მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.2
-0.0111
flag
AZN 1.5858
-0.0002
flag
CNY 38.474
-0.0016
flag
EUR 3.1747
-0.003
flag
GBP 3.637
-0.0112
flag
KZT 53.96
0.011
flag
TRY 0.0628
-0.0001
flag
USD 2.6959
-0.0007

ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა

news image

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, „არქის“ ყველაზე მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და ბიზნესპარტნიორი გახდა.

„ძალიან მიხარია, რომ ისეთ მასშტაბურ და უნიკალურ პროექტში ვაკეთებ ინვესტიციას, როგორიც „გრანდ ავენიუა“. სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდანვე იფიქრო სამომავლო საქმიანობაზე, რომ შენს შრომას და მიღწევებს სათანადო გაგრძელება ჰქონდეს. მსოფლიოს ბევრ ქალაქში ვყოფილვარ და ჩემი აზრით, „გრანდ ავენიუ“ ისეთი პროექტია, რომელიც ბევრ ქალაქს დაამშვენებდა. ის ნამდვილად იქნება ქალაქის ახალი ცენტრი“ - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

„სპორტსმენებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კარიერის ადრეული ეტაპიდანვე იფიქრონ მომავალზე. ეს ჩემი გამოცდილებითაც ვიცი, რადგან მეც არაერთი ინვესტიცია გამიკეთებია აქტიური სპორტსმენობის დროს.

ამიტომ ძალიან სასიხარულოა, რომ ბიჭები უკვე იწყებენ მომავალზე ფიქრს და ორმაგად სასიხარულოა, რომ იმ კომპანიაში აკეთებენ ინვესტიციას, სადაც მე ვარ ერთ-ერთი პარტნიორი. ეს მათი პირველი ნაბიჯებია ბიზენესში და მიუთეთებს მათ ინტელექტსა და წინდახედულობაზე“ - ამბობს ზაზა ფაჩულია.

არქის გუნდში სჯერათ, რომ ხვიჩა კვარაცხელია თავის წვლილს შეიტანს პროექტის განვითარებაში:„ძალიან გვიხარია, რომ კიდევ ერთი ლეგენდა შემოუერთდა „გრანდ ავენიუს“. თქვენ იცით, რომ ინვესტორები არიან გიორგი მამარდაშვილი და თორნიკე შენგელია, ასევე უკვე 7 წელზე მეტია ზაზა ფაჩულია არის არქის პარტნიორი. ამ თანავარსკვლავეთში ხვიჩას დამატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „გრანდ ავენიუს“ მასშტაბურობას.“ - განაცხადა არქის გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა.

„Grand Avenue“ არის პროექტი, რომელიც თბილისში, დინამოს სტადიონთან ახლოს, ც. დადიანის ქუჩაზე მდებარეობს. აქ უმაღლესი დონის საცხოვრებელ კომპლექსებთან ერთად, გათვალისწინებულია ყოვლისმომცველი ინფრასტრუქტურის მოწყობა, თანამედროვე არქიტექტურა და ლანდშაფტის დიზაინი, 11 ჰექტარი გამწვანებული სივრცე, მეგა ჯიმი, პადელ ცენტრი, ჩოგბურთის კორტები, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, 36 მეტრიანი შიდა და გარე აუზი - ყველაფერი კომფორტული ცხოვრებისთვის, მუშაობისა და განტვირთვისთვის.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image დავიწყეთ პარტნიორობა საერთაშორისო წამყვან სანერგე კომპანია „ფოლკრიკთან“ - „მკისა“

29.12.2025.12:00

Mkisa • მკისა ქართული აგროკომპანიაა, რომელიც 2020 წელს დაარსდა. Business Insider Georgia კომპანიაში არსებულ სიახლეებზე "მკისას" ფინანსურ დირექტორს ალეკო ცერცვაძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

“მკისა” აქტიურად აგრძელებს თანამედროვე აგროტექნოლოგიებისა და ლიცენზირებული ჯიშების დანერგვას საქართველოში. 2025 წელს წამყვან სანერგე კომპანიასთან, “ფოლკრიკი” პარტნიორობის ფარგლებში, მათი გამორჩეული ჯიშის მოცვები “Sekoya”, ქოთნებში დავნერგეთ. ეფექტური მართვისთვის, სტაბილური ხარისხისა და მაღალი მოსავლიანობისთვის გავმართეთ თანამედროვე, ავტომატური ირიგაცია-ფერიგაციის სისტემა. პარალელურად, მივიღეთ მოცვის მოსავალი წყალტუბოსა და ხობში, ხოლო ნუშის მოსავალი ბოლნისში.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

მოცვზე მოთხოვნა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე სტაბილურად მზარდია. ეს განპირობებულია როგორც ჯანსაღ კვებაზე გაზრდილი ყურადღებით, ისე პროდუქტის ფართო გამოყენებით სხვადასხვა ინდუსტრიაში. მოთხოვნა ამ ეტაპზე ჯერ კიდევ აღემატება მიწოდებას, რაც ქმნის რეალურ შესაძლებლობას ხარისხზე ორიენტირებული მწარმოებლებისთვის.

რამდენია „მკისას“ ათვისებული ტერიტორიების მოცულობა?

“მკისას” სამეურნეო ტერიტორიის ჯამური ფართობი 165 ჰა - ს შეადგენს. ხოლო ამ ფართობიდან ათვისებულია 105 ჰა. ხოლო ზემოთ ნახსენები, “ფოლკრიკის” ჯიშის მოცვები, რომლებიც ქოთნებში გავაშენეთ, დანერგილია 10 ჰექტარზე. კომპანიის მიზანი არა მხოლოდ მიწის ფართობის ზრდა, არამედ რესურსის მაქსიმალურად ეფექტური გამოყენებაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა