მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7204.9
-0.0174
flag
AZN 1.6019
-0.0019
flag
CNY 39.521
-0.0012
flag
EUR 3.1471
0.0188
flag
GBP 3.6424
0.0228
flag
KZT 56.63
-0.0005
flag
TRY 0.0615
0
flag
USD 2.7231
-0.0033

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

news image

წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში - თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციას 24 მარტს გამართავს.

კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური კაპიტალის ბაზრების ღონისძიება თბილისში უკვე მეორედ ჩატარდება.

სპიკერებს შორის არიან მაღალი რანგის წარმომადგენლები გლობალური ფინანსური ინსტიტუტებიდან: J.P. Morgan, Citi, Morgan Stanley, ICBC Standard Bank, Oppenheimer, Ashmore, Aberdeen, Vontobel, MetLife Investment Management, EBRD, ADB, IFC, Fitch Ratings, S&P Global, Baker McKenzie, Latham & Watkins.

კონფერენცია მოიცავს პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებს, რომლებზეც განიხილება: გლობალური და რეგიონული მაკროეკონომიკური ტენდენციები, საქართველოს პოზიციონირება კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებზე, საერთაშორისო ინვესტორების მოლოდინები განვითარებადი ბაზრების მიმართ, საინვესტიციო შესაძლებლობები უზბეკეთში, აქტივების მართვა და ა.შ.

ღონისძიება გააერთიანებს საერთაშორისო და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების ლიდერ კომპანიებს, სარეიტინგო სააგენტოებს, ლოკალურ და რეგიონულ ინვესტორებს, ფინანსურ ექსპერტებსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს.

კონფერენციის ფარგლებში ადგილობრივ ბიზნესს ექნება შესაძლებლობა, პირისპირ შეხვედრები გამართოს საერთაშორისო ბანკებთან და ინსტიტუციურ ინვესტორებთან.
საერთაშორისო კონფერენციით, თიბისი კაპიტალი ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის გაძლიერებას რეგიონში, საქართველოს როლის ზრდას საერთაშორისო ასპარეზზე და ახალი ინვესტორების მოზიდვას როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზრებზე. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თანამედროვე ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი არის იუსტიციის სახლების ხვალინდელი დღე - ვახტანგ ჟვანია

23.03.2026.14:30

იუსტიციის სახლი ინოვაციურ განვითარებას აძლიერებს. როგორც იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია აცხადებს, უწყება აქტიურად ტესტავს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, განსაკუთრებით თვითმომსახურების სივრცეების განვითარებისთვის, რაც მოქალაქეთა ნაკადების უკეთ მართვას და სერვისების უფრო სწრაფად მიღებას უზრუნველყოფს.

„ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნა იმითაც იყო საყურადღებო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირველად გაუსვა ხაზი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების აუცილებლობას იუსტიციის სახლებში. ეს ის მიმართულებაა, რომელზეც იუსტიციის სახლი უკვე ბოლო პერიოდია მუშაობს აქტიურად. ჩვენ ვტესტავთ, სატესტო რეჟიმში ვამუშავებთ რამდენიმე მიმართულებას, რითაც გვინდა, რომ ეს თანამედროვე ტექნოლოგიები გამოვიყენოთ და განსაკუთრებით თვითმომსახურების სივრცეების განვითარება გვინდა. შარშანდელ სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, აღმოაჩენთ, რომ 6 მილიონამდე ადამიანს ვუმასპინძლეთ. აქედან გამომდინარე, თვითმომსახურების სივრცეების განვითარება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ნაკადები კიდევ უფრო კარგად ვაკონტროლოთ, ასე ვთქვათ, და რეალურად იმ მოქალაქეებს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს გამოიყენოს ეს ტექნოლოგიები, ვთქვათ მან თვითონ მიიღოს სერვისი“, - აღნიშნა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში ​სტუმრობისას იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ. 

როგორც ვახტანგ ჟვანია აცხადებს, უახლოეს პერიოდში AI ტექნოლოგიები ჩატსა და სატელეფონო ცენტრში ამოქმედდება, რაც სერვისების მიწოდებას დააჩქარებს და მომსახურების ხარისხის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

„მეორე ძირითადი მიმართულება ეს არის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს ძალიან მალე გამოვიყენებთ ჩატის ნაწილში, ასევე სატელეფონო ცენტრის მუშაობის ნაწილში, რაზეც თითქმის უკვე დასრულებული გვაქვს სამუშაო პროცესი. ასე რომ, თანამედროვე ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი არის იუსტიციის სახლების ხვალინდელი დღე, რათა ბევრად უფრო სწრაფი იყოს სერვისი ჩვენთან და ბუნებრივია ხარისხი შევინარჩუნოთ“, - განმარტა იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა