მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099.9
0.0071
flag
AZN 1.5908
-0.0003
flag
CNY 38.205
0.0026
flag
EUR 3.131
0.0106
flag
GBP 3.561
0.0107
flag
KZT 52.18
-0.0001
flag
TRY 0.0637
0
flag
USD 2.7047
-0.0005

„ხომლის“ სუნელ-სანელებლების შეძენა უკვე ონლაინაც არის შესაძლებელი

news image

სუნელ-სანელებლების ქართული ბრენდის ხომლი • Khomli-ის პროდუქციის შეძენა უკვე ონლაინაც არის შესაძლებელი. როგორც Business Insider Georgia-ს ბრენდის მფლობელ კომპანიაში, „ფარკონში“, განუცხადეს, სანელებლების ონლაინ რეალიზაცია khomli.ge-დან ერთი თვეა, რაც დაიწყო და მოთხოვნა მეტ-ნაკლებად მზარდია.

„ონლაინ გაყიდვები საპილოტე რეჟიმში გავუშვით და ვტესტავთ. ონლაინ რეალიზაცია ერთი თვეა, რაც აქტიურად დავიწყეთ და საზოგადოებაც ახლა ეცნობა ჩვენს ახალ სერვისს. ჩვენც ახლა ვიწყებთ შესაბამის კამპანიებს, რომ უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყოს, რომ ხომლის პროდუქციის შეძენა შეუძლიათ ონლაინ.

იმისათვის, რომ ყველა მიმართულება მოვიცვათ - ჰორეკა სექტორისთვის ვგეგმავთ სანელებლების გამოშვებას 1 კგ-იან შეფუთვაში, რაც მათთვის უფრო საინტერესო იქნება. დღეისათვის, ონლაინ რაც შეკვეთები გვაქვს, უფრო ფიზიკური პირები აქტიურობენ და გვინდა, რომ ჰორეკა სექტორიც ამ მიმართულებით მოვიცვათ“, - განმარტავენ „ფარკონში“.

ამ დროისთვის, „ხომლის“ პროდუქცია შეძენის შემდეგ სასურველ მისამართზე მომხმარებელს უფასოდ მიეწოდება.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ადგილობრივ ბაზარზე „ხომლის“ გაყიდვები 15%-იან ზრდას აჩვენებს. „ხომლის“ პროდუქცია ქვეყნის მასშტაბით 700-მდე მაღაზიაში იყიდება, მათ შორის - ქსელურ სავაჭრო ობიექტებში, როგორიცაა „კარფური“, „ბილიონი“, „ფემილი“ და სხვები.

„ხომლის“ პორტფელოში ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტებია: სვანური მარილი, მშრალი აჯიკა, შავი წიწაკა, უცხო სუნელი და ხმელი სუნელები.

კომპანია „ფარკონი“ სუნელებს ქუთაისში მდებარე საწარმოში აწარმოებს და მომხმარებლის მზარდი მოთხოვნის ფონზე, წლიდან წლამდე პროდუქციის წარმოებას საშუალოდ 15-20%-ით ზრდის.

დღესდღეობით კომპანიის წარმოებული პროდუქციის დაახლოებით 50% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ხოლო დანარჩენი 50% - ექსპორტზე გადის.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ხომლის“ სუნელ-სანელებლების შეძენა უკვე ონლაინაც არის შესაძლებელი

26.11.2025.18:00

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა