კიბერუსაფრთხოება და საქმიანობის უწყვეტობა კომპანიებისთვის
კიბერშეტევები დღეს უკვე აღარ განიხილება როგორც ჰიპოთეტური, „თუ ოდესმე მოხდება“ ტიპის რისკი - ისინი უკვე ყოველდღიური რეალობაა ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, განურჩევლად მისი ზომისა თუ სექტორისა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ საფრთხეების სისტემური გააზრება და მართვა. გიზიარებთ შემთხვევებს და რჩევებს, სადაც განხილულია ყველაზე გავრცელებული კიბერშეტევების ტიპები, ასევე ის პრაქტიკული ნაბიჯები, რომლებიც კომპანიებს შეუძლიათ გადადგან კიბერრისკების შესამცირებლად. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილებულია ორგანიზაციების მზადყოფნაზე კიბერინციდენტების შემთხვევაში.
გავრცელებული კიბერსაფრთხეები:
- Phishing/სოციალური ინჟინერია;
- ბიზნეს ელ-ფოსტის კომპრომეტირება;
- ინსაიდერული საფრთხე;
- მესამე მხარის (outsource) მოწყვლადობები და განუახლებელი სისტმები.
როგორ უნდა შეამცირონ კომპანიებმა კიბერინციდენტის ალბათობა:
- თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება;
- სისტემებისა და პროგრამების დროული განახლება;
- სისტემური და ქსელური წვდომების შეზღუდვა;
- საბაზისო უსაფრთხოების კონტროლების დანერგვა.
როგორ უნდა მოემზადონ კიბერინციდენტისთვის და უზრუნველყონ საქმიანობის უწყვეტობა:
- ინციდენტზე რეაგირების გეგმა;
- უწყვეტობის გეგმა;
- სათადარიგო ასლები;
- შესაბამისი ხელშეკრულებები.
პრაქტიკული რეკომენდაციები კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად:
- ყურადღება საეჭვო შეთავაზებების მიმართ;
- ჩართეთ მულტიფაქტორული დაცვა (MFA) ყველა ანგარიშზე და რეგულარულად განაახლეთ მოწყობილობები და სერვერები;
- ყველა კრიტიკული მონაცემის თუ ფაილის სათადარიგო ასლის ქონა;
- აუთსორს კომპანიასთან ხელშეკრულებაში უსაფრთხოების საბაზისო მოთხოვნების დამატება.
სხვა სიახლეები
სელფი მობაილი შრომისა და ღირსეული სამუშაოს სამოქმედო პლატფორმის თანათავმჯდომარეა
23.04.2026.12:33
სელფი მობაილი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივის, შრომისა და ღირსეული სამუშაოს სამოქმედო პლატფორმის თანათავმჯდომარეა.
პლატფორმა მიზნად ისახავს ბიზნეს სექტორში ღირსეული შრომის სტანდარტების გაძლიერებას და წევრ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, სისტემურად განავითარონ სამუშაო ადგილზე ღირსების დაცვის, დისკრიმინაციის პრევენციის, სამართლიანი ანაზღაურებისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის პრაქტიკა.
პლატფორმის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაო შეხვედრები და აქტივობები კომპანიებს დაეხმარებათ ცოდნის გაღრმავებაში და მათი საქმიანობის საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში. სელფი მობაილი მონაწილეებს გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებასა და პრაქტიკულ მიდგომებს სამუშაო ადგილზე ღირსების დაცვისა და ინკლუზიური გარემოს განვითარების მიმართულებით.
სელფი მობაილი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრია 2023 წლიდან და აქტიურად მონაწილეობს ბიზნეს სექტორის როლის ზრდაში მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.
შეხვედრებზე კომპანიები განიხილავენ:
• სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა: შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები
• ღირსეული სამუშაო პრაქტიკაში: თანამშრომლების ტრენინგი, უნარების განვითარება და ხელოვნური ინტელექტი
• ბავშვთა უფლებები და ბიზნესის პრინციპები: პროდუქტებისა და სერვისების უსაფრთხოება
• შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) დეკლარაცია შრომით საქმიანობაში ძირითადი პრინციპებისა და უფლებების შესახებ: უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ყველასთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის სელფის შესახებ, ეწვიეთ http://cellfie.ge; ასევე ჩვენი სოციალური მედიის არხებს: