. ჩვენი მიზანია, რომ მეტად ინფორმირებული გავხადოთ საზოგადოება ამ მიმართულებით.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image “ფლომასტერის” პროექტის მართვის ტრენინგი - გზა წარმატებული პროექტებისკენ

02.04.2026.12:00

ცოდნის გაცემა, მიღება და წარმოება - ეს ის სამი ღერძია, რომლის გარშემოც „ფლომასტერი“ დაარსების დღიდან, 2018 წლიდან ტრიალებს. კომპანია პროფესიონალებსა და დამსაქმებლებს ერთად მუშაობაში და საერთო მიზნების მიღწევაში ეხმარება.

“ფლომასტერის” მიდგომა პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას გულისხმობს. პროექტის მართვის ტრენინგი დღეს ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა

რას მოიცავს “ფლომასტერის” პროექტის მართვის ტრენინგი (PMCP) და როგორ დაეხმარება მონაწილეებს მომავალში პროექტები წარმატებით განახორციელონ. ამ თემაზე კურსის ერთ-ერთ ავტორსა და ტრენერს, ვანო ნადირაძეს ვესაუბრეთ.

ვანო, რას მოიცავს “ფლომასტერის” 8-კვირიანი კურსი - PMCP?

ჩვენი პროექტის მართვის ტრენინგი ისეა აგებული, რომ ყოველ კვირას ახალ მოდულს გადის მონაწილე. პროცესი ასეთია: მონაწილეები ჩვენს LMS სისტემაში ვიდეო ლექციებს ეცნობიან, პარალელურად კი კვირაში ერთხელ ფიზიკურად ვიკრიბებით. ამ 8 შეხვედრის დროს ვაკეთებთ პრაქტიკულ სავარჯიშოებს, განვიხილავთ რეალურ ქეისებს და გამოცდილი ტრენერები პასუხობენ მონაწილეების შეკითხვებს.

რაც შეეხება შინაარსს, ვფარავთ ყველაფერს, რაც პროექტის მენეჯერს სჭირდება. მაგალითად, როგორ ვმართოთ დრო და ხარჯები ეფექტურად; როგორ ვიყოთ მზად კრიზისებისთვის; როგორ ვმართოთ გუნდი და დაინტერესებული მხარეები (Stakeholders) თანამედროვე მიდგომებით.

ბოლოს კი გვაქვს სამ-დონიანი შეფასება: „მოისმინა“, „იმუშავა“ და „გამოანათა“. ეს სისტემა გვეხმარება დავინახოთ, ვინ როგორ აითვისა მასალა და ვინ არის მზად რეალური გამოწვევების მისაღებად.

რატომ გადაწყვიტეთ, რომ PMCP “ფლომასტერის” ერთ-ერთი მთავარი პროგრამა ყოფილიყო?

ხშირად გვესმის მენეჯერებისგან ასეთი ფრაზა „ბევრი პროექტი გვაქვს, თუმცა ნახევარი ვადაში ვერ სრულდება“. პრობლემა იშვიათად არის მოტივაციის ნაკლებობა. მიზეზი, უმეტესწილად, გამართული სისტემებისა და საჭირო უნარების დეფიციტია. ბევრს ჰგონია, რომ პროექტების სწორი მართვა ბიუროკრატიაა, სინამდვილეში კი ეს არის საერთო ენა, რომელიც ნებისმიერი ტიპის გუნდს სჭირდება - იქნება ის კრეატიული თუ ტექნიკური. სწორედ ამიტომ, ჩვენი პროექტის მართვის ტრენინგი ფოკუსირებულია არა მხოლოდ თეორიაზე, არამედ პრაქტიკულ ინსტრუმენტებზე.

 

რატომ არის პროექტის მართვის ტრენინგი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ინვესტიცია თანამედროვე ბიზნესისთვის?

სამ ძირითად მიზეზზე ვისაუბრებ. პირველი ეს არის დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანა. გაუმართავი მენეჯმენტი ბიზნესისთვის მხოლოდ დაკარგული დრო არ არის - ეს არის პირდაპირი ფინანსური ზარალი და რაც ყველაზე მტკივნეულია, გუნდის ფუჭად გახარჯული ენერგია. PMCP მონაწილეებს ასწავლის, როგორ მართონ რესურსები ისე, რომ თითოეული სამუშაო საათი შედეგზე იყოს ორიენტირებული.

მეორე - უნივერსალური ენა გუნდისთვის. მითია, რომ პროექტის მართვა მხოლოდ IT სექტორის პრივილეგიაა. ეს არის სისტემა, რომელიც ერთნაირად ეფექტურია მარკეტინგში, მშენებლობაში, წარმოებასა თუ მომსახურების სფეროში. PMCP მონაწილეებს აძლევს იმ საერთო ენას, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა დეპარტამენტი ერთმანეთს იდეალურად უგებს.

და ბოლოს გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე. ქაოსის დროს მთავარი მტერი გაურკვევლობაა. როცა პროცესები წინასწარ არის გაწერილი და მენეჯერს აქვს მზა ჩარჩო (Framework), ის აღარ ხარჯავს დროს იმაზე ფიქრში, თუ „რა უნდა ქნას ახლა?“. მას აქვს კონკრეტული ინსტრუმენტები კრიზისის სამართავად, რაც ბიზნესს მოქნილობასა და სისწრაფეს მატებს. ეს კი დღევანდელ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ვისთვის არის ეს კურსი განკუთვნილი?

მათთვის, ვინც ყოველდღიურად მართავს გუნდებსა თუ ამოცანებს და სურს, ეს პროცესი უფრო გამართული და ეფექტური გახადოს. პროექტებს ყოველთვის ადამიანები ასრულებენ, თუმცა მხოლოდ მონდომება საკმარისი არ არის. სწორი მეთოდოლოგია არის ის, რაც ამ ადამიანებს მაღალი ნდობის მქონე პროფესიონალებად აქცევს.

როგორ დაეხმარება PMCP პროექტის მენეჯერებს ყოველდღიურ მუშაობაში?

პირველ რიგში, შედეგები ხდება პროგნოზირებადი. როცა გაქვს მკაფიო Scope (შინაარსი) და რეალისტური ვადები, „სიურპრიზები“ მინიმუმამდე დადის. მენეჯერმა ზუსტად იცის, ვინ არის გადატვირთული და როგორ გადაანაწილოს ძალები.

ჩვენი პროექტის მართვის ტრენინგი სწორედ იმაზეა ორიენტირებული, რომ გუნდის თითოეულმა წევრმა ნათლად დაინახოს საერთო სურათი და საკუთარი როლი. საბოლოო ჯამში, PMCP-ის გავლის შემდეგ, მენეჯერი პროექტს მართავს არა ინტუიციით, არამედ გამართული მეთოდოლოგიით, რაც პირდაპირ აისახება სამუშაოს ხარისხსა და გუნდის სიმშვიდეზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა